აჰა დადგა ნანატრი 5 იანვარი და გვეღირსა ციებცხელების ჩაცხრობის შანსი.პირდაპირ ვიტყვი- ვვარაუდობ სააკაშვილი გაიმარჯვებს, მაგრამ თუ ვინმეს გგონია ამის გამო იწყება აპოკალიფსი დიდად შემცდარა. დღეს დადასტურდა მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება, ნაც მოძრაობის , როგორც კომპარტიის მემკვიდრის ანაქრონიზმი და პოლიტიკური კულტურის არასათანადო დონე. ბევრია გასაკეთებელი ცივილურ ქვეყნად ვიქცეთ.თუ სააკავშვილს ღმერთი გაუწყრება და რეპრესიებს დაიწყებს კრისტალიზირებული ოპოზიციური აზრი ყოველთვის მზადაა მას შემოულაწუნოს და თუ გადააჭარბებს კისერიც კი მოუგრიხოს ანუ პატივცემულ პრეზიდენტს თუ სურს იმუშავოს თავის სავარძელზე უნდა შეასრულოს ამომრჩევლის მოსყიდვის დროს დაფიქსირებული პირობები(სამწუხაროა მაგრამ ეს გაკეთდა და აწი პირობა პირობაა!!!), შექმნას ოპოზიციასთან ურთიერთობის ცივილური მექანიზმები და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის ყველა მოთხოვნა შეასრულოს.მათ შორის მუდმივი მზადყოფნა რომ თუ ის დანაშაულს ჩაიდენს ელის იმპიჩმენტი ან კანონის ფარგლებში ხალხს უფლება აქვს შეცვალოს ხელისუფლება. ოპოზიცია ნებისმიერი შედეგის მიუხედავად ნამდვილად გამარჯვებულია.მათ მოახერხეს და ჩაახშეს დიქტატურის დამყარების მცდელობა და თუ სააკაშვილი იფიქრებს რომ ბნელა , ძალიან კარგად დავინახეთ მისი გონების განათება სავსებით შესაძლოა.6 იანვარს საჭირო არაა პანიკა , მასობრივი ფსიქოზი და ქაოსი. ახალი რეალობა დადგა. აუცილებელია განვითარდეს ძლიერი პარტიების რეგიონალური ორგანიზაციები, ახალგაზრდული კავშირები, არასამთავრობო სექტორი.ხელისუფლება უნდა უფრთხოდეს ოპონენტებს და მე ვფიქრობ ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა იყო რომ მიშას დაუთმეს ძლიერი საქართველოს თემა, წამოყენდა სახელმწიფო მოწყობის უტოპიური სქემები, ყურადღება არ მიექცა იმ ფაქტს რომ ამის გამო ძალიან კარგად მოხერხდა ძლიერი ხელის მქონე ბატუშკაცარის პიარი. იმედია შეცდომები გათვალისწინებულ იქნება და ურთიერთისგან სწავლა მოსული ამბავია პოლიტიკაში. მთავარია იყო უფრო პოზიტიური ვიდრე ოპონენტი და რევოლუციების დრო დასრულდეს. ისე რეზულტატი ჯერ ნათელი არაა , იქნებ კიდევაც დაინიშნოს მეორე ტური ან გაიმარჯვოს დემოკრატიულმა ძალებმა, მაგრამ რეალისტი ვარ და არც სააკაშვილი მგონია ეხლა მთლად პირწავარდნილ მოღალატედ(*ალალად ვამბობ) ნაკლებად მჯერა მისი დაპირებების , მაგრამ შემოლაწუნების შემდეგ რას იზავს ეს უკვე მის პოლიტიკურ ნიჭზეა დამოკიდებული.ზოგჯერ ბრძენია ზოგჯერ გიჟ მარინასავით სულელი ვნახოთ მის დუალისტურ ფსიქიკაში რომელი ელემენტი უფრო მყარი იქნება