აქ სხვაგვარი (ინტელექტუალური ვირუსით) სოციალური აფეთქების შესაწავლაზეა და მის გამოყენებაზე საუბარი სრულიად გაცნობიერებულად ... სწორედ ამიტომ შევეხეთ ინტელექტს .. კონკრეტულად აღებული ფინელი არაფრით არ სჯობს ქართველს, პირიქით უფრო ძლიერებიც ვართ მათზე, მაგრამ ერთობლიობაში ისისნი სხვა ენერგეტიკულ კავშირს ქმნიან და ეს ჩანს შესაბამისი არგუმენტებიდანაც ... ჩვენც შეგვიძლია ასეთი მენტალური ინტელექტის ჩანასახი წარმოვშვათ, რომელიც გაიზრდება... აი რაზეა ეს თეორია (და კიდევ სხვა დაკავშირებულ საკითხებზე) .... ადგილზე უნდა მოუსმინოთ ....
პალადიუმი პირობითია სიტყვა პალადინიდან (დამცველი რაინდი) ... რას დაარქმევ არა აქვს მნიშვნელობა ...
მე აქ მოვიყვან რამოდენიმე ახსნას საზოგადოების ერთერთი წევრის მიერ..
სამყაროს შემეცნების მოდელი
დღეს ჩვენი საუბარი დაიწყება იმის გააზრებით, თუ რატომ უწოდა თავის თეორიას ავტორმა მატრიცული.
მატრიცა გერმანული სიტყვაა და მას ორი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვაინტერესებს მეორე _ ეს არის გარკვეული წესით დალაგებული მათემატიკურ სიდიდეთა ცხრილი.
წარმოვიდგინოთ, რომ ვართ მმართველი და დაგვჭირდა ნავთობის მოძიება. ცხადია, ენერგეტიკული რესურსები, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიძიოთ ჩვენსავე ქვეყანაში. რა დაგვჭირდება ამისათვის?
ცხადია, უნდა დავიბაროთ ყველა ის გეოლოგი, ვისაც აქვს ინფორმაცია ნავთობის ადგილმდებარეობის შესახებ. ვთქვათ პირველმა მოგვაწოდა რაღაც A1 ინფორმაცია, მეორემ _ A2, მესამემ _ A3 და ა.შ. მე_ნ–მ _Aნ. ამრიგად მივიღებთ: A1, A2, A3 ...Aნ ინფორმაციათა სტრიქონს; შემდეგ უნდა მოვიძიოთ ის ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, მივიღებთ ბ1, ბ2, ბ3 ... ბნ სტრიქონს. ამის შემდეგ აუცილებლად დაგვჭირდება არქეოლოგთა მოძიება, მივიღებთ ც1 ,ც2, ც3 ... ცნ სტრიქონს და ა.შ. სეისმოლოგთა, ეკოლოგთა და, რა თქმა უნდა, ინვესტორთა და სპონსორთა მოძიება.
ამრიგად, მივიღებთ ასეთ ინფორმაციულ ბაზას:
A1 A2 A3 ...Aნ
ბ1 ბ2 ბ3 ..... ბნ
ც1 ც2 ც3 ... ცნ
. . . . . . . . . . . .
ზ1 ზ2 ზ3 ..... ზნ
სწორედ ეს არის მატრიცა, მაგრამ ამოცანის გადასაწყვეტად, ცხადია, ეს საკმარისი არ არის, ახლა საჭიროა განვსაზღვროთ იმ მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომელიც უნდა შევასრულოთ, რათა მოვიპოვოთ ნავთობი. უნდა განისაზღვროს, მაგალითად, ჯერ გეოლოგებმა უნდა დაიწყონ ქმედება, თუ ინვესტორებმა და ა.შ.
მოქმედებათა ამ თანამიმდევრობას, ანუ გეგმას, მათემატიკაში ალგორითმს უწოდებენ. ეს არის ლათინური ტრანსკრიპცია სიტყვისა ალხვარაზმი, რაც სიტყვა- სიტყვით ნიშნავს : ალი ხვარაზმიდან. ჩვენ ხვარაზმზე ალბათ ჯალალედინი გვახსენდება, მაგრამ ალი მათემატიკოსი იყო.
ბ-ნმა თამაზმა სწორედ ეს მეთოდი გამოიყენა, მაგრამ მის წინაშე, ცხადია, გაცილებით რთული და ფართომასშტაბიანი ამოცანა იდგა. მონაცემთა ბაზაც, შესაბმისად, უზარმაზარი მიიღო. მან, უპირველეს ყოვლისა, დაიწყო ისტორიული მასალების ძიება, რასაც მხატვრულად ასე აღწერს: დაიძრა დიდ ისტორიკოს_ლიტერატორთა უზარმაზარი არმია. პირველად _ ჰომეროსი, რომელმაც უთხრა : “ გიყვარდეს, მოჰკალი, შეაკვდი”, შემდეგ _ სხვები : ჰეროდოტე, დანტე, გოეთე და ა. შ.
ამის შემდეგ _ ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები, იურისტები, ეკონომისტები, ცხადია _ ფიზიკოსები, თეოლოგები და ა.შ.
