Pink Floyd - P.U.L.S.E. (DVDRip)
Дата записи концерта: 20 октября 1994 (Earls Court, London)
Дата выпуска VHS компанией PMI: 5/13 июня 1995 (Европа/США)
Продюсер: Лана Топхэм
Режиссер: Дэвид Маллет
Концепция клипа "Brain Damage": Каролин Райт
Постановка шоу и света: Марк Брикман
Постановка съемки: Сторм Торгерсон
Звук: Джеймс Гатри и Дэвид Гилмор
Исполнительный продюссер: Стивен О'Рурк
Дэвид Гилмор — гитары, вокал
Ник Мэйсон — ударные, перкуссия
Ричард Райт — клавишные, вокал
Тим Ренвик — гитары
Гари Уоллис — перкуссия
Джон Кэрин — клавишные, вокал
Гай Пратт — бас-гитара, вокал
Дик Пэрри — саксофон
Сэм Браун, Дурга МакБрум, Клаудия Фонтэйн — бэк-вокал
Список композиций, прозвучавших на концерте (в порядке следования):
1. Shine On You Crazy Diamond (part I-VIII)
2. Learning To Fly
3. High Hopes
4. Take It Back
5. Coming Back To Life
6. Sorrow
7. Keep Talking
8. One Of These Days
9. Another Brick In The Wall, part two
10. Speak To Me
11. Breathe
12. On The Run
13. Time
14. The Great Gig In The Sky
15. Money
16. Us And Them
17. Any Colour You Like
18. Brain Damage
19. Eclipse
20. Wish You Were Here
21. Comfortably Numb
22. Run Like Hell
Source: DVDRip
Codec: Mpeg4 (Xvid)
Resolution: 720x544 (4:3)
Bitrate: 2200kbit
Audio: ac3 5.1
Bitrate: 48khz/448kbit
Общая длительность фильма: 2 часа 24 мин 40 сек.
Видео было записано 20 октября 1994 года на стадионе Earls Court в Лондоне с использованием 20 камер. Оно содержит первую официальную видеозапись альбома The Dark Side Of The Moon, а также ряд других известных композиций группы. Фильм вышел на VHS со стереозвуком, а позднее появились VideoCD и DVD версии с шестиканальной звуковой дорожкой.
http://www.beef.ge/index.php?newsid=14500 * * *
სიდ ბარეტი - ვოკალი, გიტარა (წავიდა ჯგუფიდან 1968 წელს)
დევიდ გილმორი - ვოკალი, გიტარა (ჯგუფის ლიდერი 1986 - 1994 წლებში)
როჯერ უოტერსი - ბასი, ვოკალი (ტექსტების მთავარი ავტორი და იდეოლოგი 1968 - 1983
ნიკ მეისონი - დასარტყამები (ერთადერთი ადამიანი ჯგუფიდან, რომელიც ყველა ალბომზე უკრავდა)
რიჩარდ რაიტი - ვოკალი, კლავიშები (არ იყო ჯგუფში 1979 - 1983 წლებში)
სადღაც, კემბრიჯის გარეუბანში, ცხოვრობს ადამიანი, რომელმაც დაახლოებით 40 წლის წინ დაქოქა დიდი მანქანა და გაუკვალა გზა მუსიკალურ ასპარეზზე ჯგუფს, რომელმაც როკს მიანიჭა განსხვავებული სახე, სხვა გემო, შექმნა დამოუკიდებელი ქვეჟანრი, რომელსაც არც კი აქვს გამორჩეული დასახელება, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ეს ნაკლებად ჰგავს ტრადიციულ როკს.
და მთელ ამ ისტორიაში სიდ ბარეტს, რომელიც დაემალა სამყაროს, წამყვანი როლი ენიჭება.მიუხედავად იმისა, რომ ეს 38 წელია, იგი აღარ არის თავის კოლეგებთან, მისი როლი ჯგუფის ადრინდელ ეტაპზე წამყვანი იყო და იგი არის პასუხისმგებელი არა მხოლოდ იმ ორ ალბომზე, რომელზეც იმუშავა თავიდან, არამედ იმ სიმღერებზე, რომლებიც არ ჩაუწერია, მაგრამ მისმა კოლეგებმა შექმნეს წარმატებული სიმღერები, სადაც სიდი თავისთავად იგულისხმება, როგორც მთავარი გმირი.აი მათი ისტორია.
როჯერ უოტერსის ცხოვრებაში რომ არ მომხდარიყო ტრაგიკული მოვლენა, მისი მამის დაღუპვა, ამ კოლექტივის დისკოგრაფიას დააკლდებოდა ერთი-ორი ალბომი.ვითომც და არაფერია, არა?არა და როდესაც როჯერ უოტერსს იხსენებენ, აუცილებლად აღნიშნავენ, რომ იგი სულ რამდენიმე თვის იყო, როდესაც მამა დაეღუპა ომში.იგი იყო სხვა 40 000 ადამიანს შორს, რომელიც ცდილობდა გერმანელებისათვის ანციოს ხიდის წართმევას.ამ ისტორიამ ჰპოვა ანარეკლი პინკ ფლოიდის ალბომებში.
პიროვნულად საკმაოდ რთული იყო, ყოველთვის ასე იყო.
მუსიკალური საფუძვლები ბლუზმა მისცა - ეს იყო ლიდბელის, ბილი ჰოლიდეისა და ბესი სმიტის ფირფიტები, თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საფუძვლების მიღების შემდეგ, იგი თანამედროვე ბლუზური ქმნილებებითაც დაინტერესდა.
