ჩვენს შესახებwww.qvevri.geროგორც თქვენთვის ცნობილია, შ.პ.ს. “ვაზის და ღვინის ჯგუფი” წარმოადგენს კერძო კომპანიას. იგი დაარსდა 2005 წელს ქართული ინვესტიციებით, ხოლო მისი საქმიანობა მოიცავს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ბიზნეს სექტორს.
კომპანიის საქმიანობაა:
* საერთაშორისო გამოფენებში ქართული ღვინის კომპანიების მონაწილეობის ორგანიზება;
* ქართული ღვინის გაყიდვების ხელშეწყობა;
* უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში;
* საინვესტიციო პროექტების მომზადება;
* ღვინის ქარხნების სრული არქიტექტურული და ტექნოლოგიური პროექტების შედგენა;
* საწარმოო დანადგარების და მათი სიმძლავრეების გაანგარიშება;
* მშენებლობის მენეჯმენტი;
* სრულიად საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა გაზეთის “ქვევრი” გამოცემა;
რით არის გამორჩეული ჩვენი საქმიანობა?
“ტრადიციები თანამედროვეობაში” და “მომავლის მეღვინეობა”.. ჩვენი საქმიანობის მთავარი ფორმულებია.. ჩვენ ვართ ქართული ეროვნული ბიზნეს ჯგუფი..
* საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობაში მრავალი უნიკალური ტრადიცია და კულტურული ფასეულობა არსებობს, რომლის თანამედროვეობაში გადმოტანა ჩვენი მთავრი ამოცანაა, რათა ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე საკუთარი ადგილი დაუმკვიდრდეს და ამით ხელი შევუწყოთ ღვინის გაყიდვების გაზრდას.
* “ღვინოს ვაძველებთ მუხის კასრში, რათა მომავალში უკეთესი ღვინო დავლიოთ”… “სიძველე მომავალში”.. ეს ჩვენი ფილოსოფიაა.. ტრადიციების გათვალისწინებით ჩვენი საქმიანობა მომავლზეა ორიენტირებული, რათა თქვენთან ერთად ღირსეულ წარმატებებს მივაღწიოთ ამ საუკუნეში.
მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისათვის.
ძვირფასო სტუმრებო გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში.
www.qvevri.ge
Unknown Wine Is Much Safer, Then Unknown Water...
_______________________
http://www.winemaking.ge
_______________________
Unknown Wine Is Much Safer, Then Unknown Water...