ამრიგად, მან მიიღო მატრიცა. ახლა საჭირო იყო ალგორითმის შედგენა, რაც ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა და აქ მას დაეხმარა ის, რასაც თავად ალგორითმთა ალგორითმს უწოდებს და ეს არის სამყაროს შემეცნების მოდელი.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხედოთ ანტიკური სიბრძნისაკენ, შევეხოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, რასაც მოგვიანებით კაცობრიობამ პოზიტიური ფილოსოფია უწოდა და რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ემსახურება ცხოვრების წესის ჩამოყალიბება_დამკვიდრებას. Aამას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ანტიკური ბერძნები.
მოგვიანებით ჩვენ განვიხილავთ სოციალური ფილოსოფიის ისტორიას, რომელიც იწყება 49 საუკუნის წინ “პტახოტების სწავლებიდან”, მაგრამ ამჯერად შევჩერდებით 26 საუკუნის წინანდელ პერიოდზე. ჩვენ ვიმყოფებით ანტიკურ საბერძნეთში. ეს ის პერიოდია, რომელსაც რატომღაც ჩვენი მმართველები მოიხსენიებენ ბნელ პერიოდად, არადა ანტიკურ ფოლოსოფოსთა ნააზრევი წმინდა გონებრივ საფუძველზეა დამყარებული.
Aანტიკურმა ხანამ გამოკვეთა 7 ბრძენი. Aაქედან ჩვენ შევეხებით მხოლოდ ერთს _ქილონს. Dდიახ, ეს ის ქილონია, ვისი სიტყვებიც, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ამოკვეთილია აპოლონის ტაძრის კარიბჭეზე დელფოსში:
“ შეიცან თავი შენი და შენ შეიცნობ მთელ სამყაროს”
D
და ამ “ბნელი” ადამიანის აზრს მთელი მსოფლიო იმეორებს. Qქილონი მოგვმართავს 26 საუკუნის წარსულიდან შემდეგი სიტყვებით:
“ ნუ ენდობით ორატორებს, ენდეთ კანონზომიერებას”
რჩება ერთი რამ, გავიაზროთ, რა კანონზომიერებაზე გვესაუბრება ეს ადამიანი. გავარკვიოთ, ექვემდებარება თუ არა სოციუმი რაიმე კანონზომიერებას. Mმეცნიერების მიერ დადგენილია მეთოდი, რომელიც ხსნის სამყაროს კანონზომიერებას და სოციუმიც, როგორც ამ სამყაროს ნაწილი, უნდა ემორჩილებოდეს მას. Aამას ბრძანებდა ფილოსოფოსი ბენედიქტ (ბარუხ) სპინოზაც:
“სანამ ბუნების ნაწილი ხარ, დაემორჩილე მას”
სამყაროში არსებობს მრავალი მოვლენა, რომელიც არ ექვემდებარება ლოგიკას და მისი ახსნა ჩვენთვის ცნობილი კანონებით შეუძლებელია. Mმაგრამ, რადგან მოვლენა არსებობს, უნდა არსებობდეს თეორიაც, რომელიც მას ახსნის. Aარ აქვს მნიშვნელობა ეს თეორია, აზრი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დახვეწილია, თუ დაუხვეწავი და საერთოდ, ეტევა თუ არა საღი აზროვნების ჩარჩოებში, მთავარია ამ თეორიამ შეძლოს ახსნას _ რა ხდებოდა, რა ხდება და რა მოხდება და თუ თეორია ამას ხსნის, შეგვიძლია ის პრინციპად გამოვაცხადოთ.
დავფიქრდეთ, რა კანონზომიერება გააჩნია სამყაროს. ჩვენი აღქმით, მთელი სამყარო შედგება ორი ნაწილისაგან _ ხილული და უხილავი, ანუ რეალური და ირეალურისაგან. ჩვენ დღეს ასე აღვიქვამთ მას, მაგრამ 50 საუკუნის წინ ეგვიპტელისთვის რომ აგეხსნათ ეს მოდელი, მისთვის გაუგებარი იქნებოდა, რადგან იგი ერთ მთლიანობაში აღიქვამდა სამყაროს, იყო მისი განუყოფელი ნაწილი, სრულ ჰარმონიაში იყო მასთან და ცხოვრობდა მისი კანონზომიერებით. ამაში მდგომარეობდა ეგვიპტური სოციუმის სიძლიერე და აქედან გამომდინარე, თვით ეგვიპტის სახელმწიფოს სიძლიერეც, რადგან იგი ორგანული ნაწილი იყო ამ სამყაროსი. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? ის, რომ ირეალური სამყაროს არ ცნობით, ანუ მატერიალური აზროვნებით, იზღუდება ადამიანის შემოქმედებითი უნარი, შესაძლებლობები და მისი ქმედების ნაყოფი ჩარჩოებშია მოქცეული.
Aახლა შევეცადოთ შევქმნათ მოდელი რომელიც აგვიხსნის როგორც სამყაროს, ასევე სოციუმის განვითარების ზოგად კანონზომიერებას. Mმე ვახსენე მოდელი და აქ უნდა გავიხსენოთ ნილს ბორის პოლემიკა თავის კოლეგებთან ატომის მოდელის შესახებ. Mმის მიერ შემუშავებული ატომის მოდელი ზუსტად არ ასახავს ატომის სტრუქტურას. Eეს მოდელი ისე ჰგავდა თავად ატომს, როგორც, შეიძლება ითქვას, ქიზიყი_ლამანშს. მთავარი აზრი მოდელისა არის ის, რომ მოგვეხმაროს გავიგოთ რაიმე მოვლენის არსი.
