ხვალ არჩევნებია და ჯერ არ გადამიწყვეტია, ვის მივცე ხმა... ჩემი აზრით
1. გაჩეჩილაძემ ბევრი წააგო და დაკარგა თავისი აგრესიული ტონით ჟურნალისტების მიმართ, ჩემთვის სულ ერთია, მიშას სპეცნაზი შეიჭრება ვანდალურად ტელევიზიაში თუ გაჩეჩილაძე დაემუქრება ჟურნალისტებს, მოვალ და თქვენ ნახავთ , რას გიზამთო (აქ ხაინდრავამაც მაგრად ,,იყოჩაღა,,)... მათ ვერ გამოიყენეს ტელეეთერი, ტრიბუნა და იმის ნაცვლად, რომ სერიოზულად ემსჯელათ, შეგინება-დაგინების არსში გაგვარკვიეს, ზურაბიშვილის ,,მარგალიტებიც'' არ დაგავიწყდეთ, დავითაშვილის უაზრო სიცილი კიდევ

მოკლედ, მთელი ამ სასტავიდან ჩემს პატივისცემას მარტო უსუფაშვილი იმსახურებს,ის კი ყველაზე ნაკლებად ჩანს და საუბრობს რატომღაც... ერთი სიტყვით, ამათ ხმას არ ვაძლევ.
2. ბადრიზე საერთოდ არ ღირს ლაპარაკი და მოცდენა, არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს.
3. ნათელაშვილი , ჩემი აზრით, არის ძალიან დაბოღმილი ადამიანი და ასეთები, როგორც წესი, ცოტათი საშიშებიც კი არიან

მას ალბათ ვერ მოუნელებია, რომ ლანგრით მიართვა სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარება, რაც პირდაპირ ტრამპლინი აღმოჩნდა პრეზიდენტის თანამდებობამდე. გასაოცარია მისი ეკონომიკური ხედვა, ღიად აცხადებს, რომ ბიზნესმენებს დაარეკეტებს

თან, შალვას გუნდიც არ მომწონს, მოკლედ, შალვას არ ვუჭერ მხარს.
4. გამყრელიძეს, რიგ შემთხვევებში, გამბედაობა აკლია, თუმცა, მისი გუნდიდან ფიქრია ჩიხრაძე და ირაკლი იაშვილი მომწონს, ეს უკანასკნელი უფრო იმიტომ , რომ ფრედი მერკურის გავს

ამასთან, არ ვეთანხმები მონარქიის აღდგენის იდეას და მემარჯვენეების მთავარ მინუსად მიმაჩნია ხალხთან უშუალო კონტაქტის არქონა, ისინი ძალიან არიან დაშორებული მასას, ჩემი აზრით, რასაკვირველია.
5. სააკაშვილს ვერასოდეს ვაპატიებ 7 ნოემბერს, ჭკვიან ხელისუფალს აქამდე არ უნდა მიეყვანა საქმე. მიშას ეხლა გაახსენდა, რომ მის ქვეყანაში ხალხს თურმე შია , ცივა და წამლის ფული არა აქვს

ერთადერთი, რის გამოც პატივს ვცემ, სანდრაა. მოკლედ, მიშასაც-არა.
6. მაისაშვილი ერთი კაცია, გუნდი არ ჰყავს, ერთადერთი, ჯუმბერ ლეჟავა შევნიშნე მის მხარდამჭერებში, მაგრამ ის რეკორდსმენია და პოლიტიკაში რამდენად გამოდგება, არავინ იცის. საერთო ჯამში, მაისაშვილი არ მაღიზიანებს, მაგრამ რეალობას აშკარად მოწყვეტილია და მის ეკონომიკურ გათვლებს თუ მომავალი ხელისუფალი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებს, ალბათ მომგებიანი იქნება ყველასთვის. მოკლედ, ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა მიცვე მაისაშვილს ხმა.
7. ირინა სარიშვილი. ერთი ეს ქალი ამომახსნევინა ვინმემ და ჰაა! არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს.
აი, ასეთი გადაუჭრელი პრობლემის

წინაშე ვდგავარ, ძვირფასო ფორუმელებო და არ ვიცი რა ვიღონო, ყველა რომ გადავხაზო, ალბათ ბიულეტენს ბათილად ჩათვლიან, ხო?