#8264792 · 24 Jan 2008, 13:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სარეკლამო და ივენთ მენეჯმენტის კომპანია ევა ჯგუფი, რომლესაც შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ივენთების და სარეკლამოს საქმიანობის ექსკლუზიური უფლება გააჩნია, აცხადებს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით შარდენის, რკინის რიგის და ბამბის რიგის ქუჩების თემატური გაფორმების კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2008 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ ზემოთხსენებული ქუჩებიდან ერთ-ერთის გაფორმების პროექტი.
კომპანია ევა ჯგუფი გამოავლენს გამარჯვებულ 3 პროექტს (1 - შარდენის ქუჩის პროექტი, 1 - რკინის რიგის ქუჩის პროექტი და 1 - ბამბის რიგის ქუჩის პროექტი).
კონკურსის შემდეგი ეტაპი იქნება პროექტის განხორციელება თავად ავტორების მიერ (ავტორს შეუძლია განხორციელებაში დამხმარეების გამოიყენოს). 2008 წლის 14 თებერვალს გამოვლინდება 3 ავტორიდან საუკეთესო, რომელსაც გადაეცემა ძალიან საინტერესო პრიზი (სამუშაო ადგილი ერთ-ერთ კომპანიაში).
თითოეულ პროექტს უნდა დაერთის ხარჯთაღრიცხვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 509 901, 43 93 99 ან მეილით : eva@evagroup.ge
კონკურსი ექსტერიერის დიზაინში
|