1987 წლის ცივი ზამთრის, წყნარ საღამოს, ლონდონის ერთ პატარა სასტუმროსთან, გაჩერდა შავი მანქანა.
მანქანიდან 4 საეჭვო პიროვნება გადმოვიდა, შავს და ნასცრისფერ შარვალ კოსტუმი , იარაღით აღჭურვილები, და საკმაოდ გაბრაზებულები..
ოთხივე საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი იყო... ერთადერთი ცუდი გახლდათ ის, რომ ისინი ამ პატარა ტექსტში
ნეგატიური გმირის როლებს ასრულებენ.
ჯონი ლისტერ , მოკლედ შეჭრილი თმა, მხარ-ბეჭიანი, უზომოდ სიმპატიური კაცი . იმდენად სერიოზული , რომ შრამიანი
სახის ყურებისას, ნებისმიერს შეეშინდებოდა მისი.. გახლდათ ამ საძმოს ლიდერი, უფროსი , როგორც ასაკით ასევე მისი "თანამდებობით".
მისი ალალი ძმა ჯეკ ლისტერი მასზე 10 წლით უმცროსი, საკმაოდ განვითარებული როგორც ფიზიკურად,კულტურულად, ზნეობრივათ.. აღზრდილი მისი სასტიკად ცუდი ხასიათის მქონე ძმის , თვითონვე ბოროტი , საზიზღარი, ამაზრზენი პიროვნება იყო...
დანარჩენი ორი პიტერ "გვარს არ დავასახელებ" და ოსკარ "გვარს არ დავასახელებ" ძმების 'შისწიორკები' იყვნენ
საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ოთხეულს , მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ცუდ საქმეებში გარეულები იყვნენ... მაფია!
მანქანიდან გადმოსვლისას, ერთმანეთს გადახედეს, იარაღები გადატენეს, და გაეშურნენ სასტუმროს შEსასვლელისკენ...
აბსოლუტურად მშვიდი და წყნარი ოთხი ადამიანის შესვლამ ყველა დათრგუნა, დაიმალნენ, მხოლოდ შეშინებული სახეები, და მათი ჩურჩულის ხმა არის აღბეჭდილი ამ პატარა ტექსტში
ხოდა რას გეუბნებოდით ძვირფასებო
შევიდნენ სასტუმროში
ავიდნენ 52 ნომერ ოთახამდე
გაანგრიეს კარები
შევარდნენ
და არავინ არ დახვდათ...
განაწყენებულები წავიდნენ სახლში
დაწვნენ და დაიძინეს

გილოცავთ