როჯერ კიტ ბარეტსა და ჯორჯ როჯერ უოტერსს ბევრი რამ ჰქონდათ საერთო.თუნდაც რომ მამების დაღუპვა - ოღონდ როჯერ კიტ ბარეტს მამა გარდაეცვალა, როდესაც ბიჭი 14 წლის იყო.სწორედ ამ პერიოდიდან დაინტერესდა იგი მუსიკით და დაირქვა ადგილობრივი მუსიკოსის, სიდ ბარეტის სახელი - ინგლისურში ''სიდ'' იწერება ასე - SID, ხოლო ბარეტმა დაირქვა SYD.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ამ ისტორიაში დევიდ გილმორია, რომელიც არ სწავლობდა იგივე სკოლაში, სადაც უოტერსი და სიდი დადიოდნენ, მაგრამ იყო იმავე სკოლის მოსწავლის, სტორმ ტორგერსონის (პინკ ფლოიდის ყდების მომავალი დიზაინერი) მეგობარი.
დევიდი (ანდა დეივი, თუმცა მას ეს სახელი ნაკლებად მოსწონს) მეცნიერ-გენეტიკოსისა (მამის) და სკოლის მასწავლებლის (დედის) ოჯახში დაიბადა.სანამ პინკ ფლოიდში მოვიდოდა, მან ბედი სცადა მოდელად (სამხატვრო სკოლაში), რამდენიმე ინგლისური ჯგუფის მონაწილედ - აქედან ყველაზე ცნობილი იყო Joker's wild, საკმაოდ ხანმოკლე პროექტი.დევიდის ახლო მეგობარი იყო სიდი (ისინი ძალიან დაახლოვდნენ ხელოვნების კოლეჯში სწავლისას).დევიდმა დიდი გავლენა იქონია სიდზე, სწორედ მან ასწავლა პინკ ფლოიდის პირველ ერთპიროვნულ ლიდერს გიტარაზე დაკვრის რამდენიმე მეთოდი.
თუმცა, მათი გზები გაიყარა, როდესაც ბარეტმა კემბრიჯიდან მიაშურა ლონდონს, რათა ესწავლა კემბერველის სამხატვრო კოლეჯში.გილმორი ამ დროს უკვე მუშაობდა Joker's wild-თან ერთად, რომლის უშუალო რეპერტუარს შეადგენდა ჯგუფების Beach Boys და Four Seasons სიმღერები - გილმორი უკვე აქ ეუფლებოდა ვოკალის ხელოვნებას.
ამ დროს როჯერ უოტერსმა, რომელიც რიჯენტ სტრიტის პოლიტექნიკუმში ეუფლებოდა არქიტექტორის ხელობას (და უკვე უკრავდა გიტარაზე) გაიცნო რიჩარდ რაიტი და ნიკ მეისონი - ორი ენთუზიასტი, რომელთაც სურდათ ჯგუფის ჩამოყალიბება.
რიჩარდ რაიტი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, უფრო მეტად, მუსიკის მოტრფიალე გახლდათ.ფორტეპიანო და ჩელო - აი ეს იყო მისი სამყარო იმ დროისათვის.ჯაზი კი საყვარელი ჟანრი იყო და რიჩარდი (რიკი) აღიარებდა, რომ ერთხელ მოუხდა დიდი ხანი დგომა დიუკ ელინგტონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების რიგში.
ნიკოლას (ნიკ) მეისონი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა.მამამისი ცნობილი კინოდოკუმენტალისტი და ავტომრბოლელი გახლდათ, მას ასევე უყვარდა ძველი მანქანების შეგროვება.ეს უკანასკნელი ორი გატაცება მის შვილსაც გამოჰყვა დღემდე.საინტერესოა, რომ ნიკი არქიტექტურას უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა.
Sigma 6 - მცირე ექსპერიმენტი
SIGMA 6 მათი პირველი ჯგუფის სახელწოდება იყო.უცნაური ამპლუა ჰქონდა თითოეულ მათგანს - უოტერსი - სოლო გიტარა, რაიტი - რითმ-გიტარა, მხოლოდ ნიკი იჯდა დასარტყამებზე, თუმცა მას ეს საქმე მაშინ, ისევე როგორც დანარჩენებს ზემოთჩამოთვლილი საქმიანობა, ნაკლებად ეხერხებოდა.ჯგუფში ასევე იყვნენ კლაივ მეტკალფი (ბას-გიტარა) და ვოკალისტები ჯულიეტ გეილი და კიტ ნოუბლი.ჯგუფის მენეჯერად იქცა კენ ჩეპმენი, რომელიც აქვეყნებდა სარეკლამო განცხადებებს კლუბებისათვის და წვეულებებისათვის, სადაც ეწერა, რომ ეს ჯგუფი კარგად ერგება ამ სახის ღონისძიებებს.რა თქმა უნდა, ისინი ხომ უშუალოდ ''როლინგების'' სიმღერებს ასრულებდნენ.
ჩეპმენი შემდგომში შეეშვა ამ საქმიანობას, ჯგუფმა კი სახელები შეიცვალა - T-set, Megadeaths, Architectural abdabs, Screaming abdabs, Abdabs.მათი პოლიტექნიკური სასწავლებლის მიერ გამოცემულ ჟურნალში ეწერა, რომ ეს ჯგუფი ''დიდ იმედს ჰბადებს''.
