#58388294 · 21 Sep 2021, 20:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში ბოდიში თუ მსგავსი თემა არსებობს და უადგილოდ ვხსნი ამ თემას, მაგრამ სასწრაფოდ მჭირდება რჩევა, არ ვიცი როგორ მოვიქცე
მოკლედ, სადღაც ერთი თვის წინ ბავშვს (მაშინ 1 თვის იყო) ვუპოვეთ შებერილობა საზარდულის არეში. ოჯახის ექიმმა თიაქარი ივარაუდა და ქირურგის კონსულტაცია გვირჩია. ერთმა ქირურგმა უარყო თიაქარი, წყალმანკს უფრო გავსო, მეორემ დაადასტურა თიაქარი, ორივემ ისე, ვიზუალური დათვალიერებით. რომ აღარ ვიცოდი რა მექნა, მირჩიეს ბულისკირიასთან მიმეყვანა იაშვილის კლინიკაში. იმანაც თითი დაადო და თიაქარიაო და ეგრევე ოპერაციის დღე ჩანიშნა და ეს სისწრაფე ახსნა იმით რომ არის ალბათობა რომ ჩაიჭედოს ეს თიაქარი დღეს ერთ ახლობელ ქირურგს ველაპარაკე და იმან არ მირჩია ოპერაცია, 6 თვემდე ნარკოზი არ არის სასურველიო, თანაც გინდა თიაქარი იყოს, გინდა წყალმანკი, არის დიდი შანსი რომ თავისით გაიწოვოსო აი ესეთ სიტუაციაში ვარ, ოპერაცია ხვალ არის დანიშნული და აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, მივიღებ ნებისმიერ რჩევას, წინასწარ მადლობა
--------------------
www.hattrick.org FC Gudauri Umaglesi Liga
|