თავისუფალი ადამიანი ვიყავი სულ, არ მიჭირდა ურთიერთობა, დიდი კომუნიკაბელურობა არ მახასიათებდა, მაგრამ ბიჭებთან კომპლექსები, რომ ვაიმე ვერ დაველაპარაკები და ა.შ. არ მქონდა არასდროს. ახლა, ა, ბოლო პერიოდში, სულ დავმუნჯი, ენა დამება და გადავირიე მოკლედ

. ვიღაც ტიპია, უბრალოდ მომწონს, არც ვიცნობ წესიერად, ვხედავ ხოლმე ხანდახან, ანუ კი არ მიყვარს , მომწონს და ეს კაცი რომ მომიახლოვდება და დამელაპარაკება, ვკვდები ადგილზე და ძალიან მრცხვენია, სულ უბრალო ლაპარაკი რომ იყოს სტეპლერზე, ენა მებმის და ცუდათ ვხდები და იდიოტურად ვიქცევი
და იმიტომ მიკვირს, რომ ასეთი რამე არ მქონია იმაზეც კი, ვინც გაგიჟებით მიყვარდა და ახლა რისი ბრალია?
ანუ, იქნებ ამ კაცს აქვს თვითონ ასეთი აურა რომ მაკომპლექსებს? და რა ვქნა, მოვერიდო საერთოდ თუ შიშს თვალებში ჩახედეს პრინციპით პირიქით ვეკონტაქტო?
ღმერთმა უწყის რას ფიქრობს ჩემზე ძალიან მეუხერხულება, მართლა ძალიან

როგორ ფიქრობთ, ამ კაცის ბრალია, თუ მე გავხდი ასეთი მორცხვი? რამ გამხადა ასეთი? მიკვირს საკუთარი თავის