
"უკანასკნელი კინომაგნატი" (1976) ამერიკული დრამატული ფილმი; რეჟისორი - ელია კაზანი; F. Scott Fitzgerald ის დაუმთავრებელი რომანის მიხედვით.
როლებში:
რობერტ დე ნირო
ტონი კერტისი, რობერტ მიტჩუმი, ჯეკ ნიკოლსონი, ჟანა მორო, ანჯელიკა ჰიუსტონი, ტერეზა რასელი და ინგრიდ ბოლტინგი

ჰოლივუდის გამოგონილი სტუდიის CEO, პერსონაჟი - Monroe Stahr კინოინდუსტრიის "ოქროს ბიჭია". იგი იღებს ფილმებს მაშინაც კი, როდესაც ქვეყანაში დიდი დეპრესია სუფევს. ეკონომიკა განადგურებულია. მაფია მძლავრობს. როცა მეუღლე უკვდება, ის კვლავ განაგრძობს კარგი ფილმების გადაღებას. ის აკონტროლებს ჰოლივუდის მაშინდროინდელი უდიდესი სტუდიის მთავარი ფილმების წარმოებას. ის უმკლავდება ჭირვეული ვარსკვლავების და ალკოჰოლისტი რეჟისორების თუ სცენარისტების გარემოცვას.
ვინაიდან სინამდვილეში ის, სულ რაღაც 37 წლის ასაკში უდროოდ გარდაცვლილი ინდუსტრიის გენიოსი
ირვინ ტალბერგია. კაცი ვინც არა მარტო შექმნა ლეგენდარული

არამედ ფაქტიურად საფუძველი ჩაუყარა, რასაც ვარსკვლავთა სისტემა ერქვა. გრეტა გარბოები, ჯინ ჰარლოუები, თუ კლარკ გეიბლები, ეს ყველაფერი ტალბერგის შექმნილია.
ელაია კაზანი ოსტატურად ახერხებს 30-იანი წლების კინოეპოქის ატმოსფეროს გადმოტანას, მართავს მსახიობების კარგ თამაშს. დე ნიროს სავარაუდოდ საუკეთესო როლი. და ბოლომდე, ისე რო არ მოვიწყინოთ გვიყვება ახალგაზრდა პროდიუსერის საკმაოდ დრამატული ცხოვრების ამბავს.
წყაროები:
https://en.wikipedia.org/wiki/The_Last_Tycoon_(1976_film)https://en.wikipedia.org/wiki/The_Love_of_the_Last_Tycoonნახვა:
http://rutracker.100sm.ru/forum/viewtopic.php?t=1178243