LENUS
A toolmaking animal 大大尺

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3987
წევრი No.: 18186
რეგისტრ.: 15-March 06
|
#8117665 · 13 Jan 2008, 08:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Prankster
გამორიცხულია. თუ გაქვს ეს ამბავი წაითხული გიორგი XI-სა, ავღანეთში, უფრო სწორად მაშინდელ ბალუჩისტანში, ქართველი არ დარჩებოდა.
ან რომელი უნდა დარჩენილიყო? გიორგის მხლებლები დახოცეს ან გააქციეს, და ქაიხოსროს ჯარიდან 700 კაცი გადარჩა ისიც გაქცევით (თან შერეული ჯარი, ირანელიც და ქართველიც რომ იყო). * * * QUOTE | მერე, დავუშვათ ეს ქართველები მონაწილეობდნენ მეფის ღალატით სიკვდილში?
დატოვებდნენ კი არა, სხვა გზა არც ექნებოდათ და იქ უნდა დარჩენილიყვნენ. |
მე ზუსტად ამ თემას ვუტრიელბდი ეს ბოლო თვეა, მოდი სხვა ფორუმზე დავწერე ახლახანს და აქაც გადმოვაკოპირებ:
-------------------
გიორგი XI შაჰნავაზის შვილი, ქართლის ტახტის მემკვიდრე გახლდათ, 10 წელი იმეფა მაგრამ მისი სპარსეთისადმი დაუმორჩილებლობას ქართლის ტახტზე კახეთის შტოს წარმომადგენლის, ერეკლე I-ის დანიშვნა მოჰყვა.
ერეკლე I თავიდან უარზე იყო მიეღო მუსულმანობა და ამიტომ ვერ მეფდებოდა, მაგრამ შაჰი მის ტახტზე ასვლას დათანხმდა ერეკლეს (ანუ ნაზარალი ხანის) მუსულმანობის მიღების შემდეგ.
ერეკლემ გამეფების შემდეგ თავი რუსეთის ვასალად გამოაცხადა, და შაჰმა ისევ გიორგი XI-ის დახმარებით ჩამოაგდო აჯანყებული ვასალი.
საინტერესოა, რომ შაჰ-აბას I-მა დააარსა ე.წ. დაქირავებული სპეც-დანიშნულების არმია, რომელიც აუცილებლად სპარსეთის იმპერიის ეროვნული უმცირესობებისაგან შედგებოდა, და ძირითადად ქართველებისგან.
ასეთ არმიას ხელმძღვანელობდა ყოველთვის ქართველი ვასალი, ან ქართული ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი და მისი წოდება ყულარ-აღასი იყო.
როდესაც ირანის ერთერთმა პროვინციამ, ავღანეთმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, შაჰმა გიორგი XI (აქ უკვე გამუსულმანებული), დანიშნა ყულარ-აღასად და ქართველების "სპეც-დანიშნულების" არმია გაგზავნა ავღანეთში, კერძოდ ყანდაჰარში.
შაჰ-აბასის არმიაში ქართველების ძალისა და ბრძოლისუნარიანობის მრავალი აღწერილობა გვხვდება, აქედან საყურადღებოა ერთ-ერთი: პიეტრო დელა ვალლე, რომელიც ამბობდა: "სპარსლი არმიის სიძლიერე ქართველებია, რომლების ამ არმიის უდიდეს და უძლიერეს ნაწილს წარმოადგნენ". სერ ტომას ჰერბერტი, რომელიც შირაზში იყო 1627 წელს, იგივეს აღნიშნავს, თუმცა მოტივაციისთვის თურქთა ზიზღი სახელდებოდა...
სხვადასხვა დროისთვის ქართველთა რაოდენობა ირანის არმიაში 8-დან 40-ათასამდე მერყეობდა. დევდი ლანგს მოჰყავს ასევე ფრანგი მოგზაურის ნაამბობი, რომ იგი იცმევდა ქართულ სამოსს, რაც მთელს ირანში შიშსა და მორიდებას განაპირობებდა.