ხილული სამყარო შედგება 4 ელემენტისაგან: მყარის, თხევადის, აირისა და პლაზმისგან
მაგრამ აქUუფრო მართებული იქნება, თუ “ელემენტის” ნაცვლად გამოვიყენებთ სიტყვა _ სუბსტანციას. რა არის სუბსტანცია? სოციალურ ფილოსოფიაში, ქრესტომათიასა და ლექსიკონებში ასე განმარტავენ _ რისამე საფუძველი, არსი, ის, რისი ახსნაც გარკვეულ დრომდე შეუძლებელია, ანუ რასაც ჩვენი გონება ჯერ ვერ სწვდება. გავიხსენოთ ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიური ზღაპარი მხიარული მოლეკულის შესახებ :
ერთი სახელმწიფოს მეფე გახდა ავად. მისი ავადმყოფობა იყო მოწყენილობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ჰქონდა, არაფერი ახარებდა. ვერაფრით შველოდნენ, რადგან ვერ დაადგინეს , რა იყო ამის მიზეზი. Mმხოლოდ ერთმა ექიმმა დაასკვნა, რომ მას აკლდა მხიარული მოლეკულები და ურჩია მეფეს, ჩაეცვა რომელიმე ბედნიერი ადამიანის პერანგი, რათა მისი ბედნიერი მოლეკულები გადასულიყო მეფის სხეულში და გამხიარულებულიყო. სასწრაფოდ გაგზავნეს მსახურები ბედნიერი ადამიანის მოსაძებნად, მაგრამ ვერსად მიაგნეს. ბოლოს ვიღაცამ მიასწავლა: ტყეში არის ერთი ასეთი კაციო. მსახურებმა მიაგნეს ხის ფუღუროში მჯდომ კაცს, რომელსაც მხოლოდ თავი მოუჩანდა და ჰკითხეს :
_ ბედნიერი ხარ?
_ რა თქმა უნდა. იყო პასუხი.
მათ სთხოვეს:
_ მეფე ავად გვყავს და გვიკვდება. გვათხოვე შენი პერანგი, მეფე ჩაიცვამს, მხიარული მოლეკულები მასზე გადავა და მორჩებაო.
_ სიამოვნებით გათხოვებდით, მაგრამ პერანგი რომ არ მაქვსო, მიუგო ამ კაცმა.
Aამ მოთხრობიდან შეიძლება გამოვიტანოთ რამდენიმე ფილოსოფიური დასკვნა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა სიტყვა “მოლეკულა”, რომელიც გვიხსნის მეფის მოწყენილობის მიზეზს. Eე. ი. ჟან-ჟაკ რუსოსთვის რომ გეკითხათ, რა იყო მოლეკულა, შეიძლება ვერ აეხსნა, მაგრამ მისთვის მოლეკულა იყო ის სუბსტანცია, რომელიც რაღაც მოვლენას ხსნიდა. ჩვენ დღეს ვიცით, რომ მოლეკულა შედგება ატომებისაგან, მისი აღმოჩენის შემდეგ მოლეკულა გახდა ახსნადი, მაგრამ სუბსტანციამ გადაიწია. შემდეგ, როცა აღმოაჩინეს ნეიტრონები და ელექტრონები, ატომი გახდა ახსნადი და სუბსტანციამ კვლავ გადაინაცვლა. მაშასადამე, სუბსტანცია არის ის, რაც ხსნის მოვლენას, მაგრამ თვით აუხსნელი რჩება გარკვეულ დრომდე.
როგორც აღვნიშნეთ, ხილული სამყარო შედგება 4 სუბსტანციისაგან, აქ იგულისხმება არა ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, არამედ ის სუბსტანცია-არსი, რომელიც ქმნის მყარს, თხევადს, აირს და პლაზმას. როგორ ხდება ეს, ჯერ კიდევ აუხსნელია, მოითხოვს გააზრებას. სწორედ ამას გულისხმობს კანტის “აგნოსტიციზმი”, ანუ ადამიანის გონის მიერ შეუძლებელია იდეის ბოლომდე გააზრება-შეცნობა. Eეს არის ზღვარი, რომლის იქით ადამიანის გონი ვერ აღწევს მოცემულ დროსა და სივრცეში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მე ამ ეტაპზე ვერ ვწვდები უმაღლესის არსს, შევწყვიტო აზროვნება, მსჯელობა.
როგორც ვნახეთ ოთხმა სუბსტანციამ აღწერა ხილული სამყარო. ახლა დავფიქრდეთ, რამდენი სუბსტანციისაგან შედგება უხილავი სამყარო. ეზოთერულ ლიტერატურაში სხვადასხვა რაოდენობას უთითებენ, ზოგან იგი 250-მდე აღწევს, რაც არასერიოზულია. 400 წელია მეცნიერებაში არსებობს რენე დეკარტის მეთოდი, რომლის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ სისტემის აღწერისას მინიმალური მონაცემებით აიხსნას მაქსიმალური.