უოტერსი ამ პერიოდში გადავიდა საცხოვრებლად ჰაიგეტზე, სადაც მეისონი ქირაობდა ბინას.ამ საცხოვრებლის მფლობელი იყო არქიტექტურის ლექტორი მაიკ ლეონარდი, რომელიც ახალი მუსიკის დიდი მოყვარული და აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მოყვარული იყო.მან არა მხოლოდ ნება დართო მათ, მის სახლში სარეპეტიციო მოეწყოთ, არამედ მათი კონცერტების მოწყობაშიც იღებდა მონაწილეობას.ჯგუფში მცირე ინტერვალით მოვიდა ორი ადამიანი - ბობ (რადო) კლოუზი (რომელიც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ამოყვინთავს დევიდ გილმორის სოლო-ალბომზე On an island) და სიდ ბარეტი.
კლოუზმა ცვლილებები მოიტანა ჯგუფში - უოტერსი გადაერთო რითმ-გიტარაზე, შემდგომში კი ბასზე.ჯულიეტ გეილმა დატოვა ჯგუფი და რაიტს გაჰყვა ცოლად.მეტკალფი და ნოუბლი აორთქლდნენ.რიკი გადაერთო კლავიშებზე, დაინტერესდა შტოკჰაუზენის თანამედროვე ელექტრონული ექსპერიმენტებით, გამოიტანა საბუთები პოლიტექნიკურიდან და გადავიდა ლონდონის მუსიკალურ კოლეჯში.
მოგვიანებით მოვიდა სიდი.ბობ კლოუზი ვერ შეეწყო მის უცნაურ ხასიათს, მას არ მოსწონდა სიდის ექსპერიმენტები ''ფიდბეკთან'' და რევერბერატორებთან, რომლებიც უცნაურ ჟღერადობას ანიჭებდნენ ჯგუფს.ასე რომ ბობმა დატოვა ჯგუფი, სიდი კი იქცა მის ხელმძღვანელად.ყველაფერი მის ხელთ იყო.
The Pink Floyd
ახალი შემადგენლობა ნიშნავს იმას, რომ ახალი სახელიც უნდა შეარჩიო.ალბათ ასე ფიქრობდა სიდი.და არჩევანი სრულიად მოულოდნელი იყო.ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სახელწოდება როკ-სამყაროში.პინკ ანდერსონი და ფლოიდ კაუნსილი მის თაროზე საპატიო ადგილს იკავებდნენ - ცნობილი ჯორჯიელი ბლუზმენების სახელებისგან შემდგარმა კოლექტივმა The Pink Floyd Sound ახალი ცხოვრება დაიწყო.თუმცა კვლავ უკრავდა ''როლინგების'', ბო დიდლისა და ჩაკ ბერის ჰიტებს.განსხვავება იყო უცნაური ხმოვანი ეფექტების გამოყენებაში, იპროვიზაციებში, ეს კი ნაკლებად აერთიანებდათ რიტმ-ენდ-ბლუზურ ჯგუფებთან.
დებიუტი შედგა ლონდონის კლუბში Countdown Club 1965 წლის ბოლოს, ჰონორარი კი სულ რაღაც 15 გირვანქა იყო (მეისონი ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოაწყობენ ტურს, რომელიც ტექნიკურად ყველაზე მასშტაბური იქნება როკ-მუსიკის ისტორიაში - მუსიკის, რომელსაც იმ დროს ჯერ კიდევ პოპს უწოდებდნენ).ფლოიდს სცენაზე Joker's wild უერთდებოდა და მაყურებელს ''ახურებდა''.
ყველაფერი შეიცვალა პიტერ ჯენერისა და მისი მეგობრის, ენდრიუ კინგის გამოჩენისთანავე.მათ ისურვეს კოლექტივის მენეჯერობა.ექვსმა მხარემ მოაწერა ხელი კონტრაქტს კომპანიის Blackhill Enterprises შექმნის თაობაზე.საოცარი იყო ის, რომ მენეჯერი მუსიკოსს შემოსავლის 20-25 პროცენტს კი არ ართმევდა, არამედ თანაბარ ჰონორარს იღებდა.
ჯენერმა შესთავაზა ჯგუფს სიტყვის Sound სახელწოდებიდან ამოგდება.და აი პირველი შოუ ახალი სახელწოდებით - The Sound and Light Workshop, ნოტინგ-ჰილში, ყველა წმინდანის სახელობის ეკლესიისადმი დაქვემდებარებულ პატარა შენობაში.სწორედ აქ გამოიყენეს პირველად პროექტორი სლაიდებით, რომელიც ამერიკიდან იყო ჩამოტანილი.შემდგომი წლების განმავლობაში ფერადი შოუები პინკ ფლოიდის საფირმო ნიშნად იქცევა.
პიტერმა, მისმა მეუღლე, სუმიმ და კინგმა დაამზადეს პრიმიტიული განათების სისტემა, ხოლო ჯგუფმა ამ არსენალს დაუმატა თხევადი სლაიდები - მათი გამოყენება კი შემდგომში ლონდონის ანდერგრაუნდული ცხოვრების აუცილებელ ელემენტად იქცა.
ასე რომ ჯგუფის პოპულარობამ ანდერგრაუნდში აიწია და სიდს მოუწია ხატვისთვის თავის მინებება (არა და საკმაოდ აქტიურად ქმნიდა უცნაურ ნამუშევრებს).თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიდი ინტერესი გამოუჩინა ახალი საქმის მიმართ და ბევრს უკვირდა კიდეც ეს.საბავშვო წიგნები, ''ცვლილებების წიგნი'', იაფფასიანი ფანტასტიკა, ტოლკიენის ეპოქალური ნაწარმოები, ხალხური ბალადები, ჩიკაგოს ბლუზი, ბიტლები, როლინგები, დონოვანი - აი ამ ნაზავმა მოგვიტანა პინკ ფლოიდის პირველი ალბომი.
