გამარჯობათ, მე ახალი ვარ და კეთილი იყოს ჩემი ფეხი (პოსტი, ხელი, მაუსი) ამ ფორუმზე

მოკლედ, არასოდეს გავრუჯულვარ ხელოვნურად (თუ არ ჩავთვლით ყველაზე უსაფრთხო საშუალებას, ე.წ. "ავტოზაგარს"). სოლარიუმს მუდამ სკეპტიკურად ვუყურებდი - ნამეტანი "სვეცკობა" და შუა ზამთარში უშნო ახირებად ვთვლიდი

ამ ზამთარს კი, მე თვითონ მომინდა "ზაგარი" - მხოლოდ არა კრემით, არამედ სოლარიუმის საშუალებით მიღწეული. ჰოდა, თქვენი აზრი და გამოცდილება მაინტერესებს

რამდენად უსაფრთხოა თბილისში არსებული სოლარიუმები, ზოგადად, ძალიან მავნეა თუ არა 1 კურსი - ანუ 4-5 წუთიანი 7 -8 ვიზიტი სალონში

თუ ვინმე ხართ კომპეტენტური ამ საკითხში, გთხოვთ, მოსაზრებები გამიზიაროთ

მადლობები