ქართული სპორტის კლუბი ”მარათონი” ჩამოყალიბდა 2009 წლის 28 აპრილს. კლუბი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაციას, სპორტის განვითარებას, ფანკლუბების ჩამოყალიბებას და ტურნირების ჩატარებას. ამ მხრივ ეს პროექტი მოიცავს ფართო სპექტრს სპორტის სამყაროში. თვითონ იდეა სპორტის განვითარების შესახებ გამოწვეულია დღევანდელი მდგომარეობით, რომელიც სავალალოა საქართველოში სპორტის მხრივ. როგორც უკვე ვახსნეთ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ რეალობიდან თავის დაღწევაა...
ამიტომაც ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწვყიტა საკუთარი როლი ითამაშოს ამ პრობლემების გადალახვის პროცესში და მიზნად დაისახა სპორტული კლუბის შექმნა, სადაც გაწევრიანება შეუძლია ნებიუსმიერ მსურველს, როგორც ჩვეულებრივ სპორტის მოყვარულ ადამიანს, ასევე მათ, ვისაც ამ სფეროსთან პროფესიული შეხება აქვს.
ჩვენი სურვილია ამ პროექტმა შეიძინოს სერიოზული ხასიათი, რაშიც ალბათ იმ ადამინების დახმარებაც არ იქნება ურიგო, ვისთვისაც ეს პრობლემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის.
Clubmarathon.ge This post has been edited by the_doors on 26 May 2009, 15:42