პირველი დამოუკიდებელი კომპოზიციები იყო Astronomy Domine, The Gnome, Matilda Mother და მოსაწევის სადიდებელი Let's Roll Another One (მოგვიანებით დაარქვეს Candy and a currant bun).ასე რომ ჩაკ ბერი და ბობ დიდლი სამუდამოდ ამოიძირკვა ჯგუფის რეპერტუარიდან.
ბარეტის ნიჭი გამოვლინდა სცენაზეც, სადაც იგი, პიტ ტაუნშენდის (The Who) მსგავსად, ერთდროულად სოლო და რითმ გიტარის პარტიებს ასრულებდა.ხანგრძლივი იმპროვიზაციების დროს იგი უცნაურ ფორმას ღებულობდა - ფიდბეკის ფონზე იგი ხელებს ასწევდა ჰაერში და ტრიალებვდა, ფერადი პროჟექტორები კი მის გამოსახულებას აჩვენებდნენ კედელზე.
1966 წლის ბოლოსკენ ჯგუფი უკვე რეგულარულ კონცერტებს მართავდა ყველა წმინდანის ეკლესიაში და ლონდონის დარბაზში Roundhouse.მაგრამ, გარდა ამისა, მათ ასევე ჰქონდათ ეპოქალური კონცერტები როიალ ალბერტ ჰოლში, ხოლო შემდგომში - კლუბში UFO, რომელიც გადამწყვეტი ეტაპი იყო მათ ისტორიაში.
UFO იყო ბნელი შენობა, დაბალი და ნესტიანი ჭერით, ვიწრო სცენით.თუმცა, ეს არ უშლიდა ხელს, ყოფილიყო ფსიქოდელიური შოუების აკვანი - სწორედ იქ განახორციელა ჯგუფმა ყველაზე გიჟური იდეები.
თუმცა, მიზნები განსხვავებული იყო.უოტერსს და მეისონს სურდათ სულ უფრო მეტად პოპულარულ ჯგუფში ყოფნა.ნიკ მეისონის აღიარებით, ''ფსიქოდელიური მოძრაობა მიმდინარეობდა ჩვენს ირგვლივ, და არა ჩვენში''.ბარეტი კი, რომელსაც პიტერ ჯენერი ნამდვილ ჰიპის უწოდებს, თავის მეგობარ უინი უილსონთან ერთად (რომელიც განათებაზე ზრუნავდა), დარწმუნებული იყო, რომ სამყარო ახალი ეპოქის წინაშეა, ეპოქის, რომელიც საფუძვლიანად შეცვლის ადამიანების ცხოვრებას.ასე რომ არაფერი იყო უცნაური იმაში, რომ სიდი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გასინჯა LSD, რომელიც მაშინ ჩაითვალა ამ გარდაქმნის ერთ-ერთ იარაღად, მისი ინგლისში გამოჩენისთანავე.
პირველი ექსპერიმენტის დროს, რომელიც მეგობრის, დეივ გეილის ბაღში განხორციელდა 1965 წლის სექტემბერში, ბარეტი დიდი ხნით დაიკარგა კოსმიურ სივრცეში, იუპიტერსა და ვენერას შორის.კემბრიჯელმა მეგობრებმა, რომლებიც ტიმოტი ლირის სწავლების თანახმად, ეძებდნენ ამ ნარკოტიკში სიახლეებს, თვლიდნენ, რომ მჟავა დააძლევინებს ეგოცენტრიზმს.მაგრამ ეს ნარკოტიკი სულ სხვა მიზნით გამოიყენა - მან აქცია იგი შემოქმედებითი ძალის ძრავად.
1967 წლის 1 თებერვალს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ჯგუფი სერიოზულად შეუდგა მუშაობას, ანუ პროფესიონალური სტატუსი მიენიჭა.თავდაპირველად იმედი ჰქონდათ, რომ ჯო ბოიდი, კლუბ UFO-ს მუსიკალური დირექტორი, გვერდში ამოუდგებათ.ეს იმედი ასევე გაჩნდა გამომდინარე იქიდან, რომ ბოიდი ამერიკული კომპანიის Elektra წარმომადგენელი იყო, რომელიც იმ დროს უკვე შეეშვა ფოლკ-ბლუზურ სტატუსს და მოაწერა ხელი კონტრაქტებს ჯგუფებთან Love და The Doors.მაგრამ ფირმამ ეჭვიანი თვალით შეხედა პინკ ფლოიდს.
ფორტუნამ მაინც გაუღიმათ.საოცარი ჯგუფის არსებობაზე შეიტყო ფირმის EMI ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ბიჩერ სტივენსმა და ვინმე ნორმან სმიტთან ერთად შეიარა.ეს უკანასკნელი იყო საიმედო პროდიუსერი, რომელმაც ხმის ინჟინერად იმუშავა ბიტლებთან.
სტივენს ჯგუფი მოეწონა, მაგრამ უცნაური ეჩვენა, ასე რომ, გადაწყვიტა, ოდნავ შეეყოვნებინა მათთან კონტრაქტის დადება.პარალელურად ჯო ბოიდი ესაუბრებოდა ფირმას Polydor Records.ამ დროს ფლოიდს მიაგნეს ბრაიან მორისონმა და ტონი ჰოვარდმა, თავისი საკონცერტო სააგენტოთი, რომელმაც მოაწერა ჯგუფთან ხელი კონტრაქტს ჩვეულებრივი 10%-ის აღებაზე საერთოდ თანხიდან.მოხერხებულმა მორისონმა დაარწმუნა ჯენერი და კინგი EMI-სთან კონტრაქტის უპირატესობაში და ურჩია სინგლის საკუთარი თანხებით ჩაწერა, რათა შემდეგში ფირმას გასჩენოდა ინტერესი.
27 თებერვალს ჯგუფმა ჯო ბოიდთან ერთად მიაშურა სტუდიას Sound Techniques Studios, რათა ჩაეწერა Arnold Layne - სიმღერა რომელიც ბოიდს უნდა დაემუშავებინა და მიენიჭა ერთდროულად ექსცენტრიული და კომერციული ჟღერადობა.იქვე ჩაიწერა Interstellar Overdrive და Candy And A Currant Bun.
EMI-ზე ამ ჩანაწერმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ჯგუფმა წინასწარ მიიღო 5000 გირვანქა.ფირმის გულუხვობის სანაცვლოდ პინკ ფლოიდი დათანხმდა მხოლოდ ფირმის საკუთარ სტუდიაში და მისი საშტატო პროდიუსერის ხელმძღვბანელობით გაეკეთებინა ჩანაწერები - ები როუდზე.
1967 წლის 11 მარტს მაღაზიების თაროებზე ამოჰყო თავი სინგლმა Arnold Layne, მაგრამ 21-ე ადგილზე, ასე რომ 20-ეულში ვერ შევიდა.თუმცა, ლონდონური ანდერგრაუნდის წრეებში იგი სულ უფრო მაღლა მიდიოდა და მაშინდელი UFO-ს ჰიმნად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ერთადერთი სინგლი ჰქონდათ, ჯგუფის პოპულარობა საკმაოდ დიდი იყო, მათ წილად ხვდათ 41-ე ნომრად გასვლა ლონდონური ანდერგრაუნდის ფესტივალზე Technicolour Dream, Alexandra Palace-ში, 1967 წლის 29 აპრილს, რომელმაც 10.000 მაყურებელი შეაგროვა.
ჯგუფის შემდეგი გამოსვლა იყო მულტიმედია-შოუ Games For May, რომელიც შედგა Queen Elizabeth Hall-ში, 12 მაისს.მოვლენა აღსანიშნავი იყო იმით, რომ სწორედ იქ გამოიყენა ჯგუფმა პირველად ''ორმაგი სტერეო''.
იდეა გაჩნდა ექსპერიმენტის დროს, როდესაც ჯგუფმა, ოთხტრეკიან ტექნიკაზე მუშაობისას სთხოვა ნორმანს კიდევ ორი დინამიკის დამატება.ჯგუფს მოეწონა მიღებული ეფექტი და მათ გადაწყვიტეს მისი გამოყენება კონცერტებზე.ამ დროს ხმა ტრიალებდა დარბაზში და მსმენელს ბოლომდე უქმნიდა მუსიკაში ღრმად ყოფნის შთაბეჭდილებას.დარბაზის ბოლოს მდგარი დინამიკებიდან კი ისმოდა წინასწარ ჩაწერილი ხმის ეფექტები (მათ უოტერსი ამზადებდა) - ეს იყო ქარის ხმა, ტალღები, ნაბიჯები, ჩიტის სტვენა და მსგავსი ეფექტები.
ერთ-ერთი მთავარი მომენტი მაინც იყო ფერადი შოუ, სადაც მონაწილეობდა უილსონის მიერ შექმნილი განთიადის იმიტაცია.ასევ იყო 35 მილიმეტრიანი ფილმები და საპნის ბუშტები.ჯგუფის ერთ-ერთი უცნაური ტექნიკოსი გადაცმული იყო ადმირალად, რომელიც აყრიდა მაყურებელს ნარგიზებს.უოტერსი ამ კონცერტზე გონგს ურტყამდა მეტად ორიგინალურად - ესროდა კარტოფილს, ხოლო მეისონი ხერხავდა შეშას ასე - მიმაგრებული ჰქონდა ხერხი გამაძლიერებელზე.
ამ კონცერტზე გაიჟღერა ახალმა სიმღერამ Games For May, რომელიც ნორმან სმიტისა და ჯგუფის აზრით, ღირსი იყო მეორე სინგლის სახით გამოცემის.თუმცა, მოგვიანებით სიდმა მისი სახელწოდება შეცვალა და იგი გახდა See Emily Play.ჩანაწერი გაკეთდა მაისის ბოლოს სტუდიაში Sound Techniques Studios, რადგანაც ნორმან სმიტს სურდა ჯო ბოიდის მაგიური ფორმულის სულის შენარჩუნება.
შრომამ გამოიღო ნაყოფი და სინგლი, რომელიც გამოვიდა 1967 წლის 16 ივნისს, ''ლონდონის რადიომ'' პირველ ადგილზე დააყენა.პინკ ფლოიდი წამებში იქცნენ პოპ-ვარსკვლავებად.თუმცა მოხდა ერთი უცნაური რამ - სტუდიაში შემთხვევით შეიხედა დევიდ გილმორმა, რომელსაც გაუკვირდა, რომ მისმა ძველმა მეგობარმა სიდმა არ იცნო იგი.
See Emily Play იწერებოდა პარალელურად ალბომთან, რომელიც იმავე წელს გამოვიდა, 5 აგვისტოს.The Piper At The Gates Of Dawn (სწორედ ასე ერქვა მას) იქცა ბარეტის ნიჭის გამოვლინების საშუალებად, კარგად გამოჩნდა მისი პოეტური და მუსიკალური საშუალებები და სწორედ აქ წარმოდგენილმა თემებმა შეუქმნეს ჯგუფს დაახლოებითი წარმოდგენა მომავალი ალბომების თემებზე.
