მე მიანტერესებს, ეს რას ნიშნავს?
//Sorry, Tkven unda daagrovot 400 postingi da iyot forumze 14 dgeze meti xani daregistrirebuli rom dapostot am ganyofilebashi //
თან ეს მოხდა მაშინ, როცა ზუსტად 5 წუთის წინ დაპოსტილი მქონდა, იგივე განყოფილებაში.
ფორუმზე აზრის გამოხატვა იკრძალება?
გავითვალისწინოთ, რომ დაბლოკვა მოხდა ამ ფრიად ჩვეულებრივი პოსტის შემდეგ:
იმედის თანამშრომლებსა და მხარდამჭერებს, ყველას განურჩევლად სქესისა - მოგიწოდებთ:
შევიძინოთ შავი პერანგები (საროჩკები) და სამკერდე სანიშნები (ზნაჩოკები) 3 ცალი, ამ სამკერდე სანიშნებზე გამოვიტანოთ წამებული გიორგის (თარგამაძე) წამებული ბადრის (პატარკაციშვილი) და ინგა წამებულის სურათები, შემდეგ ისინი მივაკრათ ამ შავ პარენგაბზე (საროჩკებზე) და 40 დღის განმავლობაში ვიაროთ ესე.
პ.ს. ამ 40 დღის განმავლობაში არ ვიპარსავთ, არც ეპილაციას ვიკეთებთ.
პ.პ.ს. ევროპამ უნდა ნახოს როგორი ცივილიზებული პროტესტის უნარი გვაქვს, ისტორიულად პირველ ევროპელებს.
რაც იმის დასკვნის საშუალებას მაძლევს, რომ სიტყვის თავისუფლებას, რიგი ფორუმის ადმინისტრაციასთან კავშირში მყოფი ანგაჟირებული ხალხი ზღუდავს.
გთხოვთ გამცეთ პასუხი.

წინასწარ მადლობა.