მოკლედ, სულ ახალ-ახალ სიმაღლეებს ვეპოტინებით პოლიტიკის განყოფილებაში და ეპისტოლარული ჟანრი არ ავითვისოთ მამაძალი?

ამ წერილს ვაქვეყნებ Precursor-ის თხოვნით. სამწუხაროდ, მას ბანი ადევს. მაშ ასე, თავად უსტარი:
მოგესალმები, ძმაო მაკუმბა!
ამ წერილს რომ გწერ, გული მიგრძნობს, რომ საკმაოდ ვრცელი და აბდაუბდა გამომივა, მაგრამ ჩვევად მაქვს, რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას ყოველთვის წარვუმძღვარო ეპისტოლარული ჟანრის მიმართვა და ამრიგად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ განკუთვნილია არა მარტო ამ ფორუმელი "თავისუფლებისათვის მებრძოლთათვის", არამედ ფორუმის ყოველთა მკვიდრთათვის...
გასულ შემოდგომაზე გავხსენი თემა "საზიზღარი პროპაგანდა", სადაც ვამუნათებდი პროპაგანდის სამსახურში ჩამდგარ იუზერებს... არადა, კაცმა რომ თქვას, როდესაც პოლიტიკაზე საკუთარ მოსაზრებებს გულწრფელად გამოვთქვამ, თუ კი ჩემი პოზიცია მისაღებია რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციისათვის - ესეც თავისებური პროპაგანდაა...
ასე ჩანს, და ეს კარგია, რომ ამ ფორუმზე არიან ადამიანები, რომელნიც ვერ ეგუებიან სიცრუეს, სიყალბესა და უსამართლობას; რომელნიც ყოველგვარი მატერიალური დაინტერესების გარეშე, მხოლოდ იდეალისტური მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ, როცა თავიანთ ნააზრევს გამოთქვავენ...
ბუნებრივია, რომ ყოველი გამოვლინება თანადგომისა და თანამოაზრეობისა სალბუნად ედება საყოველთაო უსამართლობით აფორიაქებული ადამიანის სულს და ალბათ ესეც არის მიზეზი ამ ფორუმის დღემდე აქტუალობისა...
ჩემის მოკლე ჭკუით (არადა, მეცინება, როდესაც ვხედავ, თუ როგორ მომეტებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ჩემს პიროვნებას ნაციონალთა აქტივისტ-პროპაგანდისტები...), მეგონა, რომ შესაძლებელი იყო დაპირისპირებულ მხარესთან აზრთა ჭიდილი შემდგარიყო - ეს არ ხერხდება, თუმცა ბევრმა მათგანმა (იმედია, არ ვაზვიადებ!) დროთა განმავლობაში გადასინჯა თავისი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მოვლენებისადმი და გამოვიდა ნაციონალური ხიბლიდან - ასეთ ადამიანებს ნამდვილად პატივს ვსცემ! (ისე, ახლა, მგონი მეც ვიმსახურებ გარკვეულ პატივისცემას - უკვე რამდენი დავწერე და ჯერ არავინ გამილანძღია, ხომა? ვნახოთ, წერილის ბოლომდე თუ შემრჩება სათნოების ეს უეცარი გამოვლინება...).
სულ სხვა დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა თავანკარა ნაციონალების მიმართ, რის გამოც ამ ზამთრის დამდეგს ფორუმის მიტოვება გადავწყვიტე...
როგორც დიადმა და უსამართლოდ დათრგუნვილმა სამხედრო მფრინავმა შენიშნა, მე ამ ფორუმზე ძლივას ღა მომიხერხებია საკუთარი თავის რეალიზება - იქნებ, ამიტომაც ვერ მეთმობით?
და თუ ეს ასეა, განა არ სჯობია, რომ ადამიანმა თავისი პიროვნების თუნდაც ნაწილის რეალიზება მოახდინოს აქ, ფორუმზე, ვიდრე, თუნდაც, კუზინაფაქერის სოდომურ უწყებაში?(რა ვქნა? თავს ზევით ძალა არაა - მაინც გავილანძღე... ბოდიშით, სამართალდამცველებო - მაგრამ, მე ედიკა კი არა ვარ, რომ საკუთარი ნაკაკუნები დავაბექსპეისო!)
არც ამ ფორუმს უნდა ეთაკილებოდეს, რომ ჩემი პაწია ნიშა "საზოგადოებრივი დესტრუქტორისა" დავიკავე, ხომა?
ისე, გარდა "ნაციონალური მოძრაობის"(დახე, რა კულტურულად მოვიხსენიებ?) ამ უთავბოლო პროპაგანდისტული წნეხისა, აქ შეიმჩნევა ტენდენცია კონტრდაზვერვითი ქმედებებისა:
ზოგ-ზოგებს ნამეტნავად აინტერესებთ ჩემი შინაგანი სამყარო! - მძიმე როკისადმი ჩემი ახლო ურთიერთობა "მანოვარის" ფანებისთვის დამაინტრიგებელია.
ზოგი ჩემი ცხოვრების დოსიეს ადგენს, რომ იქნებ რაიმე კომპრომატი გამომიჩხრიკოს - თუნდაც, ელიტარული ავტომობილებისადმი გულგრილი დამოკიდებულება!
ზოგიც მემუქრება, რომ სწორუპოვრად გაშიფრავს ჩემს ფსიქიკურ თავისებურებებს, საშინელ კომპლექსებს გამომივლენს და საჯაროდ მამხელს, რომ კალენდარული განათლება მაქვს!(მერე, ეს რომ დამიმტკიცდეს და "თბილისის გადაწყვეტილებაც" ამომიქექოს, სადღა გამოვყო თავი სირცხვილით?)
ზოგი კიდევ სტრელებს მინიშნავს, რომ გაარკვიოს, თუ რაოდენ ფიზიკურ საფრთხეს შეიძლება წარმოვადგენდე მათი ბელადისთვის...
მაკუმბა, ჯიგარო!
ალბათ პატივცემული ბატონები უნდა დავამშვიდო:
ჩემი სული ბევრად უფრო ბნელია, ვიდრე "მანოვარის" ფანთა ბრიალა თვალებს ძალუძთ ჩაანათონ...
ჩემი ცხოვრების გზა იმდენად უხვია საშინელი ვარდნებით, რომ მხოლოდ იმან გამაქილიკოს, ვინც თუნდაც ერთხელ წამომდგარა, რადგანაც მე ამის ყოველთვის შემძლე ვარ.
კალენდრები ცხოვრებაში არ მიკითხია; მეტსაც ვიტყვი: 18 წელია, რაც წიგნი არ გადამიშლია და საერთოდ არ მადარდებს, შინაგანად მანიაკი ვარ თუ ბელზებელი - ერთი ვიცი, რომ ჩემი შემოქმედება თუ კი ვერ მოიტანს ვერანაირ სიკეთეს, ნაღდად არ არის გამიზნული საზოგადოების წინააღმდეგ!
რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ კონდიციას, პირდაპირპროპორციულია სამართლიანობის განცდასთან - არამდგრადია და დრო თუ სწორად არ შეირჩა - უპროგნოზო!
მე უკან მიხედვის არ მეშინია და ამასვე ვუსურვებ სამომავლოდ მიშას აპოლოგეტებს, რადგან სიყალბის მსახურება აროდეს ყოფილა საქმე საგმირო.
როდესაც მე ვამბობ, რომ "საქართველო მარადიულია", ეს აღიქმება, როგორც ჩემი სარწმუნოებრივი ერესი - რწმენის სიმცირე...
როდესაც ამას ამბობს გუბაზი - ეს საბრძოლო ყიჟინაა!
როცა "უცნობი" კლიპს ამ სიტყვებით ამთავრებს - ეს ყოვლისმომცველი არგუმენტია!
ხოლო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 4 იანვარს, სპორტის სასახლეში, თავისი სეფე-გამოსვლა ამ სიტყვებით დააბოლოვა - ეს ძალზედ ყალბად და უსუსურად გაისმა!
მაკუმბა! მიკვირს, ამ ხალხს როდემდე უნდა ნიღბებით იცხოვროს?
ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ დაშტამპული ფსევდოპატრიოტული ფრაზები და ლოზუნგები ისეთივე ბუტაფორიაა, როგორც რეზინის გასაბერი ქალი?
ნეტავი, საწოლში სქესობრივ პარტნიორად როგორი ურჩევნიათ - ნამდვილი თუ რეზინის?
თუ რეზინის - ეს ხომ მათს სიჯანსაღეზე არ მიუთითებს, ხომა?
თანაც, რა უფლება აქვთ, როცა თავიანთ მიდრეკილებას სიყალბისადმი და ზედაპირულობისადმი აპიარებენ და ავრცელებენ?
როცა გრიპიანი კაცი კარდაკარ, ახლობელთა ოჯახებში დაეხეტება და ვირუსს მოურიდებლად ავრცელებს, უნამუსო, დებილი და უკულტუროა, ხომა?
როცა ტუბერკულიოზით დაავადებული გაუცნობიერებელი ჟინით ცდილობს გარეშემყოფთა დაავადებას, ეს ხომ ავადმყოფური გამოვლინებაა?
ხოლო, თუ შიდსით დაავადებული, როგორც დონორი, განზრახ აბარებს თავის სისხლს - ეს ხომ მძიმე დანაშაულია?
მაკუმბა! შენ გაქვს იმედი, რომ ეს ხალხი გონს მოეგება?
მე - მაქვს! იმედი ხომ ბოლოს კვდება!