#7994661 · 5 Jan 2008, 13:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოკუპირებულ აფხაზეთში შეტაკება მოხდა იქ დისლოცირებულ რუსებსა და ჩეჩნებს შორის. დაჭრილია და სოხუმში წაღებულია 2 რუსი (სამწუხაროა, რომ მხოლოდ 2 დაჭრილი და არა - 20 გვამი [შენიშვნა ჩემია "აფხაზეთი"]).
სახელდება ინცინდენტის მიზეზიც: ჩეჩნები უპრობლემოდ ატარებდნენ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას ზუგდიდის მიმართულებით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. რუსებს ეს არ მოეწონათ და - დასცხეს ერთმანეთს.
სავარაუდოდ გალის რაიონში ნაცემია 60-მდე ქართველი.
სეპარატისტები აფრთხილებენ გალის რაიონის ქართულ მოსახლეობას, რომ აღარ მისცემენ უკან დაბრუნების უფლებას მათ, ვინც გაბედავს და ზუგდიდში გადმოვა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ამავე დროს ტელევიზია ავრცელებს გალის რაიონიდან გადმოსული ქართული მოსახლეობის კომენტარებს. მათ მიერ გაკეთებულ არჩევანს.
გალის რაიონიდან გადმოსულმა ქართველებმა მიცემულ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მათ ხმა მისცეს №5 კანდიდატს.
This post has been edited by აფხაზეთი on 5 Jan 2008, 13:41
|