ე.ი. პატივცემულო საზოგადოებავ, მოგეხესენებათ ფორუმზე ძალიან ხშირად იდება გადაუმოწმებელი ინფოები და ხშირ შემთხვევაში ჭორებიც კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ხოდა იყოს ერთი ადგილი ამისთვისაც
.....................................................................................................................................
ე.ი. ჩემო ბატონო მე დავწერ ცხელცხელს

1. დღეს ჩემი და მიფრინავდა ლუფთჰანსათი, ხოდა დავრეკე "ჰ"აეროპორტში როგორც წესიერმა მოქალაქემ, ყინვის გამო ხომ არ გადაიდოთქო და მითხრეს კიო, რომ ვკითხე მიზეზი ყინვაა და ასაფრენი ბილიკითქო, არაო, აბა რა ტქო არ მოვეშვი მეც

ხოდა მითხრა კატეგორიულად არ ვიციო...
შემდეგ დავრეკე ჩემებთან გერმანიაში, ხოდა გავაფრთხილე რომ არ მოფრინავდა და დავარეკინე ჰედოფისში, ხოდა იქ თქვეს პოლიტიკური სიტუაციის გამო დღეს ფრენა არ იქნებაო, ესე ცემო ბატონო

(ეს ჭორი არ არის);
2. თურმე არკადი, იგივე ბადრი პატარკაციშვილი ჟარგონული ენით რომ დავწეროტ გადაუგდია პარლამენტარ გელბახიანს და ოჯახიანად და ზედ 7 მლნ ა.შ.შ. დოლარიანად დამტყდარა; ცოფებს ყრის ბადრი ბიძიაო, აბა (ეს ჭორია);
3. თქვენ წარმოიდგინეთ და აქ რომ ეძახიტ სისინას

ჟურნალისტ თარგამაძესაც გადაუგდია ბიძია არკადი და იმედის კანტორა მიუხურია დაუკითხავად, რაზეც სულ ცოფებეს ყრისო არკადიო; (ეს ჭორია) თან კიდევ აქციებს მთელ საქართველოს მოქალაქეებს დაურიგებსო იმედისო, რამდენს ეყოფა არ ვიცი, მე საკონტროლოზე ვარ მხოლოდ ტანახმა!
4. ნუ პარლამენტარ ბოკერიაზე კი ყველამ იციტ, მეხი და ა.შ.

5. კიდე ჩვენ ზოოპარკში დაბადებულა სპილო 85 კგ, დედაც და ახალშობილიც კარგად გრძნობენ თავსო, 30ში დაიბადა, სახელი უცნობია ჯერ, ბავშვებმა უნდა დაარქვანო ესეტია ზოოპარკის ადმინისტრაციის მტკიცე და ურყევი პოზიცია!
განაგრძეთ!
This post has been edited by 024 on 7 Jan 2008, 23:44