როგორ მირაჟივით გაიქროლეთ
პოლიტიკური ძალა, რომელიც უცებ შეიქმნა და პროგრესირდა, რომელსაც მიესალმა უიმედო ახალგაზრდობა, იმედი ჩაესახა მომავლის და.....
ჰო, უცებ პატიკოსთან შექმნეს ალიანსი, ნუ მაგაზე იმდენად არაფერი და პატიკოს განცხადებებმა დიდი შფოთი გამოიწვია საზოგადოებაშიც და მხარდამჭერებშიც. თითქოს მანამდე არ იცოდნენ რა ნეხვის ჭია ეგდო ეგ ძირმომპალი აფერისტი
პირადად ჩემში საშინელი პროტესტი და აგრესია გამოიწვია ამ ყველაფერმა
რაღაცნაირად გული დამწყდა რომ ასე დეგრადირდნენ
ჯაფარას უცაბედმა ფერისცვალებამ და პატიკოს უმსგავსი სოციალისტური განცხადების გაპრავებამ ხომ გული ამირია
ეს დიდი ლიბერტანიელი კაცი უცებ სოციალისტური და უფრო ბოლშევიკური ლოზუნგების გაპრავებით დაკავდა
როგორც სჩანს თვით გირჩის რიგებშიც დიდი არეულობაა აგერ მაგალითიც
https://www.facebook.com/barnovi.official/p...555371207997798Andro Barnovi
1 hr ·
მოკლედ, დიდხანს ვითრიე ფეხი, მიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ერთის მხრივ არის დიდი ხნით ადრე დაანონსებული გადაწყვეტილება, რომ გორში ვიყარო კენჭი, მეორეს მხრივ კი - ეს ბანი, რომელიც ვერაფრით წარმომიდგენია "ჩემს გუნდად".
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ადგილი ამ პოლიტიკურ გადანაწილებაში არ არის. უბრალოდ არ არსებობს ასეთი ადგილი. ძალიან ვწუხვარ, რომ თავიდანვე დამოუკიდებლად არ დავაყენე კანდიდატურა. ახლა უბრალოდ ყველა ვადა გასულია...
მოკლედ, მე ამ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებ და ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც იმედიანად იყო, რომ რამის შეცვლას შევძლებდი. დიდი ბოდიში, კარგო ადამიანებო, ახალ პოლიტიკურ ცენტრს განვიხილავდი პლატფორმად, აქ ვხედავდი თანამოაზრეებს, ვისთანაც საერთო ხედვები და პრინციპები მქონდა, ახლა კი ამ ახალ კოალიციაში ყველაფერი ერთმანეთში აითქვიფა. ეს აღარ არის ჩემი თანამოაზრეების გუნდი, ეს აღარ არის იდეებისთვის ბრძოლის პროცესი, პარლამენტის სკამის დაკავება კი პანაცეა არ არის.
ასეა თუ ისე, ყველაფერი წინაა და, იმედია, ყველას ესმის, რომ ყოველთვის გავაკეთებ მაქსიმუმს, რასაც ჩემი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს. კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ამომრჩეველს, იმედია ხვდებით, რომ ჩემგან დამოუკიდებელმა პროცესებმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება.
განა რად უღირდათ ამ ღორთან გასვრა ასე სწრაფად პროგრესირებად ძალას? რამდენი ადამიანია ახლა ფრუსტრირებული და გულდაწყვეტილი?