პირველ ალბომზე The Pink Floyd-მა ამოწურა სტუდიური საშუალებები.დიდი დამსახურება აქვს ნორმან სმიტს, რომელსაც უკვე ჰქონდა ბიტლებთან იგივეს გაკეთების წარმატებული მცდელობა - იგი მათი ხმის ინჟინერი იყო Rubber Soul-ამდე.მისი მონტაჟის ნიჭი სიდთან მუშაობის დროს შეუცვლელი გამოდგა - სიდს ხომ სრულიად არ სურდა იგივეს გამეორება, რაც რამდენიმე წუთის წინ დაუკრა.
1967 წლის მარტში ბარეტი, უკვე ძალიან ცნობილი, გადავიდა ერლჰემ სტრიტიდან, სოჰოს რაიონიდან, უფრო პრესტიჟულ ადგილზე, საუტ კენსინგტონზე, კრომველ-როუდზე, თუმცა მისი მეგობარი ნაიჯელ გორდონი თვლიდა, რომ ეს ყველაზე საშინელი ბუნაგი მთელ ლონდონში.
თუმცა, LSD ადრეც იყო სიდის ''რაციონში'' (იმ დროს პრეპარატი ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული), ერლჰემ სტრიტზე იგი ამას ახლო მეგობრების გარემოცვაში იღებდა - ისინი კი თვალყურს ადევნებდნენ სიდს და ექსცესებს არ უშვებდნენ, ახლა კი ახალ სამეგობრო წრეს არ გაუჭირდებოდა მის დილის ყავაში თხევადი LSD-ს ჩასხმა.რეალობის შეგრძნებას სიდი ნელ-ნელა კარგავდა და შეშლილობაში გადადიოდა.
როდესაც პიტერ ჯენერმა, რომელსაც ისევე როგორც სიდს, უყვარდა კატები და რომელმაც მას აჩუქა კატა, შეიტყო, რომ სიდი აძლევს კატას LSD-ს, იგი შოკში ჩავარდა.მეორე ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც სიდმა ჩაკეტა თავისი საყვარელი სამი დღის განმავლობაში სახლში და დროთა განმავლობაში უბრალოდ უყრიდა კარის ქვეშ ბისკვიტებს.როდესაც ჯულიეტ რაიტმა და ჯუნ ბოლანმა (მარკ ბოლანის მეუღლემ) მიაკითხეს სიდს და გამოუშვეს საბრალო გოგო, ბარეტი ჩაიკეტა სხვა ოთახში და ერთი კვირის განმავლობაში იქიდან არ გამოდიოდა.
მისი ფსიქიური მდგომარეობა გართულდა, როდესაც დაიძაბა თავად ჯგუფის ცხოვრებაც.ახალი ვარსკვლავური სტატუსის შესაბამისად, პინკ ფლოიდს მოწია მაისიდან სექტემბრამდე 80-ზე მეტი კონცერტი ჩატარება, ზოგიერთ შემთხვევაში - 2 კონცერტის ერთ საღამოს.როგორც გაირკვა, ინგლისურმა პროვინციამ არაფერი იცოდა იმაზე, რომ ბარეტი ასრულებს 20 წუთიან სოლოებს ფიდბეკით.ისინი ასევე აღმოჩნდნენ მოუმზადებელნი საპნის ბუშტებისათვის და საცეკვაო რითმების არარსებობისათვის.მათი მიმართულებით ხშირად წამოსულა ქილები, ერთხელ კი უოტერსს შუბლში ესროლეს დიდი მონეტა.
გარკვეული უთანხმოებები ჯგუფშიც იყო.მეორე ფლოიდური სინგლის წარმატებამ გადაისროლა ჯგუფი ტელეეკრანებზე, თუნდაც, გადაცემაში Тор of the Pops.ბარეტს ეს არ მოსწონდა.ჯგუფის დანარჩენ წევრებს და მენეჯერებს მიაჩნდათ, რომ ეს დიდი რეკლამა იქნება ჯგუფისათვის, სიდმა კი პროტესტის განსაკუთრებული საშუალება აირჩია - ყოველ ახალ გადაცემაში იგი სულ უფრო უწესოდ ჩაცმული გამოდიოდა.
როჯერთან და რიკთან კონფლიქტები გაუჩნდა.როჯერი მეტად ამბიციური იყო და სურდა ჯგუფი კომერციული ჟღერადობით გაემდიდრებინა - პრესაში ინტერვიუების, ხშირი გამოსვლების საშუალებით.მეისონიც უჭერდა მხარს.რიკ რაიტის კი უფრო ახლოს იყო სიდთან, რომელთანაც იგი ბევრს უკრავდა.ამას კიდევ უფრო აძლიერებდა ის, რომ ორივე ''ეწეოდა'' იმ დროს, როდესაც დანარჩენი ორი უფრო მეტად სვამდა.თუმცა, რიკი სუსტი პიროვნება იყო და მოუწია დათმობა.სიდი მარტო დარჩა.
სიდის ჩაბნელება
რთული დრო მოვიდა.29 ივლისის კონცერტის დროს (ეს იყო Alexandra Palace-ში) ფლოიდის გამოსვლის დროს აღმოჩნდა, რომ სიდი სადღაც გაუჩინარდა.ჯუნ ბოლანმა აღმოაჩინა იგი კულისებში, პატარა ოთახში, სადაც იგი სრულიად გათიშული იჯდა და ცარიელი თვალებით იყურებოდა წინ.მაშინ ბარეტი ვერა და ვერ მოასულიერეს.ჯუნმა და როჯერმა აიტაცეს სიდი და დაუკიდეს კისერზე გიტარა - სწორედ ასეთი სახით გაიყვანეს ბარეტი სცენაზე.იქ იგი კონცერტის განმავლობაში გაშეშებული იდგა, თუმცა, დრო და დრო დისჰარმონიულ აკორდებს უშვებდა გიტარიდან.ჯგუფმა იმ საღამოს ავანსის სახით მიიღო ჰონორარი და იძულებული იყო, გაქცევით ეშველა საკუთარი თავისათვის.