მივყვეთ უმარტივეს ლოგიკას. თუ ბუნებას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ ერთ უნიკალურ თვისებას, ესაა სიმეტრია, რომლითაც გაჟღენთილია მთელი სამყარო: მაგ. : არის სინათლე_სიბნელე, სითბო_სიცივე, ქალი_კაცი, სიკეთე_ბოროტება, მაშინ ამ ლოგიკით უხილავი ირეალური სამყაროც უნდა შედგებოდეს 4 სუბსტანციისგან. რადგან საუბარია სიმეტრიაზე, უნდა არსებობდეს სიმეტრიის ღერძიც. ასეთ სიმეტრიის ღერძად მივიჩნიოთ ადამიანის გონი, რომელსაც შეუძლია აღიქვას როგორც ხილული, ასევე უხილავი სამყარო და საკუთარი თავიც. Aაქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქ ხდება აზროვნების დაყოფა მატერიალისტურად და იდეალისტურად.Mმატერიალისტები რასაც ვერ ხედავენ და გრძნობათა ორგანოებით ვერ აღიქვამენ, იმისი არც სჯერათ და შესაბამისად ისინი ცნობენ მხოლოდ ხილულ სამყაროს და არ აღიარებენ ირეალურს. იდეალისტები კი აღიარებენ როგორც ხილულ, ისე არარეალურ სამყაროს.
დავუბრუნდეთ ხილული სამყაროს პირველ სუბსტანციას _ მყარს. წარმოვიდგინოთ, რომ მაგიდაზე დევს ყინულის ნაჭერი. თუ მას გავათბობთ, ანუ მივანიჭებთ ენერგიას, იგი დადნება და მივიღებთ თხევადს, რომელიც ქვედაზე უფრო ენერგეტიკული, უფრო პლასტიური და განფენადია. თუ უფრო მეტ ენერგიას მივანიჭებთ, მივიღებთ აირს, რომელსაც თხევადთან შედარებით მეტი განფენადობა, განსჭოლვა ახასიათებს და უფრო ენერგეტიკულია, ხოლო კიდევ უფრო მეტი ენერგიის დამატებით, თხევადი გადადის პლაზმაში. აქედან ფილოსოფიური დასკვნა, რომ ქვედა სუბსტანციიდან ზედა სუბსტანციაში გადასვლა ხდება მეტი ენერგიის ხარჯვით, ყოველ ზედას უფრო მეტი ენერგეტიკულობა და პლასტიურობა ახასიათებს და ყოველი ზედა სუბსტანცია განჭოლავს ყველა ქვედას და არა პირიქით.
რომელია ის სუბსტანცია, რომლითაც იწყება უხილავი სამყარო?
ჯერ კიდევს 2500 წლის წინ პითაგორამ შემოიტანა ცნება “არანივთიერი სინათლე”. შემთხვევითი არ არის ის, რომ პითაგორა იყო პირველი ევროპელი (ელინი), რომელიც ჩავიდა ეგვიპტეში და 38 წელი სწავლობდა ქურუმებთან. Mმან, შეიძლება ითქვას, ხიდი გადო ძველ ეგვიპტურ აზროვნებასა და ანტიკურ აზროვნებას შორის. Mმან გადმოიტანა ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის მიერ შექმნილი დიდი სიბრძნე. პითაგორაა ავტორი სიტყვებისა “ფილოსოფია” და “ეზოტერიზმი”. სწორედ მან, გონებით გაიაზრა და ჩამოაყალიბა უხილავი სამყაროს პირველი სუბსტანცია ყოველგვარი ცდების, მიკროსკოპების, ამაჩქარებლების გარეშე Dდა ამ მეხუთე სუბსტანციას უწოდა “ არანივთიერი სინათელე”.
პითაგორას შემდეგ მრავალი მოაზროვნე დაფიქრდა ამ სუბსტანციის რაობაზე, მათ შორის არისტოტელე, რომელმაც მას მეტად პროზაული სახელი “ კვინტა ესენტა” ანუ მეხუთე არსი უწოდა, რაც ცოტა არაეთიკურად ჟღერს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს სიტყვა ტრანსფორმირდა “კვინტესენციად”, რაც უმთავრეს არსს, საფუძველს ნიშნავს.
მოგვიანებით ამ სუბსტანციას ნიუტონმა უწოდა “სენსორიუმ დეი” , რაც სიტყვასიტყვით “ღმრთის მგრძნობელობას” ნიშნავს, მას მოიხსენიებენ ასევე “ღმრთის გონებად” , “ღმრთის აზრად”. ამ გააზრებით ნიუტონი ხვდება ეზოტერიზმის ცენტრში.
Nნიუტონის შემდეგ ამის გააზრებას ცდილობდნენ სიორენ კერკეგორი და ნილს ბორიც.
Mმას უწოდებენ ასევე “ეთერს”, “ასტრალურ სივრცეს”.
კვანტური ფიზიკის განვითარებამ მოიტანა ახალი აზროვნება, ახალი ესთეტიკის დაბადება. თვითონ კვანტური ფიზიკა, ესაა ირეალური სამყაროს შეცნობის მცდელობა. ფიზიკოსები ამ სუბსტანციას “ფიზიკურ ვაკუუმს” უწოდებენ, უკვე მუშაობენ და ცდებსაც ატარებენ, ამდენად ეს სუბსტანცია მათთვის თითქმის უკვე რეალური და ხელშესახებია.
