არ შემიძლია, ეს ფასეული ინფორმაცია აქაც არ გადმოვიტანო.
Duda2009მეგონა რომ ისევ ფუუუუს მეტყვიან
ეხლა კი გამოვტყდები რომ დამზადებული 2 კილო მიდევს საყინულეში-)))
ზაფხულში
შევაგროვე ბლომად. ინტერნეტში ვნახე რომ ჩემ მაგათ
ბურგუნდიული ლოკოკინა ქვია, ვნახე რეცეპტებიც და გავაკეთე მაგარი კერძი
თუმცა უფრო ქართული წესით : ანუ ხახვში პამიდორში და ა.შ = საკმაოდ კარგი გამოვიდა რამდენიმე რომ
გავსინჯე, თუმცა მერე ვამჯობინე რომ ვინმე "თანამოაზრე" მენახა ჯერ და მერე კამპანიაში, ღვინოსთან მიგვერთვა
და... მომზადების წესი:
მიღებულია რომ ფქვილის დიეტაზე დააჯინო რამდენიმე დღე , მაგრამ არ ღირს რადგან ღვიძლის ნაწილი მაინც უნდა მოაჭრა
ამიტომ იოლი რეცეპტი:
შეგიძლია დაიწყოთ კეთება ეგრევე, როცა შეაგროვებთ :
დებ მარილიან ტაშტში და ავსებ წყლით
1 სთ ს მერე როცა ლორწოს გამოუშვებენ -უნდა ლოკოკინები უნდა გაირეცხოთ
შავი ფერის კუდებიც უნდა მოაშოროთ აუცილებლად
მერე დებთ ნახ საათით ადუღებულ წყალში
შემდეგ პინცეტით ან რამე კაუჭიანი ინსტრუმენტით
იღებთ ხორცის ნაწილს
მუქი ფერის ხვეული ბოლო ჯობია მოაჭრათ და გადააგდოთ რადგან ეს ღვიძლია და თუ არ ვიცით
რითი იკვებებოდნენ ჯობია მოიშორო (ფრანგები ფქვილის დიეტაზე იმიტომაც სვავენ რომ შემდეგ ეს ღვიძლიც შეახრამუნონ
და კიდევ ესკარგოს ღვიძლი თურმე ცალკე შიკი ყოფილა)
მოკლედ იღებთ ხორცს და ისევ მარილიან ჭურჭელში ათავსებთ რომ ლორწოს ნაშთებიც მოცილდეს
ისევ რეცხავთ
და დებთ ტაFაზე
შემდეგ 1 სთ საჭიროა потушить თეთრი ღვინოში
ცალკე ამზადებთ პამიდორს და ხახვს
შემდეგ ამ მასაში იდება უკვე დარბილებული და ღვინით გაჟღენთილი ხორცი
+მარილი+პილპილი...
და ეგ პონტიც მზადაა...
მოკლედ აი ესენი იყვნენ -))