m-jemali
მ ა მ ა ჯ ე მ ა ლ ი
    
ჯგუფი: Members
წერილები: 2731
წევრი No.: 41345
რეგისტრ.: 7-September 07
|
#8212133 · 20 Jan 2008, 08:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეკლესია და ბავშვის ცრემლი
2006 წლის 23 ივლისს, ქალაქ ტიუმენის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე… მუხლით (არასრულწლოვანის აღზრდის მოვალეობის შეუსრულებლობა) სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქ. ტიუმენის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის, იღუმენია ნინოს (მარინე ალექსანდრეს ასული სხულუხია) წინააღმდეგ. როგორც ტიუმენის ცენტრალურ-ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელი ელენე შაპოშნიკოვა ამბობს, სისხლის სამართლის საქმე მოქალაქეების განცხადებებისა და პანსიონ “ოტრადას” შემოწმების საფუძველზე აღიძრა. ეს პანსიონი 2004 წელს დაარსდა წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტერთან. ამჟამად პანსიონი “ოტრადა” დროებით დახურულია და მისი აღსაზრდელები ტიუმენის ოლქის ოჯახისა და ბავშვების სოციალური დახმარების ცენტრში იმყოფებიან. მარინე სხულუხიასა და მისი “პანსიონის” საქმეს იძიებს ქ. ტიუმენის ცენტრალური ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ტობოლსკისა და ტიუმენის ეპარქიის ხელმძღვანელობა, რომელიც არასოდეს გამოირჩეოდა საზოგადოების მიმართ გახსნილობით, ამჯერად დიდ ძალისხმევას იჩენს იმისათვის, რომ საქმე მიაჩუმათოს, რადგან მონასტერთან არსებული “პანსიონის” საქმის გამოიძიებამ შეიძლება ტობოლსკისა და ტიუმენის მთავარეპისკოპოს დიმიტრის და არა მხოლოდ მას, დიდი უსიამოვნება მოუტანოს. მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (ერისკაცობაში ალექსეი კაპალინი) დასავლეთ ციმბირში “კაპალინების ოჯახის” არაფორმალური წარმომადგენელია. ამ ოჯახის გავლენა მოსკოვის საპატრიარქოში თანდათან იზრდება. მთავარეპისკოპოს დიმიტრის ღვიძლი ძმა – კრემლთან დაახლოებული, მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, კალუგისა და ბოროვსკის მიტროპოლიტი კლიმენტია. რუსი ექსპერტები მიტროპოლიტ კლიმენტს მოიხსენიებენ, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს ერთ-ერთი უძლიერესი დაჯგუფების ლიდერს, რომელიც პატრიარქ ალექსი II-ზე გავლენის მოსაპოვებლად და პერსპექტივაში კი საპატრიარქო ტახტისთვის იბრძვის. ამ თვალსაზრისით მას ხშირად უწოდებენ სხვა, უფრო გავლენიანი დაჯგუფების ლიდერის, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტის, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, კირილეს (გუნდიაევი) კონკურენტს. ტიუმენის სამთავარხუცესოდან ჩვენთვის ცნობილი გახდა,რომ მარინე სხულუხია უშუალო კავშირში იმყოფება “კაპალინების ოჯახთან”. ის თავის დროზე უვლიდა “მაღალყოვლადუსამღვდელოესი” ძმები კაპალინების მოხუც დედას და ამ უკანასკნელის თხოვნით მთავარეპისკოპოს დიმიტრისაგან წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობა მიიღო. ზემოთქმული ინფორმაციის გავითვალისწინებით, გასაგები გახდება, თუ რატომ ცდილობს ასე ძალიან მთავარეპისკოპოსი დიმიტრი პანსიონ “ოტრადას” საქმის მიჩუმათებას. დღესდღეობით მან ამ საქმის მოსაგვარებლად “კაპალინების ოჯახთან” ერთად სხვა სერიოზული ადმინისტრაციული რესურსებიც აამოქმედა. აღმასრულებელი ხელისუფლების საოლქო ორგანოების ინფორმაციით მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ დახმარებისათვის მიმართა ქ. ტიუმენის მერსა და პარტია “ეედინაია როსიას” საქალაქო განყოფილების პოლიტსაბჭოს მდივანს