მესამე სართულის სიმაღლის ჟოლობიდან გადმომყურე მოზრდილი ლოლუა ამას დაგიდასტურებთ

. ალბათ უკვე წარმოგიდგენიათ ის სხვაობა, როცა ის დავარდნილია ვინმეს თავზე და როცა იგივე მასის წყალი თბილ ზაფხულში მხიარულად დაესხმევა მაგ ვინმეს.
ენერგია აქ ყურადღების ცენტრშია, ამასთან დღესავით ნათელია ყინულს ის გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე მის თხევად ფორმას.
Это так пряности для размышления
მაგალითი ორი:
იყოს ისევ წყალი

ჩავასხათ ჭიქაში და შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში, ვრთავთ. სითხე ძალიან სწრაფად გაცხელდება და ადუღდება.
ვქმნით იგივე პირობებს ოღონდ გამოსხივების წყაროდ ვიღებთ ვთქვათ (ხილული სპექტრის) მწვანე სინათლეს. იგივე კილოვატის სიმძლავრის ლაზერს... ვთქვათ არგონის

და მის კონას წყლის მთელს მოცულობაში ვატარებთ. როგორ გითხრათ, ყურსაც არ იბერტყავს.
და გავიხსენოთ (ან თუ არ ვიცით ვიქონიოთ მხედველობაში), ფოტონებს რომლებიც მიკროტალღურ გამოსხივებას ქმნიან აქვთ გაცილებით ნაკლები ენერგია ვიდრე მწვანეს (და აქვს ნებისმიერი ხილული სინათლის) ფოტონებს.
რეზულტატი: უფრო ენერგიულმა წყარომ წყალი ცივად დატოვა და უფრო სუსტმა ფოტონებმა და ტალღებმა ის აადუღეს და ააორთქლეს.
ცხადია ამ ყველაფერს ააქვს მიზეზ-შედეგობრივი ახსნა. მაგრამ ზედმეტია იმის დამატება, რომ ადამიანის ყოველდღიური გონების აქტიურობა და ყურადღება საკმაოდ შორსაა მასეთი ტიპის ამონახსენებიდან. უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ყველაზე დამიწებული და შეხებადი მეცნიერებაც გიდასტურებთ: "ყველაფერი ოქრო არაა რაც ბრწყინავს".
ეპილოგი:
ყოველი ასეთი სიტუაციები კავშირშია ან ანალოგიურად აისახება ადამიანთა ურთიერთქმედების ჰუმანო-სფეროშიც.
ასე ყინულზე და წყალზე პირველი მაგალითი ადამიანების სფეროში გადატანისას სამართლიანად გვახსენებს მცნება დისციპლინას... და აღწერილი ეპიზოდის ყველა გამომდინარე შედეგებით.
მეორე... ილუსტრაციაა, რამდენად არსებითია ურთიერთმოქმედი ობიექტებს შორის რაღაც საერთოს ქონა. ზემომქმედი ველი წყალმა უბრალოდ გაატარა, არადა მასზე გაცილებით სუსტი აიტაცა, შევიდა რეზონანსში და ველის მთელი ენერგია (წყაროს მესიჯი) მიიღო.
მოვრჩი!
არ დაიზაროთ რა, გთხოვთ, თუ გექნებათ გონებაში რაიმე მაგალითი, რომ თქვათ

შემთხვევა, როცა ნაკლები უფრო ეფექტურია ვიდრე მეტი.
This post has been edited by Moshi-moshi on 22 Jan 2008, 00:49