მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ გაიხსნა თემები იმის შესახებ თუ როდემდე უნდა ვდუმდეთ, როდემდე უნდა ჩავიკეტოთ ჩვენ თავებში, როდემდე ვერ უნდა ვისწავლოთ ტოლერანტობაო... ბატონებო, ყოველივე გამოფხიზლებას თან უნდა სდევდეს ნდომა, სურვილი სიცოცხლისა და მოქმედებისა. როგორ, თუ ადამიანს ფეხზე ადგომის სურვილი არ აქვს და ლოგინში წოლა ურჩევნია იმას რამდენიც არ უნდა აძალოთ ადექი, ადექიო არ ადგება და მართალიც იქნება. მით უფრო ვინ ეტყვის ამას!..
დიახ, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს - ეს გულისამრევი დაჯგუფებების კრებული უფროა, რომლებიც უმეტესად რუსოფილური ხედვებით გამოირჩევიან, მაგრამ სანამ კონკრეტული ადამიანები დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში მხოლოდ ოპოზიის იმედზე იქნებიან ვერასდროს მიაღწევენ მიზანს!.. რას ვგულისხმობ?! დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება მარტო ხელისუფლების ნებელობა კი არა ადამიანთა განთლების მაღალ დონესა და კულტურაზეცაა დამოკიდებული. თითოეულ ადამიანს აქვს თავისი არჩევანი და სიტყვის თავისუფლება. გასაგებია, რომ არსებობს რაღაც შეზღუდვები და მიზეზები, რომლის გამოც არ ხერხდება სიტყვის თავისუფლების ბოლომდე გამოხატვა, მაგრამ შეგნებულად დავწერე "არ" და არა "ვერ"-მეთქი, რადგან ესეც იმ ადამიანთა არჩევანია, ვინც დღეს საქართველოს მოსახლეობას შეადგენს!
სადაც დიდი სურვილია, იქ დიდი სიძნელეები არ არსებობსო - აღნიშნა ნიკოლო მაკიაველმა, პოლიტიკური რეალიზმის მამამ. ეს იმიტომ მოვიყვანე, რომ ზოგიერთივით ასტრალში გასული კი არ უყურებს ყოველდღიურ ცხოვრებას, არამედ კარგად უწყის, რომ ძალიან ბევრი რამ უბრალოდ ნდომასა და სურვილზეა დამოკიდებული.
მაშ სადაა სურვილი?! ან მიზანი?!
კარგად ცხოვრებაა სურვილიც და მიზანიც, ხოლო ადამიანები აკეთებენ თავიანთ არჩევანს, თუნდაც რაღაცის სანაცვლოდ.
ტერიტორიული მთლიანობა გნებავთ?!
სწორედ აღნიშნა
CSKAA-მ, ხალხის ნებელობა და კონცენტრაცია სანამ იყო ამ თემასთან დაკავშირებით ხელისუფლებაც მოქმედებდა, ხოლო თუ არ იქნება ხალხის მონდომება ეს პრობლემაც მანამ მივიწყებული და უგულებელყოფილი იქნებაო!.. ასეა, ბატონებო, ასე. როცა არ გაქვს რაიმეს იმედი, ვერანაირად შეძლებ რაიმეს გაკეთებას, თუმცა, რომელ იმედზეა ლაპარაკი, მიზანიც კი არ არსებობს!..
ყველაფერი ესე გაგრძელდება, ყველაფერი, სანამ თვითშეგნება არ შეიცვლება, პოლიტიკური კულტურა არ ამაღლდება და განათლებული ადამიანები არ მომრავლდებიან, რომლებსაც ექნება მიზანი არამხოლოდ თავიანთი ინდივიდუალური გამოხტომების დასაკმაყოფილებლად, არამედ ქვეყნისა და სოციუმის სასარგებლოდ, რომელიც თავის მხრივ ინდივიდის ჩაქოლვაზე კი არ იქნება მიმართული, არამედ მის გასამყარებლად.
მანამდე კი დაისი და მხოლოდ დაღმასვლა იქნება და მეტი არც არაფერი!..
ნიჰილიზმი - ნამდვილი სენი საქართველოს სახელმწიფოებრიობის!..
რა ვიცი, მგონი ამ თემას ეხება:
http://www.patriots.ge/?p=398
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.