ს. სმეტანიუკს; ტიუმენის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, ამჟამად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ს. სობიანინს და რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრს რ. ნურგალიევს. იმავე წყაროს ინფორმაციით, ამის შედეგად საგამოძიებო ორგანოებმა უკვე იგრძნეს მათ საქმიანობაზე ზეწოლა. ტობოლსკისა და ტიუმენის ეპარქიის ხელმძღვანელის მთავარი მიზანია, რომ პანსიონ ‘ოტრადას” საქმეს საზოგადოებრივი რეზონანსი არ მოჰყვეს და ეს ამბავი არ გასცდეს დედათა მონასტრის საზღვრებს. ქალაქის ხელისუფლების მთავარი მიზანიც ესაა. მათი მიზნები უკანასკნელ ხანს იმდენად დაუახლოვდა ტობოლსკისა და ტიუმენის ეპარქიის ხელმძღვანელის მიზნებს, რომ ამ უკანასკნელის წარუმატებლობა პირდაპირ აისახება პირველის რეპუტაციაზე. ადგილობრივი მედიისათვის პანსიონ “ოტრადას” საქმე ტაბუირებული თემაა. როგორც ტიუმენის ჟურნალისტებმა (გაზეთები, რადიო, ელექტრონული მედია) შეგვატყობინეს, “ამჟამად საუბარიც კი არ შეიძლება მონასტრის შესახებ ინფორმაციის გაშუქებაზე.” თუმცა, ერთადერთი გამონაკლისი გახდა ელიზავეტა კოვალჩუკის პუბლიკაცია გაზეთ “ტიუმენსკიე ვედომოსტი”-ში, სადაც მარტივი აზრია გატარებული – აღსაზრდელები მონასტერში უნდა დავაბრუნოთ, ისინი ამას თვითონ ითხოვენ, თორემ ოჯახისა და ბავშვების სოციალური დახმარების საოლქო ცენტრში მათთვის ტანსაცმელი არ არის, იქ გოგონებისათვის მხოლოდ მოკლე ქვედაკაბები აქვთ. ამავე პუბლიკაციაში მოტანილია მარინე სხულუხიას მონათხრობი იმის შესახებ თუ საიდან დაიწყო ყველაფერი: “სამი კვირის წინ მონასტრიდან ოთხი გოგონა გაიქცა (8-9 კლასელები) _ გასეირნება მოუნდათ. ცოტა ხნით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, პანსიონში მივიღეთ ახალი გოგონა ტანია, რომელმაც მეათე კლასი დახურა. მისი მიღება დედამისმა გვთხოვა, რადგან თვითონ ვერაფერს უხერხებდა შვილს. და აი, რამდენიმე დღის შემდეგ გოგონები გაიქცნენ. სასწრაფოდ დავიწყეთ მათი ძებნა და მორის ტორეზისა და რესპუბლიკის ქუჩის კუთხეში, მთვრალი ახალგაზრდების ჯგუფში შევნიშნეთ ერთ-ერთი მათგანი. შევედი ჯგუფის შუაგულში და დავუძახე გოგონებს: “გოგონებო გამოდით და ჩასხედით ავტობუსში!” მაგრამ მთვრალმა ახალგაზრდებმა წინააღმდეგობა გაგვიწიეს. მიუხედავად ამისა, გაქცეულები მაინც ჩავსვით ავტობუსში, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს ახალგაზრდები არ უშვებდნენ. გამოიძახეს მილიცია და აქედან დაიწყო ყველაფერი. დილამდე ჩვენებებს ვაძლევდით. ვიფიქრეთ, რომ ეს ამბავი ამით დასრულდა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ 15 კაცი მოვიდა მონასტერში ყველაფრის შესამოწმებლად: სახანძრო, მილიცია. . . ბავშვები სათითაოდ დაჰკითხა ფსიქიატრმა. (როგორც ინკოგნიტო ინფორმაციის წყარომ შეგვატყობინა, ამ შემოწმების დროს მონასტერში მრავალი დარღვევა იქნა აღმოჩენილი – ავტ.) . . . “ ამავე პუბლიკაციაში ქ. ტიუმენის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელი ე. შაპოშნიკოვა “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” თავს იკავებს მ. სხულუხიას საქმიანობის დეტალების გადმოცემისაგან.. თუმცა, საოლქო აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ზემოთნახსენები ინკოგნიტო ინფორმაციის წყაროს მეშვეობით ეს დეტალები ჩვენთვის ცნობილი გახდა. აი ისინიც: _ გოგონების “აღზრდის” პროცესში მათ ზამთრის ყინვაში გარეთ აგდებდნენ; _ სცემდნენ (ერთ გოგონას ცხვირის ძგიდე გაუტეხეს); _ თმებით ათრევდნენ; _ თხების ფარეხი ამწყვდევდნენ (გაზეთ “ტიუმენსკიე