ტიპიური ქართული ქორწილის საშინელებები:ეტაპი პირველი - მარაზმის ინტრო:ტვინის წამღები პიპინი და ლიხაჩობა თბილისის ქუჩებში, ყველა ცდილობს ნებისმიერ ფასად პატარძლის მანქანის უკან ჩადგეს, თუნდაც ამისთვის ავარიასაშიში სიტუაციების შექმნა მოუხდეს.
ტონობით მაკიაჟი თითქმის ყველა მდედრზე.
ხელისმოწერა აუცილებლად საზეიმოდ, თავზე რაღაცეები უნდა დაგაყარონ აუცილებლად. მერე უნიჭო ცეკვაც.
ჯვრისწერა აუცილებლად რომელიმე განთქმულ ეკლესიაში, წინასწარი ჩაწერით და რამე.
მერე რიგში უნდა დაეწყონ და ყველამ მიულოცოს, სიძე პასუხობს: გმადლობთ, გაიხარეთ, თქვენც მალე მენახეთ...
ეტაპი მეორე - ღრეობა!ამ დროს ყველას შივდება იმიტომ რომ დილიდან არ უჭამიათ... რატომ? იმიტომ რომ ქორწილში მიდიოდნენ და?
დაპატიჟებულია ყველა, დაჟე გზაში რომ შეგხვდება და არ მიესალმები ისეთი ნათესავებიც კი, (აბა მერე თვითონ არ
დაგპატიჟებს თავისი შვილის ბიძაშვილის მეზობლის ქორწილში)
თავიდან ყველა ჭამს
როცა სულს მოითქვამენ თამადა მიკრაფონს დაითრევს (რო უკეთ ჭამოს ტვინი) და მოადგილეებს დანიშნავს.
თამადაც და მოადგილეებიც აუცილებელია ღიპიანები იყვნენ რომ ბევრი ჩაუვიდეთ.
თამადა იტყვის რაღაცა ზეამაღლებულს თუმცა ახალგაზრდებს მაგარი კიდიათ და იცინიან, სამაგიეროდ თავისი ასაკის ქალები აქებენ რა მაგარი თქვაო...
თამადა კიდე რაღაცა იდიოტურ ხუმრობას მოხევს და ახალგაზრდების მაგიდას უკვე აშკარად ადღაბნია, აუცილებელია ახალგაზრდები დატუქსოს და თავისი კრეტინული სადღეგრძელო მოასმენინოს.
ეტაპი მესამე: "ე.წ. გართობა"ნუ შიგადაშიგ ისმის "მულატკა", "აფრები", "ძენ სვაბოდი", "ბინდისფერია სოფელი(?)", "ვაგონი მიჰქრის"
ამ სიმღერებზე აუცილებელია ღაბაბიანი და ღიპიანი ბიძონების და მანდილოზავრების ცეკვა. რომლებიც სასაცილოდ დახტიან და თან ჭიხვინებენ, ამით ცდილობენ დაფარონ რა საცოდავად და უნიჭოდ ცდილობენ ცეკვას.
ამასობაში თამადა იწყებს ოჯახის ახლობლების გადაკოცვნას, გადადის სხვა მაგიდებზე და თუ "ნაღდი" თამადაა სიმღერაც უნდა შემოსძახოს.
ეტაპი მეოთხე: ბოლოსიტყვაობანახევარი ხალხი დაიშალა, რათქმაუნდა ყველას უნდა ეხვეწნონ აუ ცოტაც კიდე დარჩი და სად გეჩქარებოდა თან თვითონ გაუძღვნენ კარისკენ.
ამ დროს უკვე ყველა გადამთვრალია და ერთი კაი გვარიანი ხიპიში და ჩხუბი თუ არ ატყდა - ტეხავს ისე.
"როცა მთვრალია უფრო კარგად ატარებს მანქანას იმიტომ რომ უფრო უკვირდება" - ს სინდრომი იჩენს თავს.
ეტაპი მეხუთე: ჰოოოოოო...პატარძალი და სიძე მიდიან, ყველამ იცის სად და ყველამ იცის რისთვისაც...
და არ არის დრო რომ რაიმე მაინც შეიცვალოს?
P.S. ყველა იტყვის მე ეგეთი ქორწილი არ მექნება, მე რაიმე კათოლიკურ სტილში მინდაო და მერე აუცილებლად ასეთ ქორწილს გადაიხდის... აბა ისე როგორ