ხალხო, ასეთი პრობლემა მაქვს და მედიკების აზრი მაინტერესებს:
წელიწადზე მეტია ოდნავ შემცივდება კი არადა, შემგრილდება თუ არა, შარდვა მინდება უუუფ, ერთობ (თავ)შეუკავებლად. თუნდაც მცირე ხნით კონდიციონერიან ოთახში მოვხვდე.. ამას ემატება მუცლის შებერვა და გაზები.
შარდვას ვახერხებ, ყრუ ტკივილებით (არც ძალიან, მაგრამ უსიამო) და სულ მგონია, რომ ვერ დავცალე რეზერვუარი. მგონია რა, ნახევარ საათში ისევ მივაწანწკარებ ხოლმე.

ნელ-ნელა ეს ამბავი ქრონიკული გახდა. მივაკითხე უროლოგს, იმან ანალიზი ჩაიბარა ბლომად (რად უნდოდა ამდენი ვერ მივხვდი დღემდე), და ... პროსტატის სპეციალისტთან გამიშვა.
ამ უკანასკნელმა (პირდაპირი და გადატანითი გაგებით!), მიუხედავად მის დასმულ კითხვებზე არასათანადო სიმპტომებიანი პასუხებისა (პრობლემები სქესობრივი კავშირისას, ტრალივალი..), შენც არ მომიკვდე და იმისთანა ენთუზიაზმით მახარა, "იქანე უნდა გაგსინჯო, ქე რო ხვდები ახლა შენო", და ენთუზიაზმის შესაბამისი სისწრაფით მოიყვანა დაპირება სისრულეში - გავშავდი და გავოცდი.
ამ გაგუგებრობაში მოხვედრას კიდევ გადავიტანდი რამენაირად, მაგრამ არ აღმოჩნდა არც პროსტატიტი (?) და არც სხვა რამე მსგავსი ამ ჩემი ცოდვით სავსე ჯირკვალთან დაკავშირებული.
მერე კიდევ უცხოეთში გადავიხვეწე (ამის გამო არა, აყვავებული საქართველოს ცქერას ვეღარ გავუძელი

) და აქაც გრძელდება უკვე ნახევარი წელია ეს ჩემი ფსმა-ტანჯვა.
აბა რას მირჩევთ და რას მანუგეშებთ, თქვენი ხმალი და ჩემი შარდის ბუშტი, ჰა!
ასაკი: 30 წელი
სქესი: მამრობითი (დაოჯახებული და წვრილშვილიანი)
შარდის ბუშტის პარამეტრებს (შეუიარაღებელი თვალით) გადახრები არ ეტყობა.