ვედომოსტი”-სადმი მიცემულ ინტერვიუში მ. სხულუხია გულისამაჩუყებლად გვატყობინებს: “ჩვენ ხომ თხა მონასტერში მათთვის (აღსაზრდელებისათვის) გვყავდა, გოგონებს თხის რძეს ვასმევდით”), თხის სადგომში ყოფნის შედეგად ერთ-ერთ გოგონას ინფექციური დაავადება შეეყარა და სხეული დაუწყლულდა. აღზრდის ერთ-ერთი მეთოდი იყო ასევე ის, რომ ბავშებს აიძულებდნენ წინ გაშვერილ ხელებში საათობით სჭეროდათ სკამი. თუმცა, ეს ყველაფერი ახალი აღმოჩენა არ არის. ცალკეულ მოქალაქეებს ადრეც შეუტყობინებიათ ჩვენთვის პანსიონ “ოტრადაში” არსებული მდგომარეობის შესახებ. ჯერ კიდევ 2005 წ., კერძო პირებმა, აუწყეს ტიუმენის ოლქის ადმინისტრაციის ეროვნებების საკითხების კომიტეტს (ამ კომიტეტში შედის რელიგიის საქმეების განყოფილება, რომელსაც ა. გრადუსოვი ხელმძღვანელობს) იმის შესახებ, რომ პანსიონის აღსაზრდელი გოგონების უფლებები ირღვეოდა. იცოდა თუ არა მთავარეპისკოპოსმა დიმიტრიმ მონასტრის პანსიონის აღმზრდელობით პროცესში არსებული “გადახრების” შესახებ? როგორც ტობოლსკის კრემლიდან – მთავარეპისკოპოსის რეზიდენციიდან გვატყობინებენ – დიახ, იცოდა. ამის შესახებ მთავარეპისკოპოს დიმიტრის მისმა სულიერმა მოძღვარმა, მამა ზოსიმემ შეატყობინა, მაგრამ “მეუფემ ამას არავითარი ყურადღება არ მიაქცია, ხოლო როდესაც დედა ნინოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, განრისხდა, რატომ ამის შესახებ ადრე არ მაცნობეთო.” ყოველივე ზემოთქულიდან გამომდინარე შეგვიძლია რამდენიმე წინასწარი დასკვნა გავაკეთოთ. ქ. ტიუმენის წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტერთან არსებულ პანსიონ “ოტრადას”-თან დაკავშირებული სკანდალი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეკლესია ჩვეულებრივი ადამიანებისაგან შედგება, რომელთაც შეუძლიათ როგორც ამაღლებული, ასევე უღირსი საქციელის ჩადენა; _ ეკლესიის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის საზოგადოებრივი საქმიანობა, მითუმეტეს ბავშვებთან მუშაობა, გამჭვირვალე, გახსნილი და მისაწვდომი უნდა იყოს ნამდვილი დემოკრატიული კონტროლისათვის; _ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის “განსაკუთრებული”, ანუ არა კონსტიტუციური ურთიერთობების აგება შეაფერხებს სახელმწიფოებრივ-კონფესიური ურთიერთობების განვითარებას. ჩხადია, წმ. ილია წინასწარმეტყველის მონასტერთან არსებულ პანსიონ “ოტრადას” საქმეს სხვადასხვა ხალხი განსხვავებულ ინტერპრეტაციას გაუკეთებს. ვიღაცა, დედა ნინოს მსგავსად, იფიქრებს, რომ “დაბრუნდა ბერ-მონაზვნების დევნის საშინელი პერიოდი” (რელიგიური მსოფლაღქმა განსაკუთრებული საუბრის თემაა). ვიღაცა ამას “კლერიკალებთან” და “პუტინის რეჟიმთან” ბრძოლაში დამატებით არგუმენტად გამოიყენებს, ვიღაცა კვლევით ნაშრომში გააანალიზებს, ვიღაცა. . . უამრავი პოზიციიდან შეიძლება ამ საქმეს მიუდგნენ, მაგრამ აქ ჩვენი აზრით მთავარია არ გავჩუმდეთ. პანსიონ “ოტრადას” საქმის მაქსიმალური საჯაროობა საზოგადოების ინტერესებში შედის, ბავშვის ცემაზე თვალის დახუჭვა ამორალურია. აუცილებელია, ამ საქმესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვა. პირველ რიგში შემდეგ საკითხებზე: _ სახელმწიფო სოციალური სამსახურის განვითარება (მათი უმოქმედობა მშობლებს აიძულებს ბავშვები მსგავს “პანსიონებში” ჩააბარონ.) _სახელმწიფოსა და კონფესიებს შორის ურთიერთობები (ისინი კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა დაბრუნდნენ.) მედიის თავისუფლება (არავითარი ცენზურა ზევიდან, ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული.)