თუმცა, ჯენერმა და კინგმა არ მიაქციეს ამ შემთხვევას ყურადღება, რადგანაც მათ გეგმებში უკვე შედიოდა ამერიკის დამარცხება, რაც ბიტლების შემდეგ აუცილებელ მოვალეობად იქცა ყველა ბრიტანელი ვარსკვლავისთვის.ჯო ბოიდმა დაამყარა კავშირები Elektra-ს წარმომადგენლობასთან და ტურიც დაგეგმეს.
მიუხედავად იმისა, რომ სან-ფრანცისკოში პრობლემები არ შეჰქმნიათ, ლოს-ანჯელესში სიდმა ''აურია''.სავსებით შესაძლოა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო დაღლილობა - მუსიკოსები ხომ თითქმის არ ისვენებდნენ ამერიკელი 'გრუპიზების' (გოგონების, რომლებიც დასდევდნენ ჯგუფის წევრებს ფეხდაფეხ და მათთან ინტიმურ კავშირებს ეძებდნენ) გამო.მოკლედ, ერთ-ერთი გამოსვლის დროს ბარეტი კვლავ გაშეშებული იდგა და არ იღებდა ხმას, არც გიტარაზე უკრავდა რამეს.უოტერსისა და რაიტის მცდელობით რამდენიმე სიმღერა მაინც შესრულდა.მაგრამ სწორედ ამ ჩავარდნის შემდეგ როჯერმა პირველად მოსთხოვა კინგს ბარეტის გაშვება ჯგუფიდან.
მას შემდეგ, რაც სიდმა ფონოგრამის თანხლებით ვერც კი განასახიერა სიმღერის See Emily Play შესრულება გადაცემაში American Bandstand, კინგმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება - ტურის შეწყვეტა და პირველივე თვითმფრინავით შინ გაქცევა.ეს ასევე დროული იყო, რადგანაც მუსიკოსების ნაწილს საეჭვო ქალებისგან აეკიდათ დაავადებები.თუმცა თანაგრძნობა მათი მისამართით უფრო მეტი იყო (ბარეტისგან განსხვავებით) - მათი ნაწილი უკვე დაქორწინებული იყო ან აპირებდა დაქორწინებას.
ამავე დროს, დიდი გადასახადები იყო გადასახდელი, ასე რომ, მცირე შესვენების შემდეგ ჯგუფი კვლავ დაუბრუნდა საგასტროლო გრაფიკს.ამჯერად რიგში იყო ეპოქალური გამოსვლები ჯიმი ჰენდრიქსის კონცერტების წინ.
კონტრაქტში ეწერა, რომ ყველაზე დიდი დრო (40 წუთი) გამოყოფილი იყო ჰენდრიქსის გამოსვლისათვის.ჯგუფს MOVE, რომელიც ჯიმის შემდეგ გამოდიოდა, განკარგულებაში ნახევარი საათი ჰქონდა, პინკ ფლოიდს კი - 17 წუთი.მეისონისა და უოტერსის აზრით, გამოდიოდა ისე, რომ საუკეთესო სიმღერების ნაკრები უნდა შეესრულებინათ.ამან სიდზე ძლიერ იმოქმედა, რადგანაც მისი მუსიკა სპონტანური აქტის ხასიათს ატარებდა და ვერ ითმენდა შეზღუდვებს.ასე რომ იგი ეწინააღმდეგებოდა თავის კოლეგების მცდელობას, გამოევლინათ მინიმალური პროფესიონალიზმი მაინც, მათ კი მისი ასეთი ორიგინალურობა არ მოსწონდათ.ამანაც იმოქმედა სიდის მდგომარეობაზე.
ტურის განმავლობაში სიდი სულ უფრო იკეტებოდა საკუთარ თავში.ხოლმე მას ვერ გამოაგდებდი სცენაზე და სუროგატის როლში მაყურებელს ევლინებოდა NICE-ის გიტარისტი დეივ ო'ლისტი.სინათლის ფსიქოდელიურ ნათებაში (რომელიც უილსონმა შექმნა) ფანები ვერ ამჩნევდნენ გაყალბებას და გაჰკივოდნენ ''სიდ, სიდ''.ერთხელ ბარეტი გაიქცა შინ და დაჯდა ლონდონის მატარებელზე, ასე რომ ჯენერს მოუწია მისი უკან წათრევა.
დაბრუნებისას გამწარებულმა მენეჯერებმა და მუსიკოსებმა მაინც გადაწყვიტეს, მიეყვანათ სიდი ფსიქიატრთან.რადგანაც იგი არ ენდობოდა ჩვეულებრივ ფსიქიატრებს, ვიზიტი შედგა ''ანტიფსიქიატრიის'' მომხრე რონალდ ლენგთან, რომელიც თვლიდა, რომ ფსიქიატრიული დაავადებების დიდი ნაწილი თავად ექიმების მოგონილი, რადგანაც ისინი ვერ ამყარებენ კონტაქტს არატრივიალურად მოაზროვნე პაციენტებთან.მაგრამ, მას შემდეგ, რაც ლენგმა მოისმინა სიდის ერთ-ერთი უკანასკნელი ინტერვიუ, მან გამოიტანა განაჩენი: ''განუკურნებელია''.
