ნაახალწლევს ყოველთვის შესაფერისი განწყობის მუსიკას ვარჩევთ ხოლმე და, ეხლა რომ დავფიქრდი, ამ დროს ყველაზე ხშირად ბრუკნერის მეექვსე სიმფონია მომისმენია.
წელს სურვილი გამიჩნდა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მაისტერზინგერები მოვისმინო. გავლენიან ამერიკელ ლიტერატორ ჰ. ლ. მენკენს ეკუთვნის ასეთი ფრაზა, მაისტერზინგერები ხელოვნების ყველაზე დიდი ნიმუშია მთელი დასავლური ცივილიზაციიდანო. ვიცი, ბევრი არ დაეთანხმება, მე კი მაშინაც ასე ვფიქრობდი, სანამ მენკენის აზრს წავაწყდებოდი.
ერთი შეხედვით პომპეზურ შთაბეჭდილებას სტოვებს, სინამდვილეში კი ვაგნერის ყველაზე ლირიკულ ნამუშევარს წარმოადგენს. ვფიქრობ, იოხუმის მეორე მაისტერზინგერები, რომელიც ყოველთვის პრობლემურ ჩანაწერად ითვლებოდა და ბევრ რამეს სამართლიანად უწუნებენ, ნაწარმოების ამ მხარეს მაინც ყველაზე უკეთ გადმოსცემს.
სწორედ იოხუმის მოსმენას ვაპირებ, ოღონდ ნაწილ-ნაწილ, დროის გამონახვის კვალობაზე.

ეს კი კლაიბერი, საახალწლო განწყობისათვის:
http://share.ge/download.php?id=ADFA1F994
მიმაგრებული სურათი