საქართველოში ონლაინ–გაყიდვები იზრდება. ინტერნეტ მაღაზია Hotspot.ge-ს განცხადებით, გაყიდვები ყოველთვიურად მატულობს და მომხმარებელი თანდათან ონლაინ ვაჭრობის კულტურაზე გადადის. ინტერნეტ მაღაზიის განმარტებით, ამას ხელი Hotspot.ge–ის მიტანის სერვისმაც შეუწყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდებას გულისხმობს.
,,საზოგადოება ნელ–ნელა ონლაინ გაყიდვებზე ინაცვლებს და ეს კულტურა დღითიდღე ინერგება, ამაზე მზარდი გაყიდვები მიუთითებს“ – აცხადებენ Hotspot.ge-ში.
შეგახსენებთ: HOTSPOT.GE საქართველოში გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა და მომხმარებელს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარდა საკანცელარიო ნივთებს, სათამაშოებს, საძილე ტომრებს და სხვადასხვა სახის პროდუქციას სთავაზობს.
გასულ წელთან შედარებით გაყიდვები 30%–ით გაეზარდა კიდევ ერთ ინტერნეტ–მაღაზია Gigant.ge–ს. როგორც მაღაზიაში აცხადებენ, ნელ–ნელა მომხმარებლებს ონლაინ–მაღაზიებისადმი დაკარგული ნდობა უბრუნდება.
„ადრე ხალხს ეშინოდა, რომ შეკვეთილის ნაცვლად სხვა პროდუქტი არ მისვლოდათ ან ფული არ დაკარგოდათ, დღეს კი ეს პრობლემა აღარ დგას,“ – აცხადებენ Gigant.ge–ში. მათივე თქმით, ეს ბიზნესი თანდათან ვითარდება და წინასაახალწლოდ მომხმარებელმა საჩუქრების შეძენა უკვე დაიწყო. შენაძენის მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოდ ხორციელდება, ხოლო რეგიონებში სერვისს გარკვეული თანხა მანძილის მიხედვით ემატება.
წყარო:
http://www.commersant.ge/index.php?id=13426ძალიან კარგია რომ საქართველოში ონლაინ გაყიდვები იზრდება, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით?