მეორე ნეშტთა, 9:13ამის გამოა თუ სხვა რამის გამო, მაგრამ ეს რიცხვი დღეს ებრაელთა საყვარელ რიცხვად არის მიჩნეული. მრავალი წინასწარმეტყველება სწორედ ებრაელთა გააქტიურებას და აღზევებას უკავშირებს მხეცის/ანტიქრისტეს გამოჩენას. ბევრი ამ რიცხვს სად აღარ ხედავს, შტრიხ-კოდებში, ბიოპასპორტებში და ა.შ. და ა.შ.
მე მინდა გავიგო როდის მოიპარა და მიისაკუთრა ეშმაკმა ეს რიცხვი? ან ებრაელებმა სულ თავიდან რატომ აირჩიეს ეს რიცხვი? შეიძლება კაცმა თქვას რაიმე რიცხვი ხომ უნდა აერჩიათო. ნუ კაი, ვთქვათ ასე იყო, მაგრამ როდის გახდა ეს რიცხვი ეშმაკის საკუთრება?
1) სოლომონის დროს ეს რიცხვი ღმერთის საკუთრება იყო თუ ეშმაკის? ეშმაკის აშკარად ვერ იქნებოდა, ნუთუ სოლომონს ეშმაკი ჩააგონებდა ამ რაოდენობის ოქროს მიღებას? მაშინ ებრაელები ხომ ღმერთის მითითებებს მისდევდნენ?
2) თუ ეს რიცხვი თავიდან ნეიტრალური იყო მაშინ როდის მოიპარა იგი ეშმაკმა? ალბათ მაშინვე როგორც კი ებრაელებმა ქრისტე უარყვეს და ეშმაკი მიხვდა რომ ებრაელთა ნაციონალურ გრძნობებზე შეეძლო ეთამაშა, ეს ერი არსებითად საკუთარ სამსახურში ჩაეყენებინა და ამას მოახერხებდა თუ იგი მოიპარავდა რიცხვ 666-ს?
3) რამე არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას რომ ეს რიცხვი დღეს, ათობითი პოზიციური სისტემის მიხედვით სამი ერთიდაიგივე ციფრით
6 იწერება? რომაული ნუმერაციით ის სულ სხვანაირად ჩაიწერებოდა-
DCLXVI, დღეს რომ რომაული სისტემით გვეწერა (რამდენადაც ვიცი სწორედ ასე წერდნენ ქრისტიანული რელიგიის შექმნის დროს, საერთოდ იმ ხანაში ციფრების მაგივრად ამათუიმ ანბანის ასოებს ხმარობდნენ. არაბული ნუმერაცია მოგვიანებით გავრცელდა მთელს მსოფლიოში) ვერავითარ სამ ექვსიანს ვერ ვნახავდით (თუმცა ქართულ წარმოთქმაში მაინც დარჩებოდა ორი ექვსიანი-
ექვსას სამოცდა
ექვსი).
4) ეშმაკმა მართლა ებრაელებისგან აიღო ეს რიცხვი თუ მას უბრალოდ სამი ექვსიანის ერთად შეკვრა მოეწონა? არაბულ ნუმერაციაში ეს გვაძლევს რიცხვს 666, მაგრამ ნებისმიერ სხვა ნუმერაციაში (თორმეტობითში, სამოცობითში, ანუ სულაც არაპოზიციურ სისტემაში) იგი არ ჩაიწერება ციფრ
6-ის სამჯერ ერთმანეთის გვერდით მოთავსებით.
5) თავად ეშმაკი რომელ ნუმერაციას იყენებს საანგარიშოდ? ამდენი ადამიანის დაღუპვას თუ ახერხებს ალბათ მათემატიკაც ეცოდინება და თავის დამღუპველ საქმიანობას წინასწარ გეგმავს კიდეც, დაგეგმვაში მათემატიკა აუცილებელია, ესე იგი რომელიღაც ნუმერაციას უნდა იყენებდეს, საინტერესოა რომელს?