Eეს, რაც შეეხება ანტიკურ-ელინურ და ზოგადად დასავლურ აზროვნებას, ახლა შევეხოთ აზიურ, კერძოდ ჩინურ აზროვნებას. საინტერესოა 2300-2400 წლის წინ ლაო-ძის ფილოსოფიით განმარტებული მეხუთე სუბსტანციის რაობა. იგი აღნიშნავს, რომ ჭურჭლის არსი მის სიცარიელეშია, ტაძრის არსი მის სიცარიელეშია, ბორბლის არსსაც მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის. Aესაა დაოს სიცარიელე. (მაშინ , როდესაც დასავლური აზროვნებით სიცარიელე აღიქმება როგორც არარაობა. (ბლითის მაგალითი)). მოგვიანებით აღმოჩენილ ჩუან-ძის თხზულებაში მინიშნებულია, რომ საგნის არსი არა მარტო მის სიცარიელეშია, არამედ არ არსებობს საგანი, რომელშიც არ არის სიცარიელე. 2300 წლის წინ დემოკრიტე მსჯელობისას მივიდა დასკვნამდე, რომ ნაწილაკებს შორის არის სიცარიელე. Aამ განმარტებიდან იწყება კვანტური ფიზიკის გააზრება. დღეს ცნობილია, რომ ატომებს შორის არის სიცარიელე. იგი გაჟღენთილია უსაზღვრო რაოდენობის ვიბრაციებით, ტალღებით, რხევებით. ჩვენს ორგანიზმს თუ ამ თვალთახედვით შევხედავთ, იგი შეიძლება ამ სახით წარმოვიდგინოთ
რადგან ჩვენს სხეულშიც ატომებს შორის არის სიცარიელე, უფრო სწორედ არა სიცარიელე, არამედ მილიონობით რხევები, ვიბრაციები. Aამ სივრცით აღიქვამს ადამიანი მთელ სამყაროს, გრძნობას (ეს იქნება სინათლე, სითბო, რადგან ისინიც ვიბრაციები და ტალღებია) და ემოციებს (ეს იქნება სიყვარული, სიძულვილი), ამიტომ მას გრძნობიერ სამყაროს უწოდებენ. Y
ყველა ვიბრაციების ჯამი, ანუ სუპერპოზიცია წაროშობს თითოეული ადამიანისთვის დამახასიათებელ ერთ რიტმს. არ იცვლება რიტმი, არ იცვლება ადამიანი. წყდება რიტმი, წყდება ადამიანის სიცოცხლე. Eეს რიტმი განსაზღვრავს ადამიანის გრძნობიერ სამყაროს და განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისაგან.
რითი განვსხვავდები მე ბეთჰოვენისაგან? სწორედ ამ რიტმებით. Mმისი ასტრალური ველი უფრო მგრძნობიარე იყო ბგერათა ჰარმონიის მიმართ, ვიდრე ჩემი. Aაქ შეიძლება გავიხსენოთ ბეთჰოვენისა და მისი ძმისშვილის ისტორია.
ბეთჰოვენი აიძულებდა მის ძმისშვილს, რომ დაეხვეწა ფორტეპიანოზე შესრულების ტექნიკა, ამის გამო მათ შორის დიდი უსიამოვნება იყო. Eეს იცოდნენ ახალგაზრდის მეგობრებმა და ერთხელ, ბარში მორიგი შეხვედრისას, ჰკითხეს: _როგორ არის მოხუცი?
ძმისშვილმა უპასუხა
_ სულ გამოჩერჩეტდა, დადის და ბურდღუნებს: ბა, ბა, ბა, ბაა (მე-5 სიმფონიის დასაწყისი), ანუ მან ვერ იგრძნო, რომ იქმნებოდა შედევრი, ისიც კი ვერ შეწვდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ქმნიდა კომპოზიციებს.
Kკოსმოსიც გაჟღენთილია რიტმებით. ასეთი რიტმებია ვარსკვლავებს, ანუ ასტრალებს შორის(სწორედ ამიტომ ამ ველს ასტრალურს უწოდებენ), ადამიანის ორ ატომს შორისაც ის ველი, ის რიტმებია, რაც ორ ვარსკვლავს, ორ გალაქტიკას შორის, თითქოს მთელი მაკროკოსმოსი შემოსულია ჩემს მიკროკოსმოსში
რა შეიძლება იყოს შემდეგი სუბსტანცია?
როგორც ადრე მოგახსენეთ “მატრიცული თეორია” ეყრდნობა ობიექტურ იდეალიზმს. Aამ თეორიის ავტორი მეექვსე სუბსტანციას სწორედ იდეათა ველს უწოდებს. სიტყვა “იდეის” ცნება ფილოსოფიაში შემოაქვს სოკრატეს. ამ პერიოდიდან იწყება ადამიანთა დაყოფა იდეალისტებად და მატერიალისტებად, თუმცა დასავლურ ფილოსოფიაში არ არსებობს ადამიანების მკვეთრად გაყოფა მატერიალისტებად და იდეალისტებად, არამედ:
1. ნომინალისტი ( მატერიალისტი)
2. კონცეპტუალისტი
3. რეალისტი (იდეალისტი)
მატერიალისტისთვის არ არსებობს ზოგადად სილამაზე, მშვენიერება, ქალურობა კონკრეტული გამოხატულების გარეშე.
