ვახ მე მიტუასა... რა ხდება ჩვენს თავზე
აბ ერთი ეს ლინკი მოვსიჯოთ...
http://imedinews.ge/ge/news_read/76339/ბადრი პატარკაციშვილის განცხადება
7 ნოემბერი 2007, 19:32
პოლიტიკა, საქართველო
სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმი განწირულია მე, ისევე როგორც მილიონობით ქართველი უკანასკნელ წამამდე გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავდა ომს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
გავაკეთე ყველაფერი რათა გამომეძებნა კომპრომისი. ოპოზიციონერები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხელისუფლების არცერთ პროვოკაციაზე არ წამოეგნენ და არ გადადგეს არაკანონიერი არცერთი ნაბიჯი. ზუსტად ამან გააცოფა შეშლილი სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი - ყველა ის ვინც გვიყვებოდნენ ზღაპრებს, თავიანთი დემოკრატიულობის შესახებ. სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივი აღმოჩნდა.
დღეს მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს თვალწინ ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმურობა. სააკაშვილის რეჟიმმა აჩვენა, რომ არაფრით განსხვავდება იმ კომუნისტურისაგან, რომელთა ჯარისკაცებიც გამნაღმველთა ნიჩბებით უჩეხავდნენ თავებს ჩვენს მოქალაქეებს 1989 წლის 9 აპრილს - იმავე ადგილას.
ახლა ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ხარჯავს ხალხის ფულს დამსჯელი პოლიციური ბატალიონისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების აღჭურვაზე, რათა შემდგომ ისინი საკუთარ მშიერ, შეურაცხყოფილ ხალხს გაუსწორდნენ. სწორად ამიტომაც აშფოთებთ ის ადამიანები, რომლებიც საპირისპიროდ - ფულს ჩვენი ქვეყნის, ქალაქების კეთილმოწყობაში ხარჯავენ.
მაგრამ დანაშაულებრივი ხელისუფლების განსაკუთრებულ გაბოროტებას იმსახურებს ხალხის თავისუფალი ხმა, ხელისუფლებას არდამორჩილებული კომპანია ,,იმედი".
მე უზომოდ მადლობელი ვარ ,,იმედის" მამაცი ჟურნალისტებისა, იმ ყველა პატიოსანი ჟურნალისტისა, იმისათვის რომ მათ აუხილეს თვალები საქართველოს მოსახლეობას, მთელს მსოფლიოს სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულებრიობაზე.
სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს 7 ნოემბერს, ბოლშევიკური პუტჩიდან 90 წლის თავზე, საქართველო ახალ ტრაგედიას განიცდის.
ნურავის შეეპარება ეჭვი რომ მთელი ჩემი ძალღონე, მთელი ჩემი ფინანსური რესურსი უკანანკნელი თეთრის ჩათვლით გამოყენებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისაგან გასათავისუფლებლად.
საქართველოს გაუმარჯოს!
This post has been edited by tavisupali on 15 Dec 2007, 18:09
მიმაგრებული სურათი