ხალხო რა ხდება რა უბედურება, ეს ვითომდა სერიოზული სტუდიები რო აკეთებენ საიტებს და იმდენ ფულებს იღებენ, საიტის დაცვაზე არ უნდა იზრუნონ. მე ლაპარაკი არ მაქვს გოდერძი.უცოზ.რუ და რაღაც ეგეთი საიტებზე.
მაგალითისთვის ავიღოთ ერთ ერთი ბანკის საიტი (არ დავასახელებ ეხლა), რომელიც ვითომდა გააკეთა ნეო მედიამ. დაჟე მე რო ვიპოვი ბაგს სირცხვილი ნეომედიას, რაში უხდიან ფულს არ ვიცი.
ხოდა ეხლა რაც შეეხება ამ ბანკის საიტის ბაგს. ბაგი არის ისეთი რომ ადმინკაში ისე შედიხარ არც username გჭირდება და არც პაროლი. ხო სერიოზულია?
ასეთივე ბაგი კიდევ რამდენიმე საიტზე ვიპოვე მე, რომელიც დიდი ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მარა რაღაცა ვიცი
ხოდა დასკვნა რა არი, მე მგონია ეს ქართული სტუდები ათასობით დოლარებს რო იღებენ საიტების კეთებაში, იმ საიტებს დაცვა არ უნდა? თუ საქართველო რადგან არი ვერავინ ვერაფერს ხედავს?
P.S. აქ არ ვწერ იმ ბანკის საიტს რადგან ვიღაცამ შეიძლება გააფუჭოს.