#8225355 · 21 Jan 2008, 12:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"ქართული საბრძოლო ხელოვნების" კავშირი
www.mtavari.ge
ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილია ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას, საბრძოლო სახეობებს, მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად:
მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.
საბრძოლო სახეობები: ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები.
მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები.
თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ. აღზრდის სისტემებს: მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები.
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური.
საბრძოლო სიმღერები: ბრძოლის წინ სამღერი, ბრძოლის შემდგომ, ბრძოლის დროს, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური.
საბრძოლო ცეკვები: ბრძოლის წინ, ბრძოლის შემდგომ, სამკურნალო, საფერხულო-რიტუალური, როკვები.
ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მხარე არის მისი სპორტული საქმიანობა
This post has been edited by noemberi on 21 Jan 2008, 13:02
|