უმრავლესობის ყოფილ და ამჟამად ფრაქცია “ჩვენი საქართველოს” წევრ
მერაბ ხურციძეს ძვირად დაუჯდა მმართველ პარტიასთან განშორება. დეპუტატი ჯერ გულის შეტევით მოხვდა რეანიმაციაში (სადაც პარლამენტის დატოვებაზეც კი დაიწყო ფიქრი), შემდეგ კი თავდამსხმელთა მსხვერპლი შეიქნა. უსწორებენ თუ არა ანგარიშს დეპუტატს და რას ფიქრობს იგი უმრავლესობის დატოვების შემდეგ თავის “უიღბლობაზე”, ინტერვიუდან შეიტყობთ.
- არ მინდა სიტუაციის გამწვავება, მთავრობამ და იმ კაცმა, ვინც ჩემზე თავდასხმა დაგეგმა და შეასრულა კიდეც, თავადაც კარგად იციან ყველაფერი.
- ხომ დაიჭირეს თავდამსხმელები?- თავდასხმისას არც ერთი მათგანი არ მინახავს. ის თავდამსხმელი დავინახე კარგად, რომელმაც მანქანის კარი გამოაღო და პირველმა დამარტყა. დანარჩენი ოთხის მხოლოდ აღნაგობა მახსოვს და აბსოლუტურად განსხვავდებიან დაპატიმრებულთაგან.
- როდის დაგესხნენ თავს?- საღამოს დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა, შინ მივდოდი, დიდ დიღომში. ჩემს სახლამდე ერთი მოსახვევია, სადაც ყოველთვის ვანელებ მანქანის სვლას.
თავდამსხმელთაგან ორი წინ იყო წამოწეული, სამი უკან იდგა. წინ გადამიდგნენ და ხომ არ გავიტანდი, მანქანა გავაჩერე. ერთმა გამომიღო კარი, გადმოდიო, ქურთუკში ხელი ჩამავლო და მანქანიდან გადამათრია. ვინა ხართ, რა გინდათ, რა ხდება-მეთქი, - ვიკითხე. კარგად იცი, რაც მინდა, შენიო და გამარტყა. გონი დავკარგე, ამის მერე აღარაფერი მახსოვს.
- რატომ გაგისწორდნენ ასე?- ყველამ ყველაფერი კარგად იცის. რეკვა და მუქარა არ წყდება ჩემთან. ბატონმა ვანო მერაბიშვილმა ყველაფერი იცის და ჩემს ნომერზე შემოსული ზარი ვერ ნახა და მოისმინა? მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დავტოვე, ღამის ნებისმიერ დროს რეკავს ტელეფონი, - მაგინებენ, მემუქრებიან. ეს ვერ მოისმინა, ყველას რომ უსმენს და ვიღაც პატარა ბიჭები დაიჭირა?! რას ფიქრობენ, უცხოებს დავადებ ხელს და ვიტყვი, ამათ გამლახეს-მეთქი?
აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, თავიდან ვიწყებ ყველაფერს და მაგათაც კეთილი ინებონ, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ ყველაფერი. პატიოსნად ვიბრძოლოთ, ხალხი ვისაც დაუჭერს მხარს, იმან მოიგოს.
- თქვენი აზრით, ანგარიშსწორება ოპოზიციაში თქვენს გადასვლას უკავშირდება თუ იმას, რომ თქვენი ფრაქცია ბადრი პატარკაციშვილს უჭერს მხარს?- ბადრი პატარკაციშვილის მხარდამჭერი ვარ და მის მხარდამჭერთა ხელმოწერებს ვაგროვებ. სწორედ იმ დღეს, როცა მცემეს, ხელმოწერის ბლანკები მიმქონდა შინ. უნდოდათ, ხელმოწერების შეგროვების პროცესიდან გამოვეთიშე.
- თქვენი ოჯახის წევრებსაც ხომ არ ემუქრებიან?- რა თქმა უნდა. სწორედ ამის გამო დავატოვებინე ჩემს შვილს სამსახური. მეტი რაღა გითხრათ... ბოდიში, ძალიან აღელვებული ვარ და ლაპარაკიც აღარ მინდა ამ თემაზე
დანარჩენი თქვენ შეაფასეთ, აი კდიევ ერთი გაქტი თუ როგორ დევნიან ხალხს , მერაბიშვილის ბრზანებით თუ როგორ უსწორდებიან !
მიმაგრებული სურათი