დავუბრუნდეთ აჯანყებულ ავღანელებს, ამ რეგიონს მაშინ ბალუჩისტანი ერქვა და ვერცერთი ირანელი გენერალი ვერ ბედავდა მათზე გალაშქრებას და წესრიგის დამყარებას.
1700 წლისათვის გიორგიმ (ირანში გურჯინ-ხან) და მისმა ძმამ ლევანმა თითქმის გაწმინდეს მთელი რეგიონი მოთარეშე ელემენტებისაგან. ამ გამარჯვებების საზღაურად შაჰმა ლევანი ირანის მთავარ მოსამართლედ დანიშნა, ხოლო მისი ძე - ქაიხოსრო, ისფაჰანის პრეფექტად.
მიუხედავად ამისა, სიტუაცია თავად ყანდაჰარში გაუარესდა აჯანყებულებმა ძალაუფბა ხელში ჩაიგდეს და ირანელი მმართვლები (გუბერნატორი) ციტადელში გახლდათ გამოკეტილი. ერთადერთი ხსნა იყო გიორგის გაგზავნა ამ რეგინში და ირანელი მმართვლების გამოხსნა. იმისათვის რომ გიორგის გადაეწყვიტა და დათახმებულიყო ამ მისიაზე, მას სპარსეთის არმიის ხელმძღვანელობა უბოძეს (!) და საქართველოს ტახტზეც აღადგინეს (ანუ გურჯისტანის ვალად დაამტკიცეს).
საქართველოს საქმეთა მართვისთვის მისი ძმისშვილი ვახტანგი (შემდეგში ვახტანგ VI) დაინიშნა და გიორგი კი 4,000 ქართველით გაუდგა ავღანეთის გზას.
როგორც დევიდ ლენგი აღნიშნავს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში ინახება აღწერილობა ამ შეუბრალებელი ექსპედიციისა, აღწერილობის ავტორია საფრანგეთის საელჩოში მომუშავე, საქართველოში მცხოვრები სომეხი კათოლიკი, იოსებ აბისალამიანი. ეს კაცი ისფაჰანში საფრანგეთის კონსულის მდივანი ყოფილა.
იგი აღწერს, რომ გიორგის დაევალა ყირმანის პროვინციის დამორჩილება და ახალგამოცხადებული ადგილობრივი მთავრობის გაუქმება. გიორგი ხელძღვანლობდა 20,000 სპარსთა და 4,000 ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარს.
როგორც კი ავღანელებმა შეიტყვეს, რომ გიორგი ედგა ამ ჯარს სათავეში, წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ გაბედეს და ყანდაჰარის კარი გაუღეს გიორგის. მან სასტიკად დასაჯა აჯანყების მოთავეები, აღადგინა სპარსული მართველობა და მხოლოდ მსუბუქი არმია (4,000 ქართველი) დატოვა ყანდაჰარში, დანარჩენი ჯარი კი გაათავისუფლა.
რაც შეეხება მირ-ვაისს, აჯნყებულთა ლიდერს, გურჯინ-ხანმა მისი ისფაჰანში ბორკილებდადებული გაგზავნა იკმარა , და შაჰს წერილობით ურჩევდა მის სიკვდილით დასჯას.
ამის შემდეგ გიორგიმ უფლება მისცა ჯარისკაცებს სურვილისამებრ დაემცირებინათ და დაესაჯათ ადგილობრივი მოსახლეობა. როგორც აბისალამიანი აღწერს, შვილი მშობელს აღარ ეკუთვნოდა და ცოლი ქმარსო. ქართველების ჩადენილ ამბებზე ჟრუანტელის გარეშე ლაპარაკი კი არა, გაფიქრებაც არ შეიძლებაო.
მირ-ვაისმა იმდენს მიაღწია, რომ შაჰის თვალში გიორგის მიაყენა ჩრდილი და თვითონ კი სასიკვდილო განაჩენს გადაურჩა. იგი უკან, ყანდაჰარში დააბრუნეს და შერიგების ფიცის დადებით ქართველთა არსებული ხელისუფლება აღიარა.
