დაახლოებით ამდაგვარი თემა ვიპოვე მშენებლობა და რემონტის განყოფილებაში და ჩავთვალე რომ შეუსაბამო ადგილას იყო გახსნილი.
აქ შეგვიძლია განვიხილოთ ქართველი და უცხოელი არქიტექტორების ნამუშევრები, გაუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, დავდოთ ვებგვერდების ლინკები, ავტვირთოთ სურათები.
ასე დავიწყებ:
ისტორიულად ყველა ცივილიზაციას ჰქონდა თავისი არქიტექტურა, რომელიც ასახავდა ამა თუ იმ ეპოქის კულტურას, სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას. არქიტექტურა როგორც ყველა ხელოვნების დარგი მჭიდრო კავშირშია კულტურასთან სადაც ის არსებობს და მიჩნეულია როგორც მისი მდგომარეობის ერთ ერთი საუკეთესო კატალიზატორი.
დღეს, არსებული ტრადიციების მიუხედავად, საქართველოში საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილმა თუ იცის არქიტექტურის კულტურული მნიშვნელობა და უმეტესობის მიერ მიჩნეულია როგორც მარტივი ხელობა რომლის ერთადერთი დანიშნულებაა ხორცი შეასხას დამკვეთის ფანტაზიებს (თუმცა ეს ერთ ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია) ხშირად მომისმენია როდესაც დამკვეთი ამბობს რომ ყველაფერი იცის რაც უნდა უბრალოდ ხაზვა არ შეუძლია.
ეს იწვევს იმას რომ თავიდანვე ურთიერთობა დამკვეთსა და არქიტექტორს შორის არასწორად იწყება და შესაბამისად არასწორად მთავრდება. ანუ დამკვეთმა არ იცის რას უნდა მოელოდეს არქიტექტორისგან, რა უნდა მოსთხოვოს მას და რა არა. არ იცის როდის უნდა მიაკითხოს მას.
ეს დამკვეთის ბრალი არ არის. იმისათვის რომ სწორი დამოკიდებულება ჩამოყალიბდეს დამკვეთსა და არქიტექტორს შორის, საქართველოს მაგალითზე ვსაუბრობ, საჭიროა შეიქმნას ამის კულტურა, ეს ერთსა და ორ დღეში არ მოხდება და დრო ჭირდება. ასევე ეს გამოწვეულია ქართველი არქიტექტორების კონფორმისტული ხასიათით და პასიურობით.
ეს თემა გავხსენი მშენებლობა და რემონტში არსებული თემის საპასუხოდ. იმედია იმ თემის ავტორი არ მიწყენს და მე ვთავაზობ გავაგრძელოთ დისკუსია ამ თემაში, რომელიც ჩემი აზრით სწორ განყოფილებაშია გახსნილი.
* * *
აი პირველი ნიმუშიც, თანამედროვე ქართული არქიტექტურის შედევრი:
ტრანსპორტისა და გზების სამინისტროს ყოფილი შენობა.
ავტორი გიორგი ჩახავა
ესეც ლინკი ნიუ იორკ თაიმსიდან
http://www.nytimes.com/2007/05/16/arts/des...r=1&oref=slogin ამით იმიტომ დავიწყე რომ ქართულ არქიტექტურას მსოფლიოში პროფესიონალები პირველ რიგში ამ შენობით იცნობენ.
This post has been edited by centrifuge on 23 Dec 2007, 00:40
მიმაგრებული სურათი