ამ თემაში ვისაუბროთ შემდეგ საკითხებზე:
1 - რა ასაკიდან(თვიდან) შეიძლება ბავშვს წაუკითხო ზღაპრები
2 - რომელი ასაკის ბავშვს რომელ ზღაპრებს უკითხავთ
3 - რას ფიქრობთ თანამედროვე ზღაპრებზე
4 - განვიხილოთ ჩვენი შვილების საყვარელი ზღაპრები/გმირები
5 - რამდენად შეესაბამება დღევანდელი ზღაპრები ბავშვების ფსიქიკას ( მაგ. ძმები გრიმების ზღაპარს ვკითხულობდი წეღან, მიკვირს როგორ მომწონდა ბავშვობაში, სულ სიკვდილზე და ბოროტებაზეა, მართალია ყველაფერი კარგად მთავრდება საბოლოოდ, მაგრამ ...)[B][I]
მიმაგრებული სურათი
სანამ შეაფასებდე სხვის ცხოვრებას ან ხასიათს, ჩაიცვი მისი ფეხსაცმელი, გაიარე მისი განვლილი გზა, განიცადე მისი ტკივილი, მისი ეჭვი, მისი სიცილი, იცხოვრე ის წლები ისე როგორც მან იცხოვრა, წაიქეცი იქ სადაც ის
წაქცეულა, წამოდექი ისე როგორც ის წამომდგარა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყავი ცხვირი სხვის ცხოვრებაში