ტურის დროს გამოიცა ჯგუფის მესამე სინგლი - აქ იყო ბარეტის Apples And Oranges და რაიტის Paintbox.სხვებთან შედარებით, წარმატება ნულოვანი იყო.ამ ჩავარდნაში უოტერსმა დაადანაშაულა სმიტი, რომელმაც ''გააფუჭა საოცრად კარგი სიმღერა''.
პიტერ ჯენერის თქმით, არჩევანი მათ არ ჰქონდათ, რადგანაც კომპანიამ EMI მესამე სინგლი მოითხოვა, დანარჩენი სიმღერები კი მეტად ღიად აღწერდნენ სიდის მდგომარეობას.
სინგლის წარუმატებლობასთან ერთად ღიად გაიჟღერა ინფორმაციამ სიდის უცნაურ მდგომარეობაზე და ამან შეარყია პინკ ფლოიდის, როგორც ''ჰიტ-აღლუმების ჯგუფის'' იმიჯი.უოტერსმა კი აქ ყველაზე მეტი აქტიურობა გამოიჩინა და არაერთხელ მოითხოვა სიდის გაძევება ჯგუფიდან.მან ასევე შეადგინა სიდთან პრეტენზიების მთელი სია, სადაც ასევე იყო უცნაური სტრიქონი იმაზე, თითქოს ბარეტი გამუდმებით ართმევს მას სიგარეტებს და საკუთარს არ ყიდულობს.
ლონდონში, ერთ-ერთი ჩავარდნილი კონცერტის შემდეგ, მეისონი მიუახლოვდა დარბაზში მდგომ გილმორს და შესთავაზა ჯგუფთან გამოსვლა ''ოდესმე, მომავალში'', შობაზე კი მას დაურეკა უოტერსი და კონკრეტულად შესთავაზა ჯგუფში მოსვლა.დეივი დაუფიქრებლად დათანხმდა.
დეივის მოსვლაზე ცნობილი გახდა 1968 წლის იანვარში და რამდენიმე კონცერტი ჯგუფმა ერთად გამართა.შემდეგ გადაწყდა, რომ სიდი დაჯდება შინ და დაწერს სიმღერებს (რადგანაც ჯენერს არ სწამდა, რომ ვინმე სხვა ითავებს ამ საქმეს).მაგრამ სიდის ახალი მასალა და მისი ცვალებადი მელოდიები ჯგუფს არ მოეწონა.
მუსიკოსებმა რწმენა დაკარგეს და პირდაპირ ჰკითხეს მენეჯერებს, სწამთ თუ არა, რომ ჯგუფი იარსებებს ბარეტის გარეშე.მათ უარი მიიღეს და უმალ გადავიდნენ ბრაიან მორისონის ფრთის ქვეშ, აპრილში კი ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ სიდ ბარეტმა დატოვა პინკ ფლოიდი.
გადაღებაა!
1969 წლის დასაწყისში მათ მიაკითხა რეჟისორმა ბარბეტ შრედერმა.იგი შთაგონებული იყო მათი მუსიკალური ექსპერიმენტებით და ნათლად ხედავდა მათ მუსიკას თავის ფილმში, რომელიც ეხებოდა ჰიპების ცხოვრებას.ამ დროისათვის ჯგუფს უკვე ჰქონდა პიტერ საიკსის ფილმისთვის მუსიკის შექმნის The Committee გამოცდილება (სწორედ იქ შევიდა კომპოზიციის Careful With That Axe, Eugene ერთ-ერთი ადრინდელი ვერსია.საუნდტრეკზე მუშაობის ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდა მას შემდეგ, რაც კომპანია EMI დაჰპირდა, რომ განიხილავს ამ მუსიკას, როგორც ცალკეულ პროექტს და საავტორო ჰორორარი უფრო მაღალი იქნება.
შრედერმა ჯგუფს ფილმს საბოლოო მონტაჟი, სცენების სია (სადაც სურდა მუსიკის გამოყენება), სტუდიაში მუშაობის სრული თავისუფლება და 600 გირვანქის ოდენობის (თითო ადამიანზე) თანხა დაუტოვა რვადღიანი სამუშაოსთვის.პირობები იდეალური იყო და მუსიკოსები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ ამ საქმეს.ღამის ხუთ სესიაში მათ ჩაწერეს თექვსმეტი კომპოზიცია.აქედან ცამეტი საბოლოოდ მოხვდა ალბომზე.და მიუხედავად იმისა, რომ ფილმი საკმაოდ სუსტი იყო, სახელი მას გაუთქვა თავად მუსიკამ.
ალბათ, ჯგუფი ასევე დაინტერესებული იყო სიუჟეტით.ფილმი გერმანული სტუდენტის, შტეფანის ბედზეა, რომელსაც შეუყვარდა ნარკომანი ესტელა და გაიქცა მასთან ერთად კუნძულ იბიცაზე (60-იან წლებში იბიცა ჰიპებისათვის ნამდვილი სამოთხე იყო).სიყვარული, საბედისწერო აღმოჩნდა და შტეფანი დაიღუპა ჰეროინის ზედმეტი დოზით.
ნარკოტიკების თემა ვიღაცეებს მოეწონა.ყოველ შემთხვევაში, ჯგუფს კიდევ ერთხელ აჰკიდეს ნარკომანული იმიჯი.სინამდვილეში, ბარეტის გარდა (რომელიც LSD, ამფეტამ
მიმაგრებული სურათი