მონასტრიდან გაქცევა . . . სტატიაში “ეკლესია და ბავშვის ცრემლი” შემოგთავაზეთ მარინე სხულუხიას მიერ აღწერილი მოვლენები, რომელთა გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ახლა ვნახოთ როგორ აღწერენ ამ მოვლენებს მილიციის თანამშრომლები: 2006 წლის 8 ივნისს, 1 საათსა და 25 წუთზე ქ. ტიუმენის ცენტრალური ადმინსტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს სამორიგეო ნაწილში შემოვიდა მოქალაქეების ჟ. და GGG.-ს შეტყობინება იმის შესახებ, რომ რესპუბლიკისა და მ. ტორეზის ქუჩების კუთხეში მონაზვნები ბავშვებს სცემდნენ. სამმართველოში მოვიყვანეთ მოქალაქე მარინე ალექსანდრეს ასული სხულუხია, მისი ძმა ბესარიონ სხულუხია და არასრულწლოვანი გოგონები: AA., 15 წლის, BB., 15 წლის, ჩ, 14 წლის, ჩ., 15 წლის, E., 14 წლის. პირველი დაკითხვის პროცესში არასრულწლოვანებმა განაცხადეს, რომ ისინი გამოიქცნენ წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერთან არსებული ბავშვთა თავშესაფრიდან, რადგან აღარ სურდათ იქ ცხოვრება, მაგრამ გზაში ისინი დაიჭირა მონასტრის იღუმენიამ, დედა ნინომ (სხულუხია მ. ა.).
საერთო სურათს ავსებს მოწმეების ჩვენება:
26 წლის ოფიციანტმა ჟ.-მ განაცხადა, რომ 08.06.2006, მეგობართან ერთად მიდიოდა მ. ტორეზის ქუჩაზე და მოწმე გახდა იმისა, თუ შავებში შემოსილ მონაზონს როგორ ეჭირა 13-14 წლის ორი გოგონა, ტანსაცმლის საყელოთი და ძალით მიათრევდა, უყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა მათ. როგორც ჟ.-მ თქვა : “ერთ-ერთ გოგონას მონასტერში დაბრუნების ეშინოდა, ის ჩემს ზურგს უკან დაიმალა და ჩურჩულით მითხრა: “არ მინდა იქ წასვლა, ჩვენ იქ გვცემენ”, მეორე გოგონამ კი მითხრა: “მილიცია არ გამოიძახოთ, თორემ მონასტერში უარეს დღეში ჩაგვაგდებენ”. როდესაც ბავშვები მანქანაში ჩასვეს, მივირბინე, რომ გამეგო რომელი მონასტრიდან იყვნენ, გოგონები ტიროდნენ და ამბობდნენ “თუ შეიძლება, გვიშველეთ”. თვითონ გოგონები კი ამგვარად აღწერენ “დედა” ნინოს მიერ მათ “დაკავებას”: E., 14 წლის: “. . . (სხულუხია მ.ა.) თმებში ჩააფრინდა A.-სა და D.-ს, რომ არ გაქცეულიყვნენ. AA. ტკივილისა და შიშისაგან ხმამაღლა ტიროდა, მაგრამ იღუმენიას ის კვლავ თმებით ეჭირა. . . როდესაც უცხო ხალხი მოგვიახლოვდა, ერთ-ერთ ახალგაზრდა ქალს (მოწმე G.) უნდოდა დაგვლაპარაკებოდა, მაგრამ იღუმენიამ უცენზურო ლანძღვა-გინებით ძალით ჩაგვსვა მანქანაში”.
