პოპულარული ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე, როგორც მის საახლობლო წრეში ამბობენ, ცოლის შერთვაზე დიდხანს ფიქრობდა, თუმცა მის გარშემო გავრცელებული უამრავი ჭორიდან, არცერთი არ გამართლდა. კახი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ცოლად მხოლოდდამხოლოდ ქართველ გოგონას მოიყვანდა და ასეც მოხდა. თბილისში კარგახნის წინ გავრცელდა ხმები ცნობილი ფეხბურთელისა და არანაკლებ ცნობილი ქართველი მოდელის ანუკა არეშიძის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელიც ასევე მილანში მოღვაწეობს. როგორც წესი ამ ამბავს ორივე მათგანი საიდუმლოდ ინახავდა, თუმცა დღეს უკვე ყველამ იცის, რომ წყვილმა ნიშნობა გადაიხადა და ჯვარსაც მალე დაიწერენ. ანუკა სოფო ჭყონიას სამოდელო სააგენტო „ამსას“ წყალობით მილანში სამთვიანი კონტრაქტით გაემგზავრა და იქ საკმაო წარმატებებიც ჰქონდა. და საერთოდ, ქართველი მოდელებიდან ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გოგონა გახლდათ. თურმე სოფოს ერთ-ერთ ფართიზე მისთვის კახი წარუდგენია. წყვილი ერთმანეთით მოხიბლულა და აქედან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორიაც. ცოტა ხნის წინ კი კახიმ საკუთარი რჩეული ოჯახს გააცნო და თავადაც ყველა ტრადიციის დაცვით ითხოვა ანუკას ხელი. კალაძეების ახლობლების თქმით, წყვილი ახლა მილანშია და თბილისში ივლისის შუა რიცხვებში ჩამოვლენ, სადაც გრანდიოზულ ქორწილსაც გადაიხდიან. აქვე გავრცელდა ინფორმაციაც, რომ დაქორწინების შემდეგ ანუკა მოდელობას თავს დაანებებს. სამაგიეროდ, კახი მას მილანში საკუთარ სამოდელო სააგენტოს გაუხსნის.
მიმაგრებული სურათი
"The Ferrari is a dream - people dream of owning this special vehicle and for most
people it will remain a dream apart from for those lucky few." Enzo Ferrari