ერთი გუნდი, უფრო სწორად ბანდა, მეკობრეთა რაზმი, რომელიც კალიასავით შეესია ქვეყანას. უტიფრები, უსინდისოები და დაუნდობლები.
სამში გრძელი ყველას, თავიანთ იდეოლოგიურ მოძღვარსაც კი, რომელიც ეხლა სახტად დარჩენილი თავს იფხანს. ტოკვილის სურათი საპირფარეშოში თავდაყირა დაკიდული, სტუარტ მილის \'თავისუფლების შესახებ\' ჭეშმარიტად ტეტიურად ტუალეტის ქაღალდად.
დასავლეთის იდეალიებით მოვაჭრე თაღლითები კი აუპატიურებენ კანონებს, სასამართლოებს და ამომრჩეველთა ღირსებას.
ლიბერალური ეკონომის ვითომ მომხრეები წარბშეუხრელად ერევიან კერძო კომპანიების მუშაობაში, იქამდეც კი რომ აძალებენ რაღაცეების
ყიდვას. 
შეზღუდული მთავრობის ვითომ მომხრები მაქსიმალურად აძლიერებენ მტაცებელი სახელმწიფოს საცეცებს და ყველგან ყოფენ თავიანთ ხელებს.
ვითომ პროფესინალები თავისნაირ ხისთავიან ტონ-ტონ მაკუტებს წვრთნიან რომელიბიც ხისთავიანებისთვის დამახასიათებლი სისასტიკით მონაწილეობენ მეკობრეების რეიდებში.
ტოტალიტარული სახელმწიფოს ვითომ მოწინააღმდეგეები ბოლშევიკური შემართებით აგრძელბენ ახალგაზრდული რაზმების შექმნას, სადაც დამშეულ ყმაწვილებს ტვინს დაუზომბავენ ბელადის სადიდებლად.
წითელი ინტელიგენციის მაგინებლები თავიანთ ჯიბის ინტელიგენციას ქმნიან. რა მოხდა მერე თუ ლენოძის ლექსებს ლექსემი ცვლის.
მეკობრეთა ბელადი ფეხზე იკიდებს ყველას და ყველაფერს და გეგმავს თარეშის გაგრძელებას.
იღიმე მოჰამად იღიმე, გეგონოს