BuzzerBeater "BB" წარმოადგენს კალათბურთის ონლაინ მენეჯერს , რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ გუნდის მფლობელი და ითამაშოთ სხვა რეალურ ადამიანებთან ერთად . BB-ს მთელს მსოფლიოში თამაშობენ და ის უკვე მესამე სეზონია რაც არსებობს .
უკვე მოასწრო ჩამოყალიბება ქართულმა ლიგამაც რაც გვაძლევს საშვალებას ჩვენ , ფორუმელებს და არა მარტო ჩვენ ვითამაშოთ ერთმანეთში .
ასევე ჩამოყალიბდა საქართველოს ეროვნული ნაკრებიც , რომლის თავკაცაც არჩეულ იქნა ~Viking~ .
ასევე ყოველი სეზონის მიმდინარეობისას , პარალელურად იმართება თასის გათამაშება . შესაბამისად პარალელურად მიმდინარეობს ორი გათამაშება : თასი და ჩემპიონატი . შიდა ჩემპიონატში ერთ ჯგუფში მყოფი გუნდები 2 - 2 ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და თითოჯერ მეორე ჯგუფში მყოფ გუნდებს . შემდეგ ეტაპზე ანუ ანუ Play Off -ში გადიან გუნდები რომლებიც თავის ჯგუფებში 1-4 ადგილებს დაიკავებენ . შესაბამისი მეთოდით გასული გუნდები შემდეგ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან , პირველ ადგილზე გასული მეოთხე ადგილზე გასულს შეხვდება , მესამე ადგილზე გასული გუნდი კი მეორე ადგილზე გასულ გუნდს . ამგვარი მეთოდით ისინი გაარკვევენ მათი ჯგუფის გამრჯვებულის ვინაობას რომელიც გავა ფინალში სადაც , იგივე მეთოდით გასულ მეორე ჯგუფის წარმომადგენელ გუნდს შეხვდება . სულ არსებობს ორი ჯგუფი , Big Eight და Great Eight . გუნდები თანაბრად არიან გადანაწილებული და ჯერ-ჯერობით პირველ სეზონს ატარებენ . ასევე ამ ტურნირების მსვლელობისას და შესვენებებისას შესაძლებელია ამხანაგური მატჩების დანიშნვაც .
თვითონ თამაშის წესები რა თქმა უნდა იგივეა რაც რეალურ კალათბურთში ...
დამწებთათვის :
პირველი აუცილებელი ნაბიჯი რამდენიმე მოთამაშის გაგდება ან გაყიდვაა — საკმარისია 10-12 კაცის დატოვება. იმის გადაწყვეტაში, თუ რომელი მოთამაშეების დატოვება სჯობს, თქვენ პროგრამა Assist! დაგეხმარებათ (ჩვენ საიტზე არის ამ პროგრამისადმი მიძღვნილი მენიუ). მოთამაშეთა შერჩევისას თქვენ ასევე შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ მათი ხელფასითა და DMI-თ.
ოდნავ მეტი ფულის მისაღებად დასაშვებია ბილეთებზე ფასების გაზრდა. ეს უნდა გააკეთოთ ეტაპობრივად — ყოველ თვეში ერთხელ. ფასების მკვეთრი ზრდისას თქვენ ფანატების ნაწილის დაკარგვის საფრთხე დაგემუქრებათ! თუ ბილეთების ფასი მაქსიმალური გახდა, ხოლო სარბიელი მაინც ივსება, დროა მის გაზრდაზე დაიწყოთ ფიქრი.
რაც შეეხება სპეციალისტებს, არ ღირს ექიმის დაქირავება, მოიყვანეთ გუნდში 3-5 დონის PR-მენეჯერი და მეხუთე, ან უკეთესი დონის მწრთნელი, თქვენი ფინანსური მდგომარეობისდა მიხედვით.
სკაუტებზე სეზონის პირველი ნახევრის განმავლობაში ოპტიმალური იქნება კვირაში $5000-ის დახარჯვა, შემდგომში კი სატურნირო მდომარეობისდა მიხედვით ხარჯების რაოდენობის ცვლილება. თუ პირველ ან მეორე ადგილზე იმყოფებით, მიზანშეწონილია ხარჯების შემცირება, 3-5 ადგილების შემთვევაში გაზარდეთ ხარჯები $10000-მდე, ხოლო თუ ცხრილის ფსკერზე იმყოფებით, სკაუტების ხარჯები შეგიძლიათ $20000-მდეც აწიოთ. დაწვრილებით :
http://bbguida.netsons.org/?page_id=10&langswitch_lang=ge გახსოვდეთ, რომ ამ თამაშში უდიდესი მნიშვნელობა აქვთ მრავალუნარიან მოთამაშეებს (მულტისკილებს)! საიტი ასევე თარგმნილია ქართულ ენაზე !
I სეზონი ; 2007 წლის თასის გათამაშების გამარჯვებული - Sparrowპირველი დივიზიონი :
Big Eight
/// BC Chemicals
/// BT Rouzer
/// Batumi Bobcats
/// B.C. Mr. George
/// Gantiadi
/// F.C.GOLDEN
/// GOLIATI
/// NETS CARTER
Great Eight
/// Temqa 38-ers
/// kaktusi
/// georgian
/// Mimino
/// Richmond Oilers
/// Samargalo
/// True Wolves
/// FC Gorda Rustavi ასევე არსებობს მეორე დივიზიონი რომელიც დაყოფილია 4 ქვეჯგუფად . რომელთაგან თითოეული თავისმხრივ შედგება ორი ჯგუფისასაგან .
პირველი თემა :
მაგარი ონლაინ ბასკეტ-მენეჯერი!წინა თემის 5 აქტიური მპოსტავი :
263 sparrow
203 Duff
156 vaxo4
142 ALImOe
135 Rozer
This post has been edited by მადეირა on 10 Jan 2008, 22:31
Truth is, everybody is going to hurt you; you just gotta find the ones worth suffering for." -Bob Marley