რა გამოავლინა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის მიერ მონასტრის შემოწმებამ
2006 წლის 10 ივნისს, ქ. ტიუმენის ცენტრალურ-ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს წარმომადგენელმა, მილიციის მაიორმა ე. შაპოშნიკოვამ ჩვენებები ჩამოართვა თავშესაფრის გოგონებს, საიდანაც გამოვლინდა მონასტრის იღუმენია ნინოს მხრიდან ბაშვებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტები (01.06.06. პანსიონში იმყოფებოდა 3-დან 18 წლამდე ასაკის 15 არასრულწლოვანი გოგონა, უმეტესობა სხვა ქალაქებიდან იყო ჩამოსული). 2006 წლის 22 ივნისს აღებული ჩვენებების საფუ- ძველზე ქ. ტიუმენის არასრულწლოვანების უმეთვალყურეობისა და კანონდარღვევის პროფილაქტიკის უწყებათაშორისმა კომისიამ ჩაატარა პანსიონ “ოტრადას” შემოწმება. შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ ქ. ტიუმენის განათლების სამმართველოს არასრულწლოვან პირებზე მეურვეობის განყოფილების, ქ. ტიუმენის ჯანდაცვის სამმართველოს, არასრულწლოვანთა და მათი უფლებების დაცვის კომისიის, ადამიანის კეთილდღეობისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის სფეროს ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის სპეციალისტები და ცენტრ “ძერჟინეც”-ის სოციალური პედაგოგები. შემოწმების დროს ყველა უწყების წარმომადგენლებმა პანსიონის მუშაობაში უამრავი სერიოზული დარღვევა აღმოაჩინეს. ცენტრ “ძერჟინეცის” სოციალური პედაგოგის დასკვნით, პანსიონის ფსიქოლოგიური კლიმატი აღსაზრდელებზე დამთრგუნველად მოქმედებს. არასრულწლოვანთა და მათი უფლებების დაცვის კომისიის პასუხისმგებელი მდივნის, ვ. შალიგინის დასკვნით პანსიონის შინაგანაწესი არ სრულდება, ირღვევა ბავშვების უფლებები, რომლებიც მძიმე პირობებში იმყოფებიან და იზღუდება მათი უფლებები დასვენებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე. სახანძრო ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორის, ა. მარენკოვის დასკვნით, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, გამოვლენილი დარღვევები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას პირდაპირ უქმნიან საფრთხეს. ყველაფერთან ერთად შემოწმების დროს გაირკვა, რომ პანსიონ “ოტრადას” არ ჰქონდა საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია და სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობის შესახებ დასკვნა. აქ, როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ქ. ტიუმენის განათლების სამმართველოს მიერ ჩატარებული კომპლექსური შემოწმების საფუძველზე გამოიცა ბრძანება #2450 05.07.06 “არასრულწლოვანების ჩამორთმევის შესახებ”. ამჟამად ბავშვები მოთავსებული არიან საოლქო ცენტრ “ოჯახში”.