გაიმართა დამეგობრების ნადიმი. ქალაქის სიახლოვეს, სადაც ქართველებს არნახული პატივისცემა და სუფრა ელოდათ. სუფრის მიმდნარეობისას, თითო ქართველ სტუმარს თითო ავღანელი ემსახურებოდა და დანიშნულ დროს, ჩუმ ნიშნაზე, მომსახურე ავღანელებმა ზოგმა ხმალი, ზოგმა ხანჯალი და ზოგმაც კეტი და სხვა იარაღი იშიშვლა. ქარტველთაგან ცოტა გადაურჩა ამ უეცარ თავდასხმას, და გიორგიც მათ შორის იყო.
ამ ნიშანზევე გარედან ავღანელების დიდი რაოდნობა შემოვარდა და გადრჩენილების ამოხოცვას მიჰყვეს ხელი. იგივე აბისალამიანი აღნიშნავს, რომ გიორგის უსაზღვრო სიმამაცემ და მოხერხებულობამ 50 ავღანელი მაინც შეიწირა სანამ ის თავად გამოასალმეს სიცოცხლესო. გიორგიზე თავდამსხმელ ავღანელების ჯგუფს თვითონ მირ-ვაისი ხელმძღვანელობდა და გიორგიც ამ ჯგუფის მიერ ხიშტების მრავალჯერადი ჩაცემით გამოესალმა სიცოცხლეს. ავღანელებმა ადვილად დაიპყრეს ისევ რეგიონი და მირ-ვაისი ეროვნულ გმირად გამოცხადდა.
როდესაც ამ შემაძრწუნებელმა ამბავმა ისფაჰანამდე ჩააღწია, შაჰ ჰუსეინი საშინელ უიმედობაში ჩავარდა და არ იცოდა რა უნდა ეღონა. მაგრამ აქ გაახსენდა გიორგის ძმისშვილი ქაიხოსრო და გადაწყვიტა მისთვის დაევალებინა შურისძიება. ქაიხოსროს ამისთვის გურჯისტანის ვალის თანამდებობა მიეცა.
ქაიხოსრო ადვილად გაუსწორდა ავღნელთა წინააღმდეგობას ყანდაჰარის მისადგომებამდე, და ქალაქის დახშულ კარებს მიადგა.
ქალაქში გამაგრებულმა ავღანელებმა დაზავების პირობები გაუგზავნა ქაიხოსროს, მაგრამ ეს უკანასკნელი, ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ სიძლიერეში, დაჟინებით ითხოვდა დაუყონებლივ და უპირობო კაპიტულაციას.
ამასობაში მირ-ვაისი ყოვლდღიურად აძლიერებდა თავის არმიას, და ამავე დროს კი სპარსთა არმია დღითიდღე იღლებოდა, იმშეოდა და სუსტდებოდა. ასეთი პირობების გამო სპარსელების მესამედმა დეზერტირობას მიჰყო ხელი და უკვალოდ გაუჩინარდა.
ქაიხოსროს უკვე ალყის მოხსნას ურჩვდნენ, მაგრამ ამის საშუალება მას აღარ მიეცა. მირ-ვაისმა მოგროვებული 16 ათასი ჯარისკაცით შეუტია ქაიხოსროს და გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. შეშინებულმა ჯარმა საკუთარი მთავარსარდალი ბრძოლაში მიატოვა და გაიქცა. ასეთი სამარცხვინო მარცხის გადატანას ქაიხოსრომ მტერთან თავის შეკვლა არჩია და ასე ვაჟკაცურად დაასრულა სიცოცხლე.
გაერთიანებული ქართულ-სპარსული არმიიდან მხოლოდ 700 კაცი გადარჩა ცოცხალი.
ამ მარცხს მოჰყვა არა მხოლოდ სეფევიდების იმპერიის დასუსტება არამედ თავად საქართველოსიც, რომლისთვისაც ამდენი მებრძლისა და მხედართმთავარის დაკარგვა ლეკების გაძლიერებულ შემოტევებსა და მუდმივ გაჩანაგებას ნიშნავდა. ამ დროს გატეხილი საქართველო მხოლოდ ერეკლე II-ის ხელშიღა გაიმართა წელში.
|