საინტერესოა, როგორ მიდის სოკრატე იდეის გააზრებამდე.
Yყოველ დროსა და სივრცეში არსებობდნენ ე. წ. ამბიციური გვამები, ანუ “ბედნიერები”, რომელთაც ეგონათ, რომ ყველაფერი იცოდნენ, ამ დროს, მათი ბედნიერება სხვას ემსახურება და არა თავად მათ. როდესაც ისინი ქუჩაში წააწყდებოდნენ უჩვეულო სანახაობას _ გაცვეთილ ქიტონში ჩაცმული, ზომიერად გასუქებული კაცი ბრბოს შუაგულში იდგა და საუბრობდა, ირონიული ღიმილით უახლოვდებოდნენ, მაგრამ ორიოდე წინადადების მოსმენისთანავე ირონიული ღიმილი სახეზე ეყინებოდათ და სულგანაბული უსმენდნენ, მეორე დღეს კი საგანგებოდ ეძებდნენ, რათა კიდევ ერთხელ მოესმინათ მისთვის. სოკრატე მხოლოდ შეკითხვებს სვამდა. მოპასუხე მესამე შეკითხვაზე უკვე გრძნობდა თავის უსუსურობას, რადგან შეკითხვაზე _ რა არის სილამაზე, მშვენიერება, ის კონკრეტული მაგალითითYხსნიდა, სოკრატეს კი აინტერესებდა ზოგადად სი-ლამაზის, მშვენიერების იდეის წვდომა. აქედან მოდის ზოგადი გააზრება ანუ იდეალიზმი. სოკრატემ პირველმა დააჩოქა კაცობრიობა აზრის წინაშე, თუმცა მან ვერ მოასწრო თეორიის ჩამოყალიბება, რადგან მას უღმერთობა და უზნეობა დასწამეს და 399 (ან 396წ) სიკვდილი მიუსაჯეს. Mმან ციკუტას შხამით დაასრულა სიცოცხლე. შემდეგ მისმა მოსწავლემ, პლატონმა განავითარა და შექმნა ობიექტური იდეალიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეა არსებობს ობიექტურად, სუბიექტისაგან დამოუკიდებლად . მოგვიანებით ეს მოძღვრება განავითარა და სისტემაში მოიყვანა ჰეგელმა და ბოლოს ჰუსერლიმ.
იდეა, როგორც აღვნიშნეთ, ობიექტურად არსებულა. ამის დასადასტურებლად მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება. იდეები თითქოს სადღაც ჰკიდია და ჩვენ უნდა შევწვდეთ მათ. გავიხსენოთ, რომ დასავლური (ელინური) და აზიური (ჩინური) ფილოსოფია ოცდაოთხი საუკუნის წინ თვითონ მივიდა ობიექტური იდეალიზმის გააზრებამდე (დაოიზმი იგივე ობიექტური იდეალიზმია), ანუ იდეა, როდესაც მომწიფდება, მას შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ადამიანი შესწვდეს. ასეთი შემთხვევები მრავლადაა მეცნიერებაში ( მაგ. ბოილ-მარიოტის, გეი-ლუსაკის კანონები)
გავიხსენოთ ერთი ასეთი შემთხვევა: უნგრელმა ოფიცერმა, მათემატიკოსმა 23 წლის იანოშ ბოიაიმ შექმნა არაევკლიდური გეომეტრია, როდესაც მან თავისი ნაშრომი წარადგინა, აღმოჩნდა, რომ მისთვის რამდენიმე თვით დაესწრო ვინმე ლობაჩევსკის (რიაზანელი). Aადვილი წარმოსადგენია რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა იგი. Mმას ყველას მიმართ, მათ შორის მამის მიმართაც, ეჭვი გაუჩნდა. M(მამაც მათემატიკოსი იყო და მათთან ხშირად დადიოდა გაიუსი, რომელსაც კავშირები ჰქონდა რუსეთში). როდესაც მამამისი კვდებოდა, დაიბარა შვილი და უთხრა:
“დაიმახსოვრე იანოშ, როცა გაზაფხული დგება ყველა ია ერთდროულად აყვავილდებაო”
სწორედ ამიტომ ამბობს პლატონი, რომ იდეის წვდომა არ არის ერთი ადამიანის პრეროგატივა. Aამასვე გულისხმობს კანტის აგნოსტიციზმიც. იმ სივრცეს, სადაც ეს იდეები არსებობს, ბ-ნი თამაზი უწოდებს იდეათა ველს. იდეათა ველში იგულისხმება ის აზრები, რომელთაც ადამიანები წვდებიან. თუ როგორ არის შესაძლებელი იდეათა ველის წვდომა, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი.
