სტატია დაკოპირებულია
აქიდან
იმპერიალიზმი საქზ. განსხვავება ადამიანსა და ცხოველს შორის ისაა რომ ცხოველები ბუნებითი კანონებით ცხოვრობენ, ინსტიქტებით მოქმედებენ და მათში არაა არანაირი გონი. ადამიანი კი თავისსავე მიერ დადგენილი ნორმებით ცხოვრობს მაგრამ ვერ უგულველყოფს ბუნებას, იგი ბუნების და კიდევ რაღაც ამოუცნობის ნაწილია. იმპერიალიზმი ადამიანის ცხოველურ ნაწილს განეკუთვნება - ბოროტის მიერ სუსტის ძლევა, ბუნებრივი გადარჩევა და ასე შემდეგ. ხოდა ადამიანის ამ ცხოველური ჟინის მსხვერპლნი გახდნენ ინდიელები. იმაზე ლაპარაკს არ დავიწყებ თუ რამდენნი არიან, რანი იყვნენ და რანი დარჩნენ.
მდინარე მისისიპიზე იყო ერთი სოფელი საუკენუკი სადაც მშვიდობიანად ცხოვრობდა ამერიკელ აბორიგენთა ტომი - საუკები. მათ ჰყავდათ ბელადი რომელსაც სხვა ადამიანთა მსგავსად ჰქონდა ბევრი ბუნების მიერ მინიჭებული თვისება. მაგალითად იგი აღნიშნავდა რომ კაცად მაშინ იგრძნო თავი როდესაც პირველად მოკლა ადამიანი (ამას მთელი ენთუზიაზმითა და სიამაყით ამბობდა) თუმცა ყველაფერთან ერთად მას გააჩნდა ადამიანებში შექმნილი ფასეულობები, გონება, განსჯის უნარი, ოჯახი, ტომი და მიწა სადაც ეს ტომი ცხოვრობდა…ეს იყო ბელადი - შავი ქორი (black hawk).
სწორედ მისი მმართველობის დროს მიმდინარეობდა ამერიკის განმათავისუფლებელი ომი. მისი ტომი ინგლისელებს უჭერდა მხარს, მათგან გარანტიები ჰქონდათ რომ მათ არ ააწიოკებდნენ, იქნებოდნენ დაცულნი, ამავდროულად საუკებს უნდა ებრძოლათ ინგლისელთა მხარეს (რაღაცით გეორგიევსკის ტრაქტატს მაგონებს

) ინგლისელებმა წააგეს ომი და დადეს შეთანხმება ამერიკელებთან. ცოტა ხნის შემდეგ საუკების რამდენიმე წარმომადგენელი მიწვეული იქნა ერთ-ერთ ამერიკულ დასახლებაში სადაც ისინი დაათვრეს და ხელი მოაწერინეს ამერიკელთა მათ სოფლეში ჩასახლებაზე. შავმა ქორმა მშვიდობის შენარჩუნების მიზნით არანაირი რეაგირება არ მოახდინა ამაზე (ან რა შეეძლო)
სოფელში ჩასახლებული ამერიკელები ინდიელებს ვისკითი ათრობდნენ და მათ სარჩო საბადებელს ართმევდნენ. სხვადასხვა ფაქტორების ზეგავლენით საუკები მისისიპის დასავლეთ ნაპირზე გადასახლდნენ, სადაც ძალიან უჭირდათ (არადა შავი ქორი ამბობდა: ჩვენ ერს არასდროს არაფელი აკლდა, არასდროს არაფერი სჭირდებოდა) ძალიან რომ გაუჭირდათ საუკებს და თავიანთი წინაპრების საფლავების წაბილწვის ამბავიც რო გაიგეს (რომლებიც მათთვის სიწმინდეს წარმოადგენდა) კვლავ გადავიდნენ საკუთარ სოფელში…ამის შემდეგ დაიწყო კონფლიქტი სადაც საბოლოოდ ვინ დამარცხდა არაა ძნელი მისახვედრი.
ერთის მიერ მეორის დაპყრობის შემთხვევაში ერთმანეთს ადამიანის ორი, ცხოველური და ადამიანური ბუნება ეჯახება. დამპყრობელი “ხორცით” აზროვნებს ხოლო საკუთარი მიწის დამცველი პირველ რიგში საკუთარ პიროვნულ ფასეულობებს იცავს, საკუთარ ოჯახს და საკუთარ ერს. ძირს ყველა დამპყრობელი