Doct0rINკლასიკური EMR/EPR სისტემები აქ არ არის. იყო მცდელობები სისტემურად დაენერგათ მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ არ მოიწონა. დიდი საავადმყოფოს მასშტაბით დანერგვას დიდი ICT ინფრასტრუქტურა და რესურსები სჭირდება. ადგლიობრივად შექმნილი პროგრამები ამ მიზნისთვის არ გამოდგება და აუცილებელია ნაცადი და აპრობირებული სისტემების კასტომიზაცია. კლინიკური ნაწილის დანერგვა ყველაზე რთულია რადგანაც თანამედროვე მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია და როგორც მოგეხსენება სამედიცნო პრაქტიკასაც თავისი მკაცრი მოთხოვნები აქვს სისტემის საიმედოობასა და ფუქნციებთან. ასეთი სისტემის ამუშავება მოითხოვს 99,9999% საიმედოობას ვინაიდან დისფუქციის შემთხვევაში ყველა ექიმი სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაციის გარეშე დარჩება.
ჩემი აზრით სჯობს შეიქმნას ერთი დიდი დატაცენტრი სადაც კლინიკები თავის მონაცემთა ბაზების და პროგრამული უზრუნველყოფის სერვერებს განათავსებენ და რომლებსაც პროფესიონალური პერსონალი მოუვლის. სათითაოდ არცერთს არ გააჩნია მსგავსი კვალიფიკაციის კადრი და რესურსებს თუ შეაერთებენ მიზანი უფრო იოლად მისაღწევი გახდება.
სანამ ელექტრონული ჩანაწერების სისტემების დანერგვას დაიწყებენ მანამდე საჭიროა დიდ კლინიკებში კლასიკური ისტ ინფრასტრუქტურის შექმნა. მე ეს ჯერ არცერთ ქართულ საავადმყოფოში არ მინახავს. საუბარია კლასიკურ, ელემენტარული გაიდლაინებით აგებულ სისტემებზე და არა უბრალოდ კომპიუტერების ან ლურსმით ნაჭედი ქსელის არსებობა არარსებობაზე
* * *
და კიდევ - სამედიცინო (და საერთოდ არა IT დაწესებულებები საქართველოში, თუმცა კლასიკურად ჰოსპიტალები IT strategic კლასშია გაერთიანებული) უნდა მიხვდნენ, რომ ისტ - დამხმარე სერვისია და მას დაფინანსება სჭირდება წინასწარი დაბიუჯეტების მეთოდით. და კიდევ იმას, რომ ისტ პერსონალი არაა Дядя Вася ან სეროჟა რომელიც ქსელის "ზაჟიმით" დადის ან პრინტერების კარტრიჯებს ტენის
This post has been edited by DICOM on 14 Feb 2008, 14:06
Answer to life, the universe and everything...