#7723818 · 14 Dec 2007, 12:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
2007-12-14 10:41 კომუნიკაციების ეროვნული კომისია "რუსთავი 2"-ის, "მზისა" და "ტელეიმედის" სანქცირების საკითხს განიხილავს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დღევანდელ სხდომაზე 16 საკითხის განხილვაა დაგეგმილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, სხდომაზე შპს "რუსთავი 2"-ის, შპს "მზისა" და შპს "ტელეიმედის" სანქცირების საკითხი განიხილება. დღის წესრიგში, ასევე, შეტანილია ერთი მხრივ, სს "საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიისა" და მეორე მხრივ, შპს "კავკასუს ონლაინს", სს "გლობალ ერთს", შპს "საქართველოს ტელეკომსა" და სს "ინფოჯორჯიას" შორის დავის განხილვა. განიხილება შპს "ტელევიზია კახეთისთვის" ადმინისტრაციული სახდელის დადების, საზღვაო ხომალდებისთვის სახმობისა და ამოცნობის ნიშნების მინიჭების შესახებ და სხვა საკითხები. სხდომა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 16.00 საათზე დაიწყება. _______________________________________________________
დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა გაიმართება 14 დეკემბერი 2007, 12:11 პოლიტიკა, სხვა ამბები, საქართველო
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ტელეკომპანიების - „იმედის“, „რუსთავი ორისა“ და „მზის“ სანქციების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს. ეს გადაწყვეტილება კომისიამ 7 დეკემბერს მიიღო, იმ დღეს, როცა ტელეკომპანია „იმედს“ ყადაღა მოეხსნა, თუმცა იმედის ხელმძღვანელობას იგი მხოლოდ გუშინ გადმოეცა. დღეს 4 საათზე კომისიის სხდომაა დანიშნული.
გადაწყვეტილების მიხედვით, ეროვნულ კომისიას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანიათა მაუწყებლის საკუთრების შესახებ. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შ.პ.ს. „რუსთავი 2“-ს არ წარუდგენია არანაირი ინფორმაცია მისი საკუთრების შესახებ, ანალოგიური დარღვევები აქვს შ.პ.ს. „მზესაც“, ხოლო რაც შეეხება შ.პ.ს. „ტელე-იმედს“ სათანადო დოკუმენტაცია არასრულყოფილად აქვს წარდგენილი.
ტელეკომპანია „იმედის“ იურისტის განცხადებით, კომპანიამ მარეგულირებელ კომისიას მესაკუთრის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია ორჯერ გადასცა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
This post has been edited by Iraklion on 14 Dec 2007, 12:48
|