robo3d,აბსოლუტურად მართალია, ფილოსოფია და კლასიკური ენები ერთად მოიაზრება, ანუ არა მარტო ლათინური, არამედ ძველი ბერძნულიც.
ლათინურის სწავლა იმდენად იოლი მგონია, თუ რომელიმე რომანული ენა იცით (ესპანური, იტალიური, ფრანგული), რომ პედაგოგიც კი არ არის საჭირო, ონლაინური კურსები ან თვითშემსწავლელი წიგნიც კი საკმარისია.
აი ძველი ბერძნულის (რომელიც განსაცვიფრებლად ახლოა ახალ ბერძნულთან, ძველი და ახალი ქართულისა არ იყოს) სასწავლად კი აუცილებელია პედაგოგი. ბევრი ნიუანსია ბერძნულ კითხვასა და წარმოთქმაში ისეთი, რომ აუცილებელია უფრო გამოცდილი მცოდნის დახმარება თავიდან მაინც.
ლათინურს, რამდენადაც ვიცი, თბილისში ასწავლიან პირველ გიმნაზიაში. სპეციალური ლათინური ისწავლება იურიდიულ და სამედიცინო ფაკულტეტებზე.
ელინისტებს უფრო გაუმართლათ, თსუ-ში მთელი კორპუსი (მე-8) ეთმობოდა ელინისტიკას და ბიზანტინისტიკას, თუ არაფერი შეცვლილა.
აქვე ფორუმზე მოვნახე ონლაინ-შემსწავლელი თემა:
ლათინური ენის შესწავლა აქ შეგვიძლია წიგნების ადგილმდებარეობა დავაკოპიროთ კიდევ, შეავსებს შემსწავლელ თემას და უფრო სერიოზულიც იქნება, როგორც ფილოსოფიის სექციას შეეფერება.
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)