ვისაც Turn-Based Strategy(შახმატისებრი) -ის ჟანრის თამაშები მოგწონთ, WORLD OF TANKS-ის შემქმნელებმა გამოუშვეს მა ჟანრის სტილის თამაში რომელიც უკვე არა ექშენი არამედ სუფთა სამაგიდო სტრატეგიული თამაშია ნამდვილი სტრატეგებისთვის და მიუხედავად საკმაოდ განსხვავებული ჟანრისა საკმაოდ კარგი გამოუვიდათ.
აქ უკვე გენერლის როლშია მოთამაშე ... მას აქვს სათამაშო კარტების ნაკრები, რომელსაც ნელნელა ანვითარებს და აძლიერებს. ამ კარტების ნაკრებით ონლაინში ხვდება სხვა მოთამაშეებს და 3X5 (15 უჯრიან დაფაზე) ეჯიბრება მას. სვლას მოთამაშეები რიგ რიგობით აკეთებენ ... და დაფაზე თავიდან დიაგონალის კუთხეებში აქვთ ბაზები, თამასის მიზანია მოწინააღმდეგის ბაზის განადგურება. მის გასანადგურებლად კი შენი (30 კარტიანი) ნაკრებიდან თავიდან 6 კარტი გეხსნება. და ბაზას 5 ქულა აქვს (ამ 6 კარტიდან თითოეულს დაფაზე დადების სანაცვლოდ თავისი ღირებულება გააჩნია) შენს სვლაზე უნდა გამოიყენო ეს ქულები და დაფაზე შენი კარტები (ჯარები) განათავსო (რომლებსაც შემდეგი ჯერზე უკვე უფასოდ გადაადგილებ დაფაზე და აბრძოლებ), თითოეულ კარტს თავისი მონაცემები აქვს (ძირითადი მონაცემებია: სიცოცხლის და შეტევის მაჩვენებლები, ასევე ზოგიერთი კარტი დაფაზე განთავსებით ბაზის საწყის 5 ქულას ზრდის, ასევე ყველა კარტს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგასლითად: მსუბუქი ტანკები 2 უჯრაზე გადაადგილდებიან, საშუალოები დიაგონალზე გადადიან, ასევე განვითარების შემდეგ ხსნი უნიკალური თვისებების ტანებს, რომლებსაც არტილერია ვერ ხედავს, ან რუქაზე არ ჩანან ....) და თამაშის მიზანი მათი მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებაშია ბრძოლის მოსაგებად.
ჯერჯერობით 3 ქვეყნის ჯარებია, საბჭოეთი, გერმანია და ა.შ.შ.
http://wotgenerals.ru/თან ჩამოწერას და ინსტალაციას არ საჭიროებს ... დარეგისტრირდი და ითამაშე ...
აი რუსული საკმაოდ კარგი მიმოხილვა ამ თამაშის ...


"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs