#8137147 · 14 Jan 2008, 17:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როდემდე უნდა ვიყოთ ნახირი... ვინც კი რამეს დაგპირდება, ყველას როგორ მივდევთ კუდში...
გამსახურდია აირჩია 89%, ცოტა ხანში არ ვარგოდა - "ქვეშაფსია", "დიქტატორი", "გარემოცვა არ უვარგა" და მოკლეს ადამიანი....
შევარდნაძე აირჩია 96%, დაუჩოქეს, ცოტა ხანში - "თეთრი მელა", "ქვეყნის დამაქცევარი", "წადი, წადი".......
სააკაშვილი აირჩია 97% - "არ გვეშინია", "მიშა მოვდივართ", "გეშინოდეს"...
ამ ნახირს ვეკითხები - რა გინდათ? ვინ გინდათ? ბოლოსდაბოლოს ერად როდის უნდა ვიქცეთ?
როგორ შეიძლება ყოველ მეხუთე წელს ჯერ "მესიად" და მერე იგივე ადამიანი "იუდად" ვაქციოთ ხოლმე?
რომელი ხართ, მით უმეტესად ვისაც საქმე გიკეთებიათ, რომ შეცდომა არ მოგვსლოდათ?
ყველას რომ დიდი მოთხოვნა გვაქვს, ჩვენ თავზეც ვილაპარაკოთ - შედით ჩვენს სადარბაზოებში, ლიფტებში, ეზოებში, ტრანსპორტში, ქუჩაში რა სიბინძურეა, მაგასაც სხვები აკეთებენ?.... თუმცა მთავარია, მხოლოდ საკუთარი სახლი...
ჯერ ჩვენ შევიცვალოთ და მერე სხვებს მართლა მოვთხოვთ, ვინც არ უნდა იყო....... ჩვენით დავიწყოთ.........
--------------------
ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება... ნაციონალიზმი არის ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი... არ არსებობს დიდი და პატარა სამშობლო, არსებობს დიდი და პატარა მამულიშვილები...
|