Victoria's Secret™- არის ამერიკული კომპანია რომელსაც გააჩნია ქალის ტანსაცმლის ფეხსაცმლისა და თეთრეულის მაღაზიების ქსელი აშშ-ში.
მათ ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ ზემოთ აღნიშნული პროდუქტები და ეს ყველაფერი სახლში მოგივათ ფოსტით.
მეთოდი არაერთგზის გამოცდილია და შესწავლილი.
ეს უკვე მესამე ნაწილია ამ ლეგენდარული თემისა.
წინა თემები იხილეთ აქ:
Victoria's SecretVictoria's Secret 2 (Mission Possible)ჩვენ შევიმუშავეთ რამოდენიმე გზა სასურველი ნივთების მისაღებად.
მეთოდი #1: SS (Solitary Shopper)---------------------------------------------
ანგარიშის რეგისტრაცია:---------------------------------------------
სხვადასხვა ნივთების შესაკვეთათ აუცილებელია შეხვიდეთ საიტზე -
http://www.victoriassecret.com - და დარეგისტრირდეთ აქ.
(დააჭირეთ ქვემოთა სურათს) პირველივე ოპციაში აირჩიეთ
International (excluding Canada)ქვემოთა 5 ხაზში რაც იწერება მგონი ნათელია.
Province/Territory-ში არაფერს წერთ.
ქვეყანას აირჩევთ და ქვემოთ ჩაწერთ თქვენს
Zip-კოდს. (Zip კოდის გასაგებად შედი -
აქ)
Daytime Phone-ში ჩაწერეთ თქვენი მობილური ნომერი შემდეგი ფორმატით:
მაგთი: +99599 XXXXXX
ჯეოსელი: +99577 XXXXXX
და ა.შ.
! რეგისტრაციისას მიუთითეთ თქვენი ნამდვილი და მუშა ელექტრონუილ ფოსტის მისამართი რადგან მომავალში ძალიან დაგჭირდებათ.

---------------------------------------------
ვაჭრობა:---------------------------------------------
შედით საიტზე თქვენი ანგარიშით (დაჭირე -
აქ)
შემდეგ დაათვალიერეთ სასურველი განყოფილებები და შეარჩიეთ სასურველი ნივთი.
(დააჭირეთ ქვემოთა სურათს)საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად გაადიდეთ ფოტოსურათი (

) და ყურადღებით შეისწავლეთ სამიზნე ნივთი.
ვირჩევთ სასურველ
ფერს, ზომას და
რაოდენობას.თუ გვსურს ამ ნივთის "სასურველთა სიაში" დამატება ვაჭერთ -

თუ გვსურს ამ ნივთის მომენტალური შეძენა ვაჭერთ -
! არჩევისას ყუადღება მიაქციეთ ნივთი არის თუ არა მარაგში
(IN STOCK)! გაითვალისწინეთ, რომ მარაგში ნივთის ყოფნა/არყოფნა ჩანს მხოლოდ მეორე შემთხვევაში.
! თუ ნივთზე დაგიწერათა
backordered, ცვლით ფერს ან ზომას და თუ მაინც არ არის in-stock, აღარ იწერთ საერთოდ მაგ ნივთს.
---------------------------------------------
გადახდა:---------------------------------------------
გადახდა ხდება პლასტიკური ბარათის საშუალებით. სასურველია ვიზა კლასიკი ან მასთერქარდი. (ვიზა კლასიკი ჯობია).
როცა თქვენთვის სასურველ ნივთებს შეაგროვებთ კალათაში, დააჭირეთ

გადახედეთ თქვენს შეკვეთას და მისამართს.
Billing Address-ში იქნება ის მისამართი რაც დარეგიტრირებისას შეიყვანეთ (პირველ ჯერზე შეიძლება თავიდან მოგთხოვოთ შეყვანა).
ხოლო
Shipping Addres-ს უთითებთ ყოველ შეკვვეთაზე.
შემდეგ ვაჭერთ

და ბოლოს შეგვყავს
Credit Card Information: ბარათის ტიპი, 16 ნიშნა კოდი და ვადა.
საბოლოოდ აჭერთ შეძენას (

და მალევე მოგდით წერილი შეკვეთის მიღების თაობაზე.
---------------------------------------------
ჩამოტანა:---------------------------------------------
რამოდენიმე დღეში მოვა მეილი გამოგზავნასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება სამწუხაროდ დაიგვიანოს და ნივთების მიღების შემდეგაც კი მოგივიდეთ.
Victoria's Secret™ ამანათს გზავნის ორი საფოსტო სერვისის მეშვეობით:
- UPS 1.5 კგ-ზე მეტი ტვირთის შემთხვევაში და ჩამოდის 5/7 დღეში სახლში მოტანით. სასურველია ამანათს დაადოთ "შლოპანცი" ან ფეხსაცმელი, რომ გარანტირებულად ჩამოვიდეს UPS-ით (აპრობირებული მეთოდია).
- ჩვეულებრივი სახელმწიფო ფოსტა, რომელიც გვეახლება 1-დან 1.5 თვის ფარგლებში. და სახლშიც არ მოაქვს არავის. აღმაშენებელზე უნდა ეწვიოთ და წამოიღოთ.
ორივე შემთხვევაში დაგირეკავენ ზემოთ მითითებულ Daytime Phone number-ზე.
! 1500 ლარზე მეტი
ღირებულების (არ შედის გზის თანხა) ნივთების გამოწრის შემთხვევაში იხდით საბაჟო გადასახადს.
! ერთგვაროვანი ნივთების შეკვეთა არასასურველია, რადგან საბაჟო დააკავებს, როგორც სარეალიზაციოდ შემოტანილს.
! 1 ჯერზე სასურველია მხოლოდ 3 წყვილი ფეხსაცმლის გამოწერა!
To Be Continued...