#7696164 · 12 Dec 2007, 13:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ალბათ საქმის ყურში ხართ, რომ ბოლო ერთ წელიწადში განხორციელდა სამედიცინო დაწესებულებების (საავადმყოფოების) მასიური პრივატიზაცია, დაგეგმილია პოლიკლინიკური სექტორის მსგავსი პრივატიზაციაც.
პრივატიზაციის სქემა ასეთია:
4-5 საავადყოფოს 1000 დოლარად გადასცემენ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას. ტენდერში იმარჯვებს ის ვინც დაპირდება სახელმწიფოს, რომ ამ საავადყოფოების ნაცვლად ააშენებს ერთ საავადყოფოს. რომელიც ასევე რჩება მოგებული ორგანიზაციის საკუთრებაში და შვიდი წლის შემდგომ მას შეუძლია ეს სავადმყოფოც გააუქმოს და უფრო სარფიანად გამოიყენოს არსებული ფართობი.
არის თუ არა ეს იმის საშიშროება (ვინაიდან აპრიორში საავადმყოფოზე მეტი მოგება მოაქვს ფართობის უბრალოდ გაქირავებას) რომ შვიდ წელიწადში ქვეყენაში პრაქტიკულად აღარ იარსებებს სამედიცინო დაწესებულება?
|