ამ ბოლო დროს საღორიის ტყეში ნანახმა ანტი მაჩვური დისკრიმინაციის ფაქტებმა მოლოდინს გადააჭარბა

მგლები,კურდღლები,მელიები,ციყვები... ყველანი ერთად გამოვიდნენ ქუჩაში,შედგნენ ორ თათზე და აქეთ იქით დაათრევენ უზარმაზარ ხის ქერქის ნაჭრებს ზედ ამოკაწრული მაჩვის სიფათით და ქვეშ რაღაც გაურკვეველი სიმბოლოებით და რაღაცას გაჰყმუიან და საკმარისია მაჩვი დაინახონ დამპალ მსხლებ ამოიღლიავებულები მისდევენ,ეს არ ჰყოფნით და აცხადებენ რომ ტყე მათ,პატიოსანმა ცხოველებმა შექმნეს და მათთან ბინძურ მაჩვებს არაფერი ესაქმებათ

რისთვის მივილტვით დასავლური ღირებულებებისათვის? იმისათვის რომ მაჩვები დისკრიმინირებულები იყვნენ იმიტომ რომ შავ თეთრი ბეწვი აქვთ და სუნი ასდით? მასე ვინ მიგვიღებს ნატოში?

ჰოდა მოკლედ
მაჩვთა უფლებების დამცველ კომიტეტს გახსნილად ვაცხადებ

ერთიანი საქართველოს მოსახლეობავ წინ,ევროპული ტყეების და დემოკრატიული სოროებისათვის!!!

არაფერი ისეთი,ეგებ მასე მაინც განვმუხტო სიტუაცია
Koyunun olmadığı yerde keçiye Abdurrahman Çelebi derler.
უძაღლო ქვეყანაში კატას აყეფებდნენო.
უენერგეტიკოსო ქვეყანაში ჰესზე ფეხბურთს თამაშობდნენო.