#8027080 · 7 Jan 2008, 12:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ახლებს მივეცი ხმა. თუმცა ვიცოდი, რომ გამყრელიძე არა თუ ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, არამედ მეორე ტურშიც კი ვერ გავიდოდა. ამის გათვლას სულაც არ ჭირდებოდა ბისმარკობა.
მეორეს მხრივ კონკურენტების ფონზე ეს პოლიტიკური ორგანიზაცია საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება და იგივე შედეგი (კრახი), რომ საპარლამენტო არჩევნებზეც არ მიიღონ, ვისთვისაც პოლიტიკოსთა ეს ჯგუფი სულ ერთი არ არის, მოდით რჩევებით დავეხმაროთ. მიიღებენ თუ არა ეს მათი გადასაწყვეტია.
ახლებმა მხოლოდ ერთხელ გათვალეს პოლიტიკური მოკავშირეები ნორმალურად - მრეწველები. მერე მათაც ეჩხუბნენ, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ისევ შეურიგდნენ, მაგრამ მრეწველებს, მხოლოდ შევარდნაძის დროს ქონდათ ასე თუ ისე რაღაც ავტორიტეტი. დღეისათვის მრეწველების პარლამენტში ყოფნა ნამდვილი ანაქრონიზმია.
ტყემალაძის გარდა, შეგიძლიათ დაასახელოთ თუნდაც ერთი მეტ-ნაკლებად ცნობადი ან აქტიური სახე ამ ფრაქციიდან? თოფაძე არ ითვლება, ცაგარეიშვილი სხვაგან გადავიდა. ასე, რომ მოსახლეობაში მრეწველების გავლენა 0-ს უახლოვდება.
ახლებმა ამ არჩევნებისთვის ნაფტალინიდან ამოქექეს ბაჩუკი ქარდავა და მისი ჯგუფი. შედეგად რაც მიიღეს ძალიან კარგად გამოჩნდა.
გამოდის, რომ გამყრელიძეს უხარია ლიდერობა აუტსაიდერებს შორის და თუ მან ასევე გააგრძელა არანაირი შედეგი მის პარტიას, არანაირ არჩვენებში არ ექნება.
იმისათვის, რომ ბატონმა დავითმა და მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე მიიღოს 20-30% ან შეიძლება მეტიც, აუცილებელია, რომ მათ და რესპუბლიკელებმა გამონახონ საერთო ენა და გაერთიანდნენ. ერთ პარტიად იქნება თუ ერთ ბლოკად არ აქვს მნიშვნელობა (ისე, ერთ პარტიად გაერთიანება აჯობებს, მაგრამ რა ვუყოთ ცნობილ ამბიციებს ორივე მხრიდან)?
მით უფრო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია (გრეჩიხას ბლოკი), საპარლამენტო არჩევნებისთვის აღნიშნული შემადგენლობით რომ აღარ მივა ამას არ უნდა ვანგობა.
მოკლეთ. მემარჯვენე ორიენტაციის ძალები გაერთიანდით და გამარჯვება თქვენ.. და ჩვენც დაგვრჩება.
This post has been edited by VoK on 7 Jan 2008, 12:17
--------------------
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...
|