მეშვიდე სუბსტანციაა აპოსტერული ველი. ეს სიტყვა, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით “გამომდინარეს” ნიშნავს, კანტის მიერაა შემოტანილი. კანტის ფილოსოფიის მიხედვით, ადამიანს აქვს თანდაყოლილი ანუ აპრიორული ცოდნა, ეს არის გონის, განსჯის უნარისა და ეთიკის (ზნეობის, მორალის) ერთობლიობა, მაგრამ თუ ადამიანმა შესძლო ამ ცოდნის მიღმა გასვლა, ეს არის უკვე აპოსტერული ცოდნა და ასეთი ადამიანი მიღმური, ანუ ტრანსცენდენტულია. ზოგიერთი მკვლევარი აპოსტერულს განმარტავს, როგორც ემპირიულს, ანუ ცდისეულს, რაც არ შეესაბამება კანტის გააზრებას. აქ ვაწყდებით იგივე პრობლემას: ახალი აზრის ძველი ტერმინებით გადმოცემას, რაც გაუგებრობას იწვევს. აქაც პითაგორა დაგვეხმარება.
პითაგორას, როგორც ცნობილია, ჰქონდა სწავლების თავისი მეთოდი. მისი სახლის გარშემო იყო ეზო, ეზოს ჰქონდა ჭიშკარი, რომელზეც ამოჭრილი იყო სიტყვები:
“ყველა ხისაგან მერკური არ გამოითლება”
განთიადზე, ეზოს გარეთ, მის გარშემო სხდებოდნენ შემეცნებას მოწყურებული ახალგაზრდები და საღამომდე ისხდნენ. პითაგორა ნებისმიერ დროს შეიძლება გამოსულიყო, რათა დაემახსოვრებინა ისინი, ვინც მოთმინებით ელოდა მას. მომავალ მოწაფეს კი მისი შეხედვაც ეკრძალებოდა. გარკვეული ხნის შემდეგ იგი ამოირჩევდა რამდენიმე გულმოდგინეს და იწყებდა მასთან ერთად ეზოს გარშემო სიარულს და საუბარს, ცხადია, ეს იყო უკვე სწავლება. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ გამოიკვეთებოდა კიდევ რამდენიმე (ან ერთი) , რომელთაც პითაგორა ეზოში შეუძღვებოდა. ეს დღე ოქროს დღედ იწოდებოდა. აქედან მოდის სიტყვა “ეზოტერული” ( ბერძნ. ეზო; ეზოტერული _ ეზოს შიგნით მყოფი; ეგზოტერული _ ეზოს გარეთ მყოფი). ეზოტერული ცოდნის პირველი საფეხური იყო ინტუიცია, შემდეგი ღვთის კანონზომიერებისაკენ სვლა, ხოლო მესამე _ და ეს ძალიან საინტერესოა და მნიშვნელოვანი _ იყო რეალიზება, ანუ ღვთიური ცოდნის პრაქტიკულად განხორციელება ( შეადარეთ ბერობის ინსტიტუტი ქრისტიანობაში, ან პრომეთე _ წარმართულ რელიგიაში). აი, როგორც ჩანს, სწორედ ამას გულისხმობს კანტი თავის ტერმინში _ აპოსტერული.
მერვე სუბსტანცია გახლავთ უმაღლესი კანონზომიერების ველი, რომელიც განსჭოლავს ყველა ქვედა სუბსტანციას. ამ კანონზომიერების გაუაზრებლობა, იგნორირება არის ის, რასაც ქართველმა ხალხმა უწოდა “ღვთის რისხვა”. სწორედ ამ კანონზომიერების გაუაზრებლობის და უგულვებელყოფის შედეგია ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა.
მერვე სუბსტანციის ზემოთ არის უკვე ის, რასაც მოდელში ვეღარ მოვაქცევთ, ეს არის უმაღლესი გონი, თავად ღმერთი, რომელიც არავითარ კანონზომიერებას არ ემორჩილება და თავად არის უმაღლესი კანონზომიერების შემქმნელი. აქ მრავალი სუბსტანციაა, მაგრამ მათ შორის ბ-ნი თამაზი გამოყოფს ერთს _ შესაძლებლობის ველს. იგი ასე მსჯელობს: იდეა დარჩება იდეად, თუ ის არ განხორციელდა. იდეის განხორციელება კი შეუძლებელია, თუ არ არსებობს ამის შესაძლებლობა.Uუფრო ზუსტად, ეს შესაძლებლობა არსებობდა განხორციელებამდე გაცილებით ადრე, მილიონი წლების წინ( მაგ. Eეს სამყარო 15 მილიარდი წლისაა, მისი შექმნის შესაძლებლობა კი 20 მილიარდი წლის წინაც არსებობდა).
Mმეოცე საუკუნის დასაწყისში ცხოვრებამ მოითხოვა ახლებური, ფართო სპექტრით მოაზროვნე ადამიანთა არსებობა. ასეთები მრავლად იყვნენ, ისინი წარმატებით მოღვაწეობდნენ არამარტო მეცნიერების სხვადასხვა დარგში, არამედ ხელოვნების სფეროშიც. Mმაგ. აინშტაინი ქმნის ფარდობითობის თეორიას და ამ დროს წერს მუსიკალურ კომპოზიციებსაც. მაქს ბლანკს, მიუნხენის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სთავაზობენ ადგილს კათედრაზე, ასევე ადგილს მიუნხენის ორკესტრში. დე ბროილი იყო ფიზიკოსი და აგრეთვე ავტორი 14 წიგნისა შუა საუკუნეების ფრანგული ხელოვნების ფილოსოფიის შესახებ. მათ მთელი ერა შექმნეს მეცნიერებაში. მათ შორის არის ვერნერ ჰაიზენბერგი, რომელიც ანტიკური ფილოსოფიის გააზრებიდან მიდის კვანტური ფიზიკის შექმნამდე. Mმას აინტერესებდა პასუხი კითხვაზე, რომელიც არ შეიძლება ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს არ გაუჩნდეს, რა იყო მაშინ, როცა არაფერი არ იყო? იგი ამ კითხვის პასუხს პოულობს არისტოტელეს დიალოგში საკუთარ თავთან. Aარისტოტელე სვამს შეკითხვას: რა იყო მაშინ, როცა არაფერი არ იყო და იქვე პასუხობს _ იყო შესაძლებლობა.
ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ მეტად ღრმა აზრის მომცველია ეს პასუხი. ამ ქვეყანაზე რაც კი არსებობს დღეს, ოდესღაც იყო მისი არსებობის შესაძლებლობა, ანუ პოტენცია, იოანეს სახარება 1. 1. “დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა”. Eეს სამყარო არის შესაძლებლობის რეალიზაცია, მართლაც დავფიქრდეთ, შეუძლებელია მატერიალიზება იმისა, რისი პოტენციაც არ არსებობს. იმ მექანიზმზე, როგორ შევწვდეთ იდეათა ველს და როგორ გავარღვიოთ შესაძლებლობათა ველი, ქვემოთ გვექნება საუბარი. E
ეს მოდელი ქმნის წარმოდგენას, რა არის ათეისტური და რა თეისტური რელიგია. Mმაგ. ბუდიზმი, დაოიზმი (ლაო-ძი) უმაღლეს კანონზომიერებად დაოს აღიარებს. იგი მერვე სუბსტანციაზე ჩერდება, ანუ ამ სუბსტანციის პირველწყაროს _ ღმერთს არ აღიარებს, ამიტომ არიან ისინი ათეისტური რელიგიები. თეისტური რელიგია კი აღიარებს, რომ ამ ყველაფრის ზევით არის ღმერთი, ყოვლის შემოქმედი.
რა გვაძლევს ამის მტკიცების ლოგიკურ საფუძველს? ალბათ უნდა არსებობდეს ისეთი რამ , რაც არ ეტევა მოდელში. რა შეიძლება იყოს ის, რაც ამ მოდელზე მაღლა დგას? Eეს არის რწმენა, სიყვარული, მშვენიერება, სილამაზე.
რწმენა და სიყვარული არ არის გენერირებადი , რადგან შეუძლებელია მათი დაგროვება, შენახვა, გადაცემა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია ავხსნათ რატომ სწამთ, ან რატომ უყვართ, უბრალოდ სწამთ იმიტომ, რომ სწამთ, უყვართ იმიტომ, რომ უყვართ. ისინი სწორედ ღმერთიდან მოდიან ჩვენში.
სილამაზე და მშვენიერება არის ფილოსოფიური კატეგორია. რა არის სილამაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას უძველესი დროიდან ცდილობდა მრავალი ფილოსოფოსი, მწერალი, თუ მოაზროვნე ადამიანი. ყველა ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ ის არ ექვემდებარება არანაირ კანონზომიერებას, Bბ-ნი თამაზის გააზრებით, სილამაზე არის უსასრულობის სასრული ფორმა. (კანტი მას ასე განმარტავს _ მიზანშეწონილი მიზნის გარეშე), ხოლო, რაც შეეხება მშვენიერებას, მისი გაუაზრებლობა არის ჩვენი სოციალური აზროვნების პირველი დეფექტი, რადგან თუ არ გავიაზრეთ რა არის მშვენიერება, ვერ გავიგებთ, რა არის სიმახინჯე.
დავუბრუნდეთ უმაღლეს კანონზომიერებას. როგორც ვთქვით, ყოველი ზედა სუბსტანცია განსჭოლავს ქვედას, მაშასადამე უმაღლესი კანონზომიერება განსჭოლავს ყველა დანარჩენს და ეს კარგად ჩანს მყარში_კრისტალში, ანუ კრისტალში არსებული კანონზომიერებით ჩვენ მოცემული გვაქვს სამყაროს პატარა მოდელი. კრისტალში კონცენტრირებულია ყველა ველი.
აქ შეიძლება ასეთი კითხვა წარმოიჭრას _ როგორ შეიძლება გააჩნდეს ქვას ასტრალური ველი, ანუ იყოს მგრძნობიარე? მგრძნობელობის განმსაზღვრელია რეაგირება შეშფოთებაზე. მეცნიერთა მიერ დადგენილია, რომ სილიციუმი (ქვა) “გრძნობს” იმის მემილიარდე შეშფოთებას (სითბოს, სინათლეს), რასაც ადამიანი, ანუ სილიციუმი ადამიანზე მილიარდჯერ მეტად მგრძნობიარეა.
თუ გვინდა ჩვენი ყოფა უკეთესობისაკენ შევცვალოთ, უნდა ვიცოდეთ, რა გავაკეთოთ ამ მოდელის მიხედვით.
ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ თუ გვსურს იდეის ხორცშესხმა, უნდა შევძლოთ იდეათა ველის შეწვდომა, რაც მიგვიყვანს კანონზომიერების გააზრებამდე და შესაძლე