მოკლედ დღესაც მოვისმინე რუსიკო ორის დილის გადაცემის პრესის მიმოხილვაში და მერე კვირის პალიტრაშიც წავიკითხე ეკა ასათიანის სტატიაში რომ ახალი ომი გველოდება კომპრომატების.
http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htmციტატა სტატიიდან:
კულუარული ინფორმაციით, პრეზიდენტის გარემოცვის ერთი ნაწილი ოპოზიციის წინააღმდეგ კომპრომატებით დაუნდობელი ბრძოლისთვის ემზადება. საბედნიეროდ, სააკაშვილის გვერდით არიან ისეთებიც, რომლებიც ამგვარ ბრძოლას ქართველი ხალხის საზიანოდ და დაუშვებლად მიიჩნევენ. როგორც ჩანს, სწრაფად ვარდნას თავბრუსხვევა ახასიათებს, ძლიერი თავბრუსხვევისას კი აზრზე მოსვლა რთულდება. არადა, სიფხიზლე და გონიერება ახლა ყველაზე უფრო გვჭირდება. ამიტომ იქნებ ახლა მაინც აზრზე მოვიდეთ... სარკეში ჩახედვისას საკუთარი ნაკლიც შევამჩნიოთ, თორემ... ჩვენ გვიყივლია და გათენდება თუ არა, ეგ ღმერთმა იცის, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ აუცილებლად აზრზე მოვლენ და.... გათენდება...
ეკა ასათიანი
ჰოდა მე მაინტერესებს, ამ მთავრობას ტვინი ასე ძალიან რამ ჩაუსიპა რომ ვერ ხვდება ეს მეთოდები რომ მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს? ეს თბილისში სამარცხვინოდ წაგებულმა არჩევნებმაც გვიჩვენა, არ გვჯერა ბატონო მაგ თქვენი აუდიო ვიდეო პორნოგრაფიის და დაგვანებეთ თავი!!!
დაზოგეთ ჩვენი დაგლეჯილი ნერვები თორემ რაც მოგივათ მერე სანანებელი არ გაგიხდეთ!!!
This post has been edited by cooldadie on 15 Jan 2008, 11:22