“მონასტერში ჩემი ნებით არ მოვხვედრილვარ და სახლში დაბრუნება მინდა” 08.06.2006 პანსიონ “ოტრადადან” გაქცეულმა გოგონების განცხადებით, მათ ეს ნაბიჯი იმიტომ გადადგეს, რომ “უკვე აღარ შეეძლოთ აეტანათ იღუმენია ნინოს მხრიდან მათი აბუჩად აგდება”. გოგონების თქმით, მარინე სხულუხიას “არაერთხელ უცემია ისინი და თავშესაფრის სხვა აღსაზრდელები, მათ შორის სამი წლის ასაკის ტყუპი გოგონები, სულ მცირე დანაშაულისთვისაც კი”. როგორც 14 წლის აღსაზრდელი ჩ. ამბობს: “იღუმენია იმისათვის გვსჯის, რომ ვიღიმებით ან ერთმანეთთან ვსაუბრობთ. . . , გვქაჩავს თმებს, გვირტყამს სახეში, გვირტყამს წიხლებს, სისტემატიურად გვაშიმშილებს და სასჯელად გვაიძულებს 500 მეტანიის გაკეთებას დარბაზში, ტრაპეზის დროს. შარშან ბავშვებს იმით სჯიდა, რომ თხების ფარეხში ამწყვდევდა და აშიმშილებდა. იყო შემთხვევები, როდესაც ტრაპეზის დროს მოჰქონდათ კატლეტები და არ გვაძლევდნენ ნებას წყალი ან ჩაი მიგვეყოლებინა. პატარები ვერ ყლაპავდნენ მშრალ საჭმელს, მაშინ იღუმენია მივიდა მათთან და ცემა დაუწყო. . . აღარ მინდა მონასტერში ცხოვრება, სახლში დაბრუნება მსურს”. 15 წლის აღსაზრდელ B.,-ს თქმით: “. . . უფრო მეტად მონასტრის მორჩილებს სჯიან, პატარებს კი თმებს ქაჩავენ, ურტყამენ. . . [როდესაც 3 წლის ტყუპმა გოგონებმა მშრალი საჭმელი ვერ გადაყლაპეს] იღუმენიამ მათ ლანძღვა დაუწყო და სუფრიდან გააგდო, თან ხელებს და წიხლებს ურტყამდა. იღუმენიას შეუძლია ამგვარად მოექცეს პანსიონის ნებისმიერ აღსაზრდელს და მონასტრის მორჩილს. მას შეუძლია მეტანიების გაკეთება აიძულოს მათ ტრაპეზის დროს, როდესაც ყველანი სადილობენ, შემდეგ კი გააძევოს დარბაზიდან და სადილის ან ვახშმის გარეშე დატოვოს. აკრძალული გვაქვს ვინმეს მოვუყვეთ მონასტრისა და ჩვენს მიმართ დამოკიდებულებების შესახებ. . . მონასტერში საკუთარი ნებით არ მოვსულვარ და სახლში დაბრუნება მინდა.” ასეთ გადახრებს “სამონასტრო პედაგოგიკაში” ადასტურებენ საკმაოდ ასაკოვანი ადამიანებიც, მონასტრის მრევლის ყოფილი წევრები: 2005 წლის მარტში, მონასტრის ტაძარში ღვთისმსახურების დროს მ. სხულუხიამ, მრევლის წევრებისა და თავშესაფრის აღსაზრდელების თვალწინ სცემა 2003 წელს დაბადებული მცირეწლოვანი F., იღუმენია ბავშვს უყვიროდა და შეურაცხყოფას აყენებდა”. “ცისკრისა და მწუხრის მსახურებებზე დასწრებისას არაერთხელ მინახავს როგორ სცემდა იღუმენია პატარა ბავშვებს, თავში, ზურგში, სახეში, ხელებში, ფეხებში და მთელ სხეულზე ურტყამდა ხელებსა და სკვნილს. ბავშვები ტკივილისაგან ტიროდნენ. მაშინ იღუმენია მათ სახეში ურტყამდა და ეუბნებოდა “გაჩუმდი! მოკეტე!”. 15 წლის აღსაზრდელმა ღ.,-მა მითხრა, რომ იღუმენიამ იგი ორი დღის განმავლობაში აშიმშილა. ერთ-ერთ გოგონას სახის მარცხენა მხარეს სისხლჩაქცევა ჰქონდა, ამიხსნეს, რომ მას იღუმენიამ დაარტყა”. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქ. ტიუმენის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ნინოს -თან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლომდე მივა და სასამართლო ღია და სამართლიანი იქნება.
“ГОЛОСА.INFO” 30 ivlisi 2006
--------------------
მე მოკლული ვიქენი, რადგან მსურდა პირველი შევჭრილიყავი გალავანში; ეს ვერ დააბრკოლებს მთავარ ძალებს, რათა გამომყვნენ და გამარჯვება მოიპოვონ.
(შარლ დე მონტალამბერი)
|