პრევიუ:
შეკითხვები ინტერნისტებს(თერაპევტებს) (post #8040083)მოკლედ ვიყავი თვალის გამოკვლევაზე ჯერ,დამითვალიერეს ოტ ი დო,თვალის ფსკერი და საერთოდ ყველაფერი,არაფერი განსაკუთრებული არ მქონდა.გადაღლილია თვალებიო და მეტი არაფერიო.ნატურალური ცრემლი,ოფტაგელი და რაღაცეები დამინიშნა.მარტო აკომოდაციის კუნთის სპაზმია+თვალის სიმშრალე...მხედველობა 100%-იანი გაქვს და გაასხი აქედანო ექიმმა.
ნევროპათოლოგთანაც ვიყავი,მითხრა პატარა ნევროზი კი არისო,მაგრამ საგანგაშო და ისეთი საჰაიჰუო არაფერიო.პირველ რიგში ცხოვრების სტილი და განრიგი უნდა შეცვალო,კომპიუტერს დღეში მარტო 2 საათი მიუჯდეო...მე ვუთხარი "აი ჩააფურთხე მეთქი"...მერე მითხრა ღამე დროზე დაწექიო...მე ვუთხარი "ზეგე ზეგე".სულ მთლად გაიჯეჯილეს ამ ექიმებმა,მალე იმასაც მეტყვიან ცხოვრებას მოუკელიო.
მერე ახლადგარემონტებულ რესპუბლიკურში ვიყავი და MRT გადავიღე,ეს იყო რაღაც

სუსტი ნერვების პატრონს არ ვურჩევ იმ კუბოში(ბაროკამერაში) ჩაწოლას.დახურული სივრცის შიში ვისაც აქვს,ის ვერ ჩაწვება : )
თავიდან ცოტა დავპანიკდი,მაგრამ მერე მოვთოკე ნერვები და კაიფში გადავიტანე ყველაფერი : ) თავს ვერ ამოძრავებ,კლეტკა გაქვს ზემდან და და კიდევ ის რკინის კედლები...მოკლედ მეგონა სტატუაში ვიყავი,საშინელება იყო,უკვე ეჭწვიც შემეპარა დახურული სივრცის შიში ხომ არ მქონდა...თუმცა ავიყვანე თავი ხელში და და იმ ბალიშს არ დავაჭირე ცუდად გახდომის შემთხვევაში რომ აჭერენ პაციენტები იმ "ბაროკამერაში" და მომენტალურად რომ გამოყავხარ იქიდან ექიმს.პროიცედურა 35-40 წუთი გაგრძელდა,ყურებში მესმოდა სირენის ხმები ბოლო ხმაზე,კაკუნი,ჩხრიალი,მორზეს ანბანი და ა შ. ხმებს არ უმოქედია ჩემზე,პირიქით მორზეს ანბანში საკაიფო მელოდიებსაც ვიჭერდი და მისწორდებოდა

ექიმმა თქვა პაციენტებს მაგ ხმის ეშინიათ ყველაზე მეტადო,თუმცა ჩემზე დახურულმა სივრცემ უფრო იმოქმედა.გული ამიჩქარდა,მე ვთტქვი ეხლა აქ რომ ცუდად გავხდე(ისედაც ჰიპერტონიკი და ტაქიკარდიანი ვარ) რა სირცხვილი იქნება პროცედურის შეწყვეტა იმ გამაფრთხილებელი ბალიშით თქო...ამას ვერ გადავიტანდი და ეგ მოქმედებდა ყველაზე მეტად.საშინელება იყო : )
გავუძელი ბოლომდე გმირულად,არა და არ სრულდებოდა და ბოლოს 40 წუთის მერე გამომაძვრინეს კამერიდან : ) ვერ ინძრევი ისე მჭიდროდაა კამერის ის რკინის კედლები და თავს ვერ და არ ამოძრავებ...მოკლედ სასიამოვნო არ იყო,თუმცა მეორედ რომ მომიწიოს იგივე,ასე მგონია მზესუმზირის ჭამასავით იქნება

მთავარი და რთული იყო პირველად გამოკვლევა : )
რაზეც ვშიშობდი(ანევრიზმა) ის არ აღმომაჩნდა,სამაგიეროდ დადგიდნა,რომ ჰიპოფიზის დეფექტი მაქვს თანდაყოლილი,არაა სრულფასოვნად განვითარებული და მგონი მივაკვლიე ამდენი წლის მერე ჩემი ქრონიკული წნევების და ტაქიკარდიის მიზეზს

ასევე იმის მიზეზს,თუ რატომ ვიღლები სწრაფად და რატომ მიწევს დაღლაზე მომენტალურა წნევა მაღლა

ეგ გამოკვლევა MRT დამიჯდა 290 ლარი.ძვირია ძვირი.
თან გავიყინე კამერაში

გამახდევინეს ფეხსაცმელები,წელს ზემოთ რაც მეცვა ისიც(ზმეიკა ჰქონდა) და მოკლემკლავიანი საზახფულო მაიკით ვყავი

თან ჟანგბადს რომ უშვებდნენ კამერაში ამან მთლად გამყინა,ხელები მომეყინა

ეხლა ჰორმონების ანალიზი უნდა გავიკეთო,გერმანიაში კეთდება და 120 დოლარი ჯდება.ერთად იკვლევენ ჰიპოფიზსს,თირკმელზედას და ფარისებრს. აქ ერთი ჩხვლეტაა ვენაში და დანარჩენს გერმანიაში ადგენენ.
მართალია vano_t-მ(დიდი მადლობა იმ პმ-სთვის) მითხრა არ გავს ანევრიზმასო და სწორიც იყო,მაგრამ მაინც გამაქანეს მშობლებმა მეორე დღესვე,როცა კი გავამხილე სახლში ეგ პრობლემა
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ,ეგაა მთავარი ამ ქვეყანაზე.
beware the living!
This post has been edited by ტანკე on 15 Jan 2008, 02:46