15.11.2018
ესპანეთი 2040 წლისთვის აპირებს საკუთარ ქვეყანაში აკრძალოს დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები. ყველა სახის ჰაერის დამბინძურებელი ავტომობილების აკრძალვით, ესპანეთი გეგმავს ამ ტიპის რეგულაციებით აღმოჩნდეს ისეთი ქვეყნების გევრდზე როგორებიცაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, წერს Automotive News Europe.აღნიშნულ ნაბიჯს ქვეყანა კლიმატის გლობალური ცვლილების გამო გადაგამს.
„ზოგიერთი აუცილებლად მისაღები ცვლილება შეეხება ტრანსპორტს. 2040 წლიდან აიკრძალება რეგისტრაცია და გაყიდვა იმ მსუბუქი და კომერციული დანიშნულების ავტომობილებისა, რომლებიც გამოყოფენ ნახშიროჯანგის დიოქსიდს“ - წერია გავრცელებულ დოკუმენტში, რომლის წარდგენასაც ესპანეთის სოციალისტი პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი ქვეყნის პარლამენტს წლის
ბოლომდე წარუდგენს. დოკუმენტი ამავდროულად ითვალსიწინებს ძალიხმევის მიმართვას განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისკენ. კანონპროექტის მიზანია ქვეყანამ შეამციროს სასათბურე გაზების გაფრქვევა 20%-ით 1990 წლის დონემდე უკვე 2030 წლისთვის, ხოლო 90%-ით 2050 წლითვის.
როგორც ცნობილია დღეისათვის მსგავს რეგულაციებზე მუშაობენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სადაც ასევე 2040 წლიდან იგეგმება დიზელისა და ბენზინის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვა, დანია კი მის ამოქმედებას 2030 წლიდან აპირებს.
https://www.autobild.ge/index.php?option=co...A2ZullAZvkxzlK4
არა არს დაფარულ...