ეს არაა აქტუალური თემა. და არც ყველასთვისაა. ანუ ცენზურას კი არ ვაწესებ - უბრალოდ, ვისაც დააინტერესებს, იმათთვისაა.
ნუ, არის ესეთი თამაში - ქვია Cult - heretics kingdoms. Godmaker - მაქედანაა.

ნუ, ვისაც უთამაშია, იცის - ბოლოში შეგიძლია ხმალი მისცე იმ გოგოს (არ მახსოვს რა ქვია) და გახდები Godmaker, რადგანაც - შენ შექმნი ახალ ღმერთს. ანდა შეგიძლია ეს ხმალი გადატეხო. და მაშინ გახდები ერთ-ერთი ცნობილი ინკვიზიტორი (ნუ, იქ ინკვიზიცია სხვა რამეს ნიშნავს - იმიტომაც ქვია heretics kingdom) ანუ, ისტორია დაგივიწყებს.
ჰოდა აი ეს მომენტი გამახსენდა. ვისაც ნათამაშევი გაქვთ - თქვენ როგორ მოიქეცით? - რა ქენით?
არ ვიცი - ეხლა შემედავებიან ამ თემას აქ რა უნდაო - გადაიტანეთ თამაშებშიო. ხო მარა - დედაძალი, ეს ცხოვრება თამაში არაა? განა იმით თუ რას თამაშობს ადამიანი, ანდა როგორ თამაშობს, მასზე ბევრი რამის თქმა არ შეიძლება?
ანდა, ვისაც არ უთამაშია, იმათ რო ავუხსნა- გასული ხარ ბოლოში. არის ხმალი, რომლითაც თავის დროზე მოკლეს ღმერთი. და არის ერთადერთი ადამიანი (იმ მკვლელის შთამომავალი), რომელიც, თუ შენ მისცემ ამ ხმალს, გახდება ღმერთი. არადა შენ ინკვიზიტორი ხარ - მთელი ცხოვრება რელიგიას ებრძოდი (დაჟე ტრადიციული სალამი ასეთი აქვთ : relgion is a death - and death to rligion

) . ის გეუბნება - მომეცი ეს ხმალიო - და მოდი ისე ვქნათო, რომ აღარ იყოს ომებიო. მოდი თითოეული ადამიანი გავხადოთ ბედნიერიო დ.ა.შ. ჰოდა შენ შეგიძლია ან შექმნა ახალი ღმერთი - ან არა (ნუ, მაშინ მოგიწევს იმის მოკვლა სულ იოლია). აი, როგორ მოიქცეოდით? ან როგორ მოიქეცით?
მე პირადად - გადავტეხე ის ხმალი.
P.S. ხო, რაც შეეხება Godkiller-ს - ეგ ჩემი ტრადიციული ნიკია - Mao the Godkiller

.
P.P.S. ხო, პოხმელიაზე ვარ. თუ რამე გაუგებრად დავწერე - ბოდიშით.
This post has been edited by Makumba666 on